კრიზისში დაწყებული „ტკბილი“ ბიზნესი და ტრადიციებს მიბრუნებული ახალგაზრდები | Jolo.ge


კრიზისში დაწყებული „ტკბილი“ ბიზნესი და ტრადიციებს მიბრუნებული ახალგაზრდები

კრიზისში დაწყებული „ტკბილი“ ბიზნესი  და ტრადიციებს მიბრუნებული ახალგაზრდები

🍇 ნატურალური ბადაგით დამზადებული ბექას კახური ჩურჩხელები 🍇

მეზობლებისთვის რომ გეკითხათ, იი, რა დროოოს ჩურჩხელაა, ვინც აკეთებდა, ისინიც აღარ აკეთებენ, ტურისტები კიდე აღარ არიანო.

მეჩურჩხელეებისთვის რომ გეკითხა, ეჰ, რა ბიზნესი ჩაგვივარდაო…

არავისაც არ ჰკითხა. მამა კი დაუდგა მხარში, პაპას ვენახის რქაწითელი მეზობლების რქაწითელებს შორისაც კი გამოირჩეოდა ფერით და გემოთი და ბადაგიც კარგი იცოდა…

ბებომ კიდევ ისეთი ნაღდი კახური ჩურჩხელების კეთება იცის, შეიძლება თითებიც მიაყოლო 😋😍

რა კრიზისი, კაცო, ჩურჩხელებს ომშიც კი ჭამდნენო და დაიწყო.

აუფ, რაც პირველ ქვაბზე ინერვიულააა სულ წითლად აჭარხლებული დარბოდა ქვაბსა და გასაკიდ ჯოხებს შორის 🙂

მერე ორმოცი ლიტრა ბადაგი კინაღამ გაუფუჭდა — ფქვილმა უღალატა.

მერე პირველ შეკვეთას ელოდა მოუთმენლად, თუმცა დიდხანს არ დასჭირდა ლოდინი…

მერე პირველმა შეფასებამაც მოაღწია და…

ჰო, საშვიც გააკეთა — ღამე რომ მოუნდეს ვინმეს ჩურჩხელით პირის ჩატკბარუნება, უნდა მივუტანოო.

წავიდა და წავიდა საქმე. ფუფუფუ, თვალი არ ეცესო, ბებო წამდაუწუმ გაიძახის 🙂

დღეში ზოგჯერ ათ-თორმეტ მისამართზე მიდის ქალაქის სხვადასხვა კუთხეში, დაუზარებლად და სიყვარულით მიაქვს ყველა პაკეტი.

„ჩურჩხელას“ ფეისბუქის გვერდზე კი ხალისიანი პოსტებით დიდი ბიზნესის პატარა დიასახლისი გხვდებათ, სალომე, თქვენს კითხვებზეც ის პასუხობს და ლამაზად ჩაკუჭკუჭებული ასოებითც ის გწერთ  — გემრიელად მიირთვითო

კიდევ?

კიდევ მართლია ახლა დავიწყეთ, მაგრამ ერთ ადგილზე ხომ არ გავჩერდებითო.

და ბექამ დასთან, მარიამთან ერთად შოკოლადის ტკბილეულის გაკეთება დაიწყო.

თეთრი შოკოლადის ჩურჩხელა თხილით,

თეთრი შოკოლადის ჩურჩხელა ნიგვზით,

შავი შოკოლადის ჩურჩხელა თხილით,

შავი შოკოლადის ჩურჩხელა ნიგვზით,

ქლიავის ჩირი ნუშის გულით შოკოლადში,

თაფლიანი ხრაშუნა მოხალული თხილები,

ტყლაპის კონუსში ჩაყრილი მოხალული მისიწთხილი შაქრით და სეზამის მარცვლებით…

უჰუჰუჰ

უგემრიელესი ხომ არის,

თან ლამაზ კომპლექტებად „მოპრანჭეს“,

სასარგებლოც ხომ არის — არის აბა, რაა, სუფთა შოკოლადი და სოფლის ნობათია.

თან სამარხვოა და ახალ წელს ვინც მარხვაზეა, შეუძლია პირი ამ გემრიელობებით ჩაიტკბარუნოს.

საახალწლოდ უკვე ღებულობს შეკვეთებს ჩურჩხელებზეც და შოკოლადის ტკბილეულზეც.

კიდევ აქვს ორი მაგარი იდეა, ისევ „გემრიელობებთან“ დაკავშირებით.. მაგრამ ჯერ არ გვიმხელს.

მეტი რაღა ქნას, ჯერ მხოლოდ 22 წლისაა.

მოდი და ნუ დაუჭერ მხარს.

აბა, ვისაც გინდათ გაახაროთ ეს ხალისიანი „მეჩურჩხელეები“ და გახალისდეთ თქვენც, დაურეკეთ, მიწერეთ და იცხოვრეთ გემრიელად 🙂

🍇 ნატურალური ბადაგით დამზადებული ბექას კახური ჩურჩხელები 🍇

📞 511 13 13 53

 

ნანახია:(82)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

5 შეცდომა, რომელსაც დამწყები ბიზნესმენები უშვებენ — ნუ გააკეთებთ იგივეს!

1 — არ ღის ბიზნესის დაწყება დიდი კრედიტის აღებით, ბიზნესში დიდი კაპიტალდაბანდებებით, ოფისის დიზაინის სრულყოფითა და ძვირი ფართობის იჯარით აღებით.


„მარცხი, ეს არის შესაძლებლობა, რომ თავიდან დაიწყო, ოღონდ უფრო ჭკვიანურად“…

1. ბიზნესი ჰგავს კაცს, რომელიც ნავში ზის და დინების საწინააღმდეგოდ მოძრაობს. მას არჩევანი არა აქვს, თუ გაჩერდება, დინება უკან წაიღებს.


გსურთ შეიძინოთ მოთხოვნადი, პრესტიჟული და შემოსავლიანი პროფესია?

«სადღესასწაულო დიზაინი და ბიზნესი»  — 6 სექტემბერი-6 ოქტომბერი მოგბეზრდათ ერთფეროვანი და უინტერესო საქმის კეთება? გრძნობთ, რომ შემოქმედებითი ასპარეზი გჭირდებათ, მაგრამ


istanbul escortistanbul escortistanbul escortistanbul escortistanbul escortistanbul escort
ataşehir escortataşehir escortataşehir escortataşehir escortataşehir escortataşehir escortataşehir escort
dubai escortsdubai escortsdubai escortsdubai escortsdubai escortsdubai escortsdubai escortsdubai escorts
ataşehir escortataşehir escortataşehir escortataşehir escortataşehir escortataşehir escortataşehir escort
london escortslondon escortslondon escortslondon escortslondon escortslondon escortslondon escorts
istanbul escortistanbul escortistanbul escortistanbul escortistanbul escortistanbul escort
london escortslondon escortslondon escortslondon escortslondon escortslondon escortslondon escorts
istanbul escortistanbul escortistanbul escortistanbul escortistanbul escortistanbul escort