კოტეჯი რაჭაში  — იდეალური   გარემო  დაუვიწყარი დღეების გასატარებლად | Jolo.ge


კოტეჯი რაჭაში  — იდეალური   გარემო  დაუვიწყარი დღეების გასატარებლად

კოტეჯი რაჭაში  — იდეალური   გარემო  დაუვიწყარი დღეების გასატარებლად

თითოეული ჩვენთაგანი ოცნებობს დავისვენოთ იქ სადაც ზამთარი არის თოვლიანი და დაფიფქულია გარემო თეთრად.სადაც საოცრად ბარდნის და მუხლამდე გვაქვს თოვლი. კოტეჯი კი რომელშიც ისვენებ დათოვლილი ნაძვების შუაგულში დგას, ბუხარში გიზგიზებს ცეცხლი, მოხვეული გაქვს მხრებზე პლედი, კითხულობ წიგნს და საყვარელ ადამიანებთან ერთად მიირთმევ წითელ ღვინოს. ეს ლამაზი ოცნება კი მაშინათვე შეიძლება აგიხდეს თუ ფეისბუქის საძიებო ველში ჩაწერ სასტუმრო „გარემოს“ და მოინდომებ აქციო შენი ოცნებები რეალობად.

სასტუმრო „გარემო“ რაჭაში ამბროლაურის რაიონ სოფელ სადმელში მდეობარეობს.მისი დამფუძნებელი მირანდუხ დავითულიანი გვიამბობს იმ სირთულეების შესახებ რომელიც ყოველთვის ახლავს მსგავსი იდეების რეალიზებას თან და მისცემს მოტივაციას მათ ვისაც საყვარელი საქმის კეთება აქვს გადაწყვეტილი.

1.გვიამბეთ თქვენი საქმიანობის შესახებ.რა ტიპის მომსახურეობას სთავაზობთ მომხმარებელს?

«გარემო» , რომელიც ჰოსტელის ტიპისაა და და სრულიად ხის, რამდენიმე საძინებლიან კოტეჯს წარმოადგენს დამსვენებელს სთავაზობს ჰოსტელში განთავსებას, რაჭის მასშტაბით სხვადასხვა სირთულის ტურების მოწყობასა და საკარვე სივრცეს. რაც ყველაზე მთავარია, «გარემო» სრულ თავისუფლებას აძლევს დამსვენებლებს, რომლებსაც შეუძლიათ სრულიად თავისებური გარემო შეიქმნას «გარემოში».

2.როგორ დაიბადა ამ ტიპის ბიზნესის კეთების იდეა? როგორც ვიცი მსგავსი ტიპის წამოწყება ყოველთვის უამრავ სირთულესთან არის დაკავშირებული და საინტერესოა როგორ შეირჩა სასტუმროს სახელწოდება — „გარემო“.

ბავშვობიდან გვიყვარდა მოგზაურობა, ახალი ხალხის გაცნობა, აქედან გამომდინარე ბევრ უცხოელ თუ ქართველ მოგზაურთან გვქონდა ურთიერთობა. ყოველთვის ყველას რაჭაში ჩამოსვლას ვთავაზობდით, მათგან ბევრი რა თქმა უნდა ჩამოდიოდა და სხვადასხვა ჰოსტელსა და საოჯახო სასტუმროებში ვანთავსებდით. ერთ დღესაც კი ჩვენს ბიზნეს გუნდს, ჩემს ტყუპს, მის მეუღლეს და მე დაგვებადა იდეა, რომ შეგვექმნა სივრცე, სადაც მოგზაურებს უშუალოდ ჩვენ ვუმასპინძლებდით და მეტად ახლოს გავიცნობდით მათ კულტურასა და დავიწყეთ კიდეც „გარემოს” შექმნა რომელმაც ძალიან მალე ბევრისგან მოწონება და სიყვარული დაიმსახურა.

რა თქმა უნდა ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული მსგავსი ტიპის წამოწყებები, თან როცა ნულიდან იწყებ, მაგრამ ჩვენ გვჯეროდა, რომ ეს საქმე აუცილებლად გამოგვივიდოდა და ამისთვის არაფერი დავიშურეთ.

ჩვენი ერთ-ერთი მოტივაცია იყო ისიც, რომ პროექტ «აწარმოე საქართველოს» ფარგლებში ვიღებდით მონაწილეობას, სადაც ჩვენი ბიზნეს იდეის გამარჯვების იმედი გვქონდა და ასეც მოხდა.
გრანტის სახით მივიღეთ 12500 ლარი , რაც ძალიან ბევრ რამეში დაგვეხმარა.

აწ უკვე «გარემოს» დასრულების პროცესში ვიყავით, რომ სახელი ჯერ კიდევ შერჩეული არ გვქონდა, ათას იდეას ვუზიარებდით ერთმანეთს და ბევრი ფიქრის, კამათის შემდეგ გადავწყვიტეთ რომ «გარემო» საუკეთესო სახელი იქნებოდა ჩვენი ჰოსტელისთვის, ეს ზუსტად აერთიანებს იმას, რაც ჩვენ გვინდა შევთავაზოთ ხალხს.

კონკრეტულად საქართველოს რომელი მხარეებიდან ჩამოდიან თქვენთან სტუმრად და ელოდებით თუ არა უცხოელ ტურისტებს წელს?
მოდით კონკრეტიკას არ გავაკეთებ და უფრო მარტივად ვიტყვი…საქართველოს ყველა კუთხიდან დადიან ჩვენთან და ეს მართლაც საოცრად სასიხარულოა!

უცხოელი ტურისტიც უკვე საკმაოდ ბევრი გვყავდა: ამერიკა, გერმანია, ავსტრია, ეგვიპტე, ირანი, ისრაელი, რუსეთი, უკრაინა, ყირგიზეთი,საფრანგეთი, ბულგარეთი.

2017 წლის მაისის ბოლოდან ვარსებობთ და უკვე ამ ქვეყნებიდან ვუმასპინძლეთ უცხოელ ტურისტებს და ვფიქრობთ, რომ პირველივე სეზონზე ეს ძალიან კარგი შედეგია.

4.რას გვირჩევთ მეტი ემოცებისთვის და შთაბეჭდილებებისთვის კოტეჯს წელიწადის რომელ სეზონზე უნდა ვესტუმროთ?

მე ვფიქრობ, რომ ყველა სეზონზე განსხვავებული და საოცარი ემოციით აღსავსეა ( შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი ერთ-ერთი სტუმრის სიტყვებს ვიმეორებ , რადგან მას ზუსტად ეს გრძნობა დაეუფლა და ყველა სეზონზე ჩვენი სტუმარია და გაზაფხულზეც რა თქმა უნდა ველოდებით)

5.რომელი საინტერესო ადგილების მონახულება შეუძლიათ მათ ვინც თქვენს კოტეჯს ესტუმრება და რადგან სტუმრებს საკუთარი იოკნაპატოფას აღმოჩენას პირდებით იქნებ ამის შესახებაც გვითხრათ ორიოდე სიტყვა.

ვინაიდან ჩვენ თავად გვაქვს ტურებით მომსახურების სერვისი, ამიტომ ვფიქრობ , რომ მთავარია არ დაეზაროთ და ჩვენ შეგვიძლია ყველა საუკეთესო ადგილი ვანახოთ თითოეულ მათგანს, აი ისეთი, ბედნიერებით სუნთქვა რომ გეკვრის…უძირო ტბა, შოდა კედელა , მრავალძალი, შქმერი და მრავალი…

და დიახ, სწორედ ამ ყველაფრის შერწყმით ისინი თავიანთ იოკნაპატოფას აუცილებლად აღმოაჩენენ!

6.რას ურჩევთ ადამიანებს,რომლებთაც აქვთ მსგავსი კრეატიული იდეები და აპირებენ მათ განხორციელებას.

ვურჩევდი, რომ არასოდეს დანებდნენ! შეიძლება საქმის დასაწყისში ძალიან ბევრ სირთულეს და იმედფაცრუებას გადააწყდე, მაგრამ ამის არ უნდა შეგეშინდეს, მიზანი თუ დასახული გაქვს მის მისაღწევად აუცილებლად ყველაფერი უნდა გააკეთო და დამიჯერე, აუცილებლად გამოგივა.

ასე რომ, ვინც ამას კითხულობ, მჯერა რომ შენც (ბოდიში რომ შენობით მოგმართავ) შეგიძლია მიზანს მიაღწიო და დაიწყე, მოინდომე ბოლომდე და გჯეროდეს, რომ აუცილებლად გამოგივა!

პ.ს
ასე რომ თუკი მოისურვებ ნახო როგორ უყვართ ციდან ჩამოცვენილ ფიფქებს ერთმანეთი,მოისმინო ჩიტების ჟღურტული სწორედ ისე როგორც დენვერის თავზე და ნახო ვარსკვლავები რომაული სანთლებივით დიდი და მარტოხელა,თუ გინდა რაჭული ამბები შენი ამბებიც გახდეს, აჩუქე საკუთარ თავს და საყვარელ ადამიანებს ჯადოსნური დღეები, ეწვიე „გარემოს“ და გახადე ეს ზამთარი დაუვიწყარი.

ავტორი: დადუნა ნადარაია

ნანახია:(188)-ჯერ


Comments

comments


Related Articles

«დაგვიკავშირდით. ერთად მოვძებნოთ…»_ თამუნა მუსერიძემ დაკარგული ადამიანებისთვის საიტი დააარსა

«ბევრი სერიალების ყურების, წიგნების კითხვის და ინტერნეტში ჩხრეკვის შემდეგ აღმოვაჩინე, რომ საქართველოში არ არსებობს საიტი, რომლის დახმარებითაც დაკარგული ადამიანები ერთმანეთს


ტრადიციული ქართული ქორწილის 21 უნიკალური ნიშან-თვისება

პოპულარული ბლოგერის გურამ შეროზიას „ტრადიციულმა ქართულმა ქორწილმა“ ფეისბუქელთა კამათი გამოიწვია. ბევრმა მოიწონა, ზოგი გაანაწყენა, ზოგიც გააბრაზა — „არა ბიჭო ისაა კაი გამხმარი


„ ფული არ მქონდა და ერთ-ერთ მაღაზიას ავწაპნე პაულო კოელიოს «ალქიმიკოსი“

«ჩემი აზრით, წიგნის ქურდობა კი არ უნდა ისჯებოდეს, წამახალისებელი ჯილდოც უნდა გადაეცეს ასეთ ხალხს, ამ დროში წიგნისკენ რო მიუწევთ გული


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*