კუნდალინი მედიტაცია — შეიგრძენი მეტი სიყვარული და დაამსხვრიე შემზღუდველი საზღვრები … | Jolo.ge


კუნდალინი მედიტაცია — შეიგრძენი მეტი სიყვარული და დაამსხვრიე შემზღუდველი საზღვრები …

კუნდალინი მედიტაცია — შეიგრძენი მეტი სიყვარული და დაამსხვრიე შემზღუდველი საზღვრები …

ნარინჯისფერ წიგნში ვკითხულობთ — მედიტაცია არის ის რითაც უნდა დატკბე, ის ზეიმია, დღესასწაულია და როდესაც შენ ზეიმობ, სწორედ მაშინ იმსხვრევა შემზღუდველი საზღვრები. ეს კი იმის შესაძლებლობას გვაძლევს, რომ თავიდან ავიცილოთ დაძაბულობა, მივაღწიოთ „აქ და ახლა“ მდგომარეობას და აღმოვაჩინოთ საკუთარი თავი.

სწორედ საკუთარი თავის აღმოსაჩენად,

ზედმეტი უსარგებლო ფიქრებისგან გასათავისუფლებლად და

შინაგანი სიჩუმის მდგომარეობაში შესასვლელად გიწვევთ მედიტაციის ცენტრში კუნდალინი მედიტაციაზე.

კუნდალინი მედიტაცია გვეხმარება გავთავისუფლდეთ იმ ცხოვრებისეული შეზღუდვებისგან, რომელიც საკუთარ თავს თავადვე დაუწესეთ და რომელიც ასე გვიშლის ხელს წინსვლასა და განვითარებაში. თუმცა, ამის შესახებ უფრო დაწვრილებით ამ საქმის პროფესიონალი ლი ლა ისაუბრებს.

ლი ლა: ზოგადად მედიტაციას ყველაზე ინდივიდუალური ეფექტი და ძალიან შორს მიმავალი შედეგები აქვს. მედიტაციით შესაძლებელი ხდება წარსულის ტრავმების მოშორება, სხეულიდან ტოქსინების გამოდევნა, გონების დამშვიდება, საკუთარი თავის შეყვარება, სიმყარის აღმოჩენა, სამყაროს ნდობა, იხსნება შემოქმედებითი პოტენციალები, ადამიანი ხედავს თავის რეალურ სახეს, იშორებს შიშებს და ცხოვრობს სავსე ცხოვრებით.

რაც შეეხება კუნდალინი მედიტაციას, თუ ადამიანი შინაგანი ტრანსფორმაციის მეცნიერებით არის დაინტერესებული აუცილებლად გადააწყდება ამ მედიტაციას. კუნდალინი მედიტაცია,  ოშოს აქტიური მედიტაციებიდან ერთ-ერთია.

ის არის უნიკალური დიზაინით შექმნილი 1 საათიანი ტექნიკა, რომელიც აბსოლუტურად მორგებულია თანამედროვე ადამიანს, მის ენერგეტიკას და ყოველდღიურ საქმიანობას, რასაც ვერ ვიტყვით მედიტაციის უძველეს ტექნიკებზე. მათ შესასრულებლად ადამიანებს მომზადება სჭირდებათ. მოსამზადებელ საფეხურს კი სწორედ აქტიური მედიტაციები წარმოადგენენ.

მათი აგებულება ისეთია რომ თავდაპირველად ხსნის სტრესს და დაძაბულობას, რომელიც გონებასა და სხეულშია აკუმულირებული, ათავისუფლებს სივრცეს, რომელშიც უკვე ენერგია თავისუფლად მოძრაობს და მედიტაციის ღრმა განცდა უფრო მარტივად ხდება შესაძლებელი.

როგორც ვიცით, ენერგია ყველაფრის წყაროა, როცა ადამიანს ენერგია აქვს ის ცოცხალია, ჯანმრთელი, ამ მომენტში ცხოვრობს და არა წარსულსა და მომავალში. მისი პასუხი სიტუაციაზე ყოველთვის შესაფერისია, რადგან ამოიზრდება ამ მომენტიდან და არა წარსულის შაბლონებიდან. ადამიანი ნახულობს შინაგან ცენტრს, სიმყარეს, რომელიც ერთადერთი რამ არის, რომლის ურყეობის იმედიც უნდა გვქონდეს. შინაგანი ცენტრის აღმოჩენის შემდეგ ადამიანი თავის საქმიანობას სულ სხვა ხარისხით, მეტი სიყვარულითა და სიხარულით აკეთებს და გრძნობს ცხოვრებას მთელი თავისი სისავსით. იგი მას გვერდით აღარ ჩაუვლის.

კუნდალინი მედიტაცია

ჩატარდება ყოველ კვირას 16:00, LD მედიტაციის ცენტრში

ფასი: 4 შეხვედრა 100 ლ

დარეგისტრირდი 👉  https://bit.ly/2lWOudh

მოგვწერე: https://bit.ly/35gQZfl

☎️ ან დაგვირეკე:  597 997 887

 🏫 მის.: მთაწმინდა, ჩიტაძის 11

LD მედიტაციის ცენტრში ასევე ტარდება:

🔴 მანდალათერაპია;

🟠 დაოსური პრაქტიკები

🟡 სიცილის თერაპია

🟢 ენერგეტიკული პრაქტიკები;

🔵 ცეკვის მედიტაცია ;

⏳ მედიტაციის დღეები — შაბათი, კვირა

🔰 მედიტაციებისთვის საჭირო, ყველანაირ, ინვენტარს LD მედიტაციის ცენტრი უზრუნველყოფს.  ყველა შეხვედრის ორგანიზება და წარმართვა, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებით მიმდინარეობს.

 

ნანახია:(3667)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

აი ეს არის ბიზნესი!

რა არის ბიზნესი? — ბიზნესი არ არის გაზპრომის ფლობა, არც ბანკის მმართველბა და ნავთობის მოპოვება. ბიზნესს არ აკეთებს გონიერი, ნიჭიერი,


„დააყენე ეჭვქვეშ შენი შეხედულებები, რწმუნებულებები და შენ, მიხვდები“…

რატომ იბრძვი? ვის ებრძვი და რას ებრძვი? საკუთარ თავს, ცხოვრებას, სამყაროს? როგორ ფიქრობ ვინ გაიმარჯვებს? არა, ჩვენ ბევრი რამის შეცვლა


რამოდენიმე რჩვევა როგორ მივაღწიოთ წარმატებას პოლ არდენის მსოფლიო ბესტსელერიდან

პოლ არდენი – შემოქმედებითი პიროვნება, გენიოსი რეკლამის სფეროში, უსაზღვრო პოტენციალის მქონე არაპროგნოზირებადი პიროვნება. მის სამუშაო ადგილების სამსახურებრივ სიაში არის ისეთი


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<