«კოსმეტიკას შეუძლია სახის შელამაზება, მაგრამ ის უძლურია, თუ შიგნიდან ხარ მახინჯი» | Jolo.ge


«კოსმეტიკას შეუძლია სახის შელამაზება, მაგრამ ის უძლურია, თუ შიგნიდან ხარ მახინჯი»

«კოსმეტიკას შეუძლია სახის შელამაზება, მაგრამ ის უძლურია, თუ შიგნიდან ხარ მახინჯი»

-რა მშვენიერია, უბრალოდ, ის ფაქტი, რომ ცოცხალი ხარ.

-აირჩიე დღე და დატკბი მისით. წარსულმა მომავლის დაფასება მასწავლა. არ მინდა მომავალზე ნერვიულობით მისი გაფუჭება.

-მხოლოდ ყველაზე გაბედული ადამიანები არიან წარმატებულები.

-არასოდეს ვინერვიულებდი ასაკზე, თუკი მეცოდინებოდა, რომ ისევ ვეყვარებოდი და მეც მეყვარებოდნენ.

-ქალი შეიძლება იყოს, ერთდროულად, ლამაზი და ჭკვიანიც.

-წარმატება დაბადების დღეს ჰგავს, რომელსაც დიდხანს ელოდები, მაგრამ როცა მოდის, ხვდები, რომ სრულებით არ შეცვლილხარ.

-დროთა განმავლობაში, ხვდები, რომ ორი ხელი მოგეცა: ერთი – შენთვის, მეორე კი – სხვების დასახმარებლად.

-როცა არავინაა შენ გარშემო, რომ ჩაი მოუმზადო, როცა არავის სჭირდები, ვფიქრობ, სწორედ მაშინ მთავრდება ცხოვრება.

-დედა მთელი ცხოვრების მანძილზე შთამაგონებდა, რომ ადამიანი საჭირო უნდა იყოს.

-ვაღმერთებ ადამიანებს, რომლებიც ჩემს გაცინებას ახერხებენ. სიცილი ჩემი საყვარელი საქმიანობაა. მას ბევრი დაავადების განკურნება შეუძლია.

-ადამიანებს ნივთებზე მეტად სჭირდებათ მოვლა, ადგილის გამონახვა, პატიება. ნურასოდეს მოიშორებთ თავიდან ვინმეს.

-არასოდეს მინდოდა განქორწინება. მძულს ეს სიტყვა, მის გაგონებაზე ჟრუანტელი მივლის. ყოველთვის ვოცნებობდი ერთხელ გათხოვებაზე.

-მაქვს რწმენა, მაგრამ მას არცერთ რელიგიასთან არ აქვს კავშირი.

-ჩემი ცხოვრების ყველაზე ბედნიერი მომენტები ყოველთვის სოფელთან იყო დაკავშირებული. ვაღმერთებ ბუნებას, ხეებს, ჩიტებსა და ყვავილებს. მე არ ვარ ქალაქის მოსახლე, ცემენტი ნაღველს იწვევს ჩემში.

-თუკი სიმართლეზე მიდგა საქმე, იძულებული ვარ, ვაღიარო, რომ დღემდე ზღაპრებს ვკითხულობ და მთელი გულით მიყვარს ისინი.

-ბედნიერი ვიქნებოდი, უქმეების მარტო გატარების საშუალება რომ მქონდეს ჩემს ბინაში.

-კოსმეტიკას შეუძლია სახის შელამაზება, მაგრამ ის უძლურია, თუ შიგნიდან ხარ მახინჯი. თუკი, რა თქმა უნდა, კოსმეტიკას არ ჭამ.

-ბავშვობაში მასწავლეს, რომ საკუთარ თავზე ყურადღების მიქცევა და სპექტაკლების დადგმა ცუდ აღზრდაზე მიუთითებს. სწორედ ასე დავიწყე ფულის გამომუშავება.

-ლამაზი არ ვარ. მახსოვს, დედამ ერთხელ „საძაგელი იხვის ჭუკიც“ კი მიწოდა. თუმცა, თუკი ჩემს ნაკვთებს ცალ-ცალკე დააკვირდები, რაიმე კარგის აღმოჩენაც შეიძლება.

-ჩემს ცხოვრებაში ყოფილა პერიოდები, როდესაც საკუთარი თავი მძულდა: მეგონა, რომ ძალიან მსუქანი ვიყავი, ზედმეტად მაღალი, ზედმეტად ჩვეულებრივი ან -ძალიან უშნო.

-მე არ მჭირდება საძინებელი საკუთარი ქალურობის დასამტკიცებლად. მე მარტივად შემიძლია სექსუალური ვიყო წვიმაში ვაშლის მოკრეფის დროსაც.

ოდრი ჰეპბერნი

ნანახია:(374)-ჯერ


Comments

comments


Tags assigned to this article:
ოდრი ჰეპბერნი

Related Articles

13 უმარტივესი გამოგონება, რომლებმაც შემქმნელებს მილიონები მოუტანეს

არსებობს ბევრი მარტივი გამოგონება ან იდეა, რომელზეც სხვას არავის უფიქრია. მათ შემქმნელებს მილიონობით დოლარი აშოვნინეს და ზღაპრული სიმდიდრე მოუტანეს. სმაილიკი


15 იშვიათი ისტორიული ფოტო

ეს 15 იშვიათი ისტორიული ფოტო, წარსულს სხვა კუთხით დაგანახებთ!         1) აინშტაინი ლონგ აილენდზე. ნიუ–იორკი 1939 წლის


„ადამიანები თვითვე ქმნიან ისეთ ატმოსფეროს, რომ ცხოვრება აუტანელი გახადონ“ — გოეთე

„ზოგიერთი წოდების ხალხი შორს იჭერს თავს უბრალო ხალხისაგან, რადგანაც ეშინიათ მათთან დაახლოებით საკუთარი ღირსების შებღალვისა. ხანდახან მათში გამოერევა მკრეხელი და


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<