ყურადღება! შვეიცარიის ბანკები მილიარდერების მემკვიდრეებს ეძებენ! | Jolo.ge


ყურადღება! შვეიცარიის ბანკები მილიარდერების მემკვიდრეებს ეძებენ!

ყურადღება! შვეიცარიის ბანკები მილიარდერების მემკვიდრეებს ეძებენ!

მთელს მსოფლიოში ცნობილი შვეიცარიის ბანკები უჩვეულო პრობლემით არიან შეწუხებულები: მათ ასობით ანგარიში დაუგროვდათ, რომელთა მფლობელებსაც ნახევარ საუკუნეზე მეტია არ მიუკითხავთ საკუთარი ფულისთვის. თანაც თანხები სოლიდურია — 500 ფრანკიდან რამდენიმე მილიარდ დოლარამდე.

ისინი მზად არიან კანონიერ მფლობელებს გადასცენ ეს თანხები თუ პატრონი გამოჩნდება და დაადასტურებს გარდაცვლილ მეანაბრესთან ნათესაურ კავშირს. შესაბამისი კანონი შვეიცარიის პარლამენტმა მიიღო და 2015 წლის 1 იანვარს შევიდა ძალაში. მილიარდერების მემკვიდრეთა მოსაძებნად სპეციალური საიტიც შეიქმნა «dormantaccounts.ch», რომელზეც ნებისმიერ მსურველს შეუძლია შეამოწმოს, მის რომელიმე წინაპარს 60 და მეტი წლის წინ ხომ არ ჰქონია ანგარიში ამ ქვეყნის რომელიმე ბანკში.

ამ დროისთვის მიუკითხავი დაბანდებების სიები 197 გვერდს შეადგენს. წინაპრის პოვნა, რომელმაც შესაძლოა ქონება დაგიტოვათ, შეიძლება ამ სიაში გვარის მითითებით, ასევე მთელი სიის უშუალო დათვალიერებით. თუ ჩათვლით, რომ იქ ნაპოვნ რომელიმე ანგარიშზე არსებულ თანხაზე გაქვთ უფლება, უბრალოდ უნდა დააწკაპუნოთ მაუსს იმ ადგილას და შესაბამისი ფორმა შეავსოთ.

წარმატებებს გისურვებთ- იქნებ მართლაც აღმოაჩინოთ უცნობი წინაპარი, რომელმაც დიდძალი თანხა დაგიტოვათ!

წყარო:

მოვლენები.ge

 

ნანახია:(1039)-ჯერ


Comments

comments


Tags assigned to this article:
შვეიცარია

Related Articles

„ეს იყო ძალიან ახლოს დგომა სიკვდილთან» — ირმა ბერძენიშვილი

„მივმართავ ყველას ვინც მოისმინა ჩემი ტრაგიკული გამოსვლა 26 ივნის“ — წერს სახელმწიფო ჰიმნის შესრულებისთვის ზოგიერთის მიერ ლამის ჯვარზე გაკრული ოპერის


„ჩანაწერი მაჩვენონ ბატონო“ — რა გაუგებრობაში მოხვდა გია ჯაჯანიძე

„როდესაც საჭესთან ვზივარ არასოდეს ვსარგებლობ მობილურით, მაქვს ყურსასმენები და ამით ვსაუბრობ ხოლმე“, —  ამბობს გია ჯაჯანიძე და პატრულის თანამშრომელს ცილისწამებაში


მამა სერაფიმეს სულისშემძვრელი გალობა არამეულ ენაზე (რომის პაპის ვიზიტი)

მამა სერაფიმეს სულისშემძვრელი გალობა არამეულ ენაზე (რომის პაპის ვიზიტი)   ნანახია:(114)-ჯერ FacebookLinkedinComments comments


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*