fbpx

კორონა და ენაკვიმატი გურულის ხუმრობები

ავტორი ჟოლო
399 ნახვა

 😂  😂  😂  😂 

ოთახებს ქვეყნის სახელები დავარქვი და დავდივარ პარიზი-მილანი-ბარსელონა…. ვშოპინგობ და ვარო აივანი ვაფშე კარიბის კუნძულები მგონიაო😉…. შეკითხვაზე რაშობი , რაფერ ხარ მეთქი ?- მიპასუხა მეგობარმა…🤫

✅ ცხოვრებაში, თუ ოდესმე ფულზე ხელის მოკიდების შემეშინდებოდა, ამას ვერასოდეს წარმოვიდგენდი.რა დრო დადგა…🤷

✅ სიგნალიზაცია გადავაკეთე და მაშინ ირთვება, როცა სახლიდან ვინმე გადის 😅

✅ მეც ვიცინე და გადმოვასტატუსე :

კარფურის სალაროსთან რიგში უამრავლი ხალხი დგას ერთ-ერთმა 5-6 “ურიკა” მიაგორა ძვლივს სალაროსთან. მოლარემ როგორიც იქნა გაუტარა ყველა პროდუქტი და ბოლოში გადის უკვე მეექვსე ურიკას ცლის..შეწუხდა ხალხი, რიგში მდგარი უმრავლესობა გიჟს გავს… ხოდა, ამ დროს ყველას ბოდიშს უხდის და იძახის მაპატიეთ ტუალეტის ქაღალდი დამავიწყდა მოვიტან ახლავეო..რიგის ბოლოდან ქალი კივის : – ჩეკს მოგცემს ახლა იმხელას 3 კვირა გეყოფა მაგის გამო ნუ მიბრუნდებიო… 😂

✅ ძლივს არ დამიდგა ის დრო,

როცა სახლში უსაქმურობით, მსოფლიო შემიძლია გადავარჩინო?!😊

✅ სოფელში ჩამოსული ქალაქების საყურადღებოდ : ძროხა იწველება რძეს, ძაღლი ჰყეფს, მამალი ყივის და ა.შ… ნუ დაამახინჯებთ…. ! 😉😊

✅ ბებიაჩემს ერთი ინდაური ყავდა… სტუმარი რომ მოვიდოდა სტაცებდა ინდაურს ხელს და ჯირკზე დაადებინებდა თავს დასაკლავად… მერე სტუმარი გააშვებინებდა არ გინდაო და ასე გრძელდებოდა. ბოლოს ინდაური ისე მიეჩვია ყოველი სტუმრის მოსვლისას გაიქცეოდა და ჯირკზე დებდა თავს….😉

✅ ერთმა დაპოსტა :  რა დრო დადგა, ადრე სპირტით ჯიბეში რომ დავდიოდი ლოთი მერქვა, ეხლა კი სამაგალითო მოქალაქეო😂

✅ გურულმა თქვა: იმდენი რამე ვიყიდე, გახარებული მაცივარი ეზოში დამხვდაო😂😂

✅ ხვალ ოჯახში ვაწყობ წვეულებას და ვისაც სურვილი გაქვთ შეგიძლიათ თქვენც მოაწყოთ თქვენს ოჯახში!!😉🤫

✅ აიკრძალოს სიმღერა:

” ავადა ვარ ავადა,

მოდი სანახავადა….” 😉

✅ სასიხარულო ინფორმააციაა რაც შეიძლება მაღალ მთიან სოფლებში ადით თურმე პადიომში ასვლა უჭირს კორონას. ხოდა მე ქე ვზივარ ბატონო აგერ გურიაში ჩემს სოფელში და პადიომის ასასვლელში ვენაცვლებით ერთმანეთს ჭაჭით ხელში და თითო ქათამს ვწირავთ😉 მორიგეობით ..

სადღეგრძელო წყევლასავით დავაწესეთ:

კორონა ხარ თუ ვინცხა ხარ,

რომ აგვიტეხე სკანდალი,

მოდიხარ არ გვეკითხები,

ვინაა აი აბდალი?….😋

✅ კორონას ბიოგრაფია:

დაიბადა ჩინეთში, ევროპაში დაკავდა, იტალიას მიადგა და იქ მყარად დასაქმდა…. სიბერეში მოუნდა საქართველოს დალაშქვრა, მაგრამ ბედმა უმუხთლა,აქ მოუწევს დამარხვა! 😊

გურულმა: აი იი კიარა ბიძია- ჩამოი, როის მიხვალო! …რომ მოდიოდი სა მოდიოდიო….😉

✅ საღამოობით საინფორმაციოს რომ ვუყურებ კავკასიაზე, ტ.პირველზე, მთავარ არხზე და სხვა არხებზე , შემდეგ აუცილებლად ვრთავ რამე საშინელებათა ფილმზე ცოტა რომ დავწყნარდე ძილი ხომ მინდა არაა 😂

გაგრძელება აუცილებლად იქნება 😂  😂  😂

კობა ზენაიშვილი, ენაკვიმატი გურული

 

 

მსგავსი სტატიები

Leave a Comment