კომპლექსების შესახებ — იუნგი

by admin | Январь 23, 2018 09:52

იუნგი — კომპლექსები, ესენია ემოციონალურად დამუხტული აზრების, გრძნობებისა და მოგონებების ერთობლიობა, რომლებიც ინდივიდის მიერ გამოტანილია მისი წარსულიდან, პირადი გამოცდილებიდან ან გვაროვნული, მემკვიდრეობითი გამოცდილებიდან. იუნგის თანახმად, კომპლექსებს, რომლებიც სრულიად ჩვეულებრივი თემების ირგვლივაა თავმოყრილი შეუძლიათ საკმაოდ ძლიერი გავლენა მოახდინონ ინდივიდის ემოციებზე, აზრებზე, გრძნობებსა და ქცევაზე.

კომპლექსების აღმოსაჩენად იუნგმა შექმნა ასოციაციური ექსპერიმენტი. (ასოციაციური ექსპერიმენტის არსი: პაციენტს ფსიქოლოგი ათეულობით სიტყვა-გამღიზიანებლის

სერიას აწვდის. თითოეულ სიტყვაზე კლიენტს უჩნდება გარკვეული ასოციაცია და ამორჩეული სიტყვების მიხედვით ხდება ამოკითხვა კლიენტის წარსულის, იმის თუ რა აწუხებს)

იუნგი ახალგაზრდობაში კრიმინოლოგიის კვლევით იყო გატაცებული და ამ მეთოდს კარგად იყენებდა ის თავისი ცხოვრებისეული გამოცდილებიდან ყვება, რომ ერთ-ერთმა კრიმინოლოგმა, 72 წლის მოხუცმა პროფესორმა იუნგის ამ მეთოდის ეფექტურობაში ეჭვი შეიტანა და ახალგაზრდა ფსიქოლოგი მასთან სახლში დაპატიჟა, რათა იუნგს მისცემოდა შანსი რომ ასოციაციური ექსპერიმენტის ვარგისიანობა დაემტკიცებინა. იუნგმა პროფესორთან საუბრისას შეამჩნია, რომ ის საკმაოდ მტკივნეულად რეაგირებდა სიტყვა გულის ხსენებაზე, სიტყვა ამბორზე რეაქციის დიდი დრო ჰქონდა და ამ სიტყვამ მას გაახსენა ამაღელვებელი ისტორია საკუთარი წარსულიდან და ფრანგულად წარმოთქვა სიტყვა „ლამაზი“ (ისინი გერმანულად საუბრობდნენ). სულ რაღაც 10-12 სიტყვის

შემდეგ იუნგმა პროფესორს უთხრა, რომ ის განიცდიდა შიშს, არ გარდაცვლილიყო გულის დაავადებით, რახან გული აწუხებდა (მისი ასოციაცია სიტყვა გულზე იყო ტკივილი). იუნგმა ასევე გამოთქვა ვარაუდი, რომ პროფესორს ალბათ საფრანგეთში სწავლისას სასიყვარულო ისტორია გადახდა თავს. პროფესორი გაოგნებული დარჩა ახალგაზრდა ფსიქოლოგის მიგნებით, იუნგმა კი უპასუხა რომ ამ ყველაფრის ვარაუდი სწორედ ასოციაციებზე დაყრდნობით შეძლო.

იუნგის მიხედვით კოპლექსის გამოვლინებებია:

წაცდენები (შეცდომები),

საკუთარ თავზე არასწორი წარმოდგენა და საგნებისა და მოვლენების გაუკუღმართებული, მცდარი ხედვა,

პიროვნებაზე ზემოქმედების უნარი — კომპლექსი გვფლობს

ჩვენ და არა ჩვენ — მას,

ემოციური ძალა — კომპლექსს ახასიათებს ძლიერი ემოციური მუხტი. როგორც იუნგი აღნიშნავს, კომპლექსები შეიძლება იყოს ცნობიერი არაცნობიერში, განდევნილი და არაცნობიერი.

წყარო: წერილი ბრმებზე — თვალხილულთა ჭკუის სასწავლებლად.

ნანახია:(349)-ჯერ


Comments

comments

Source URL: http://www.jolo.ge/kompleqsebis-shesaxeb/