ქობულეთში მომსახურების დაბალი დონე და მჟავე სახიანი „პროფესორები“ | Jolo.ge


ქობულეთში მომსახურების დაბალი დონე და მჟავე სახიანი „პროფესორები“

ქობულეთში მომსახურების დაბალი დონე და მჟავე სახიანი „პროფესორები“

ქობულეთის კაფესა თუ რესტორნებში მომსახურების დაბალმა დონემ ბევრი დამსვენებელი აღაშფოთა, მათ შორის ცნობილი ასტროლოგი რამაზ გიგაური, რომელიც ამ ფაქტს სოციალური ქსელის მეშვეობით გამოეხმაურა.

რამაზ გიგაური: „ქობულეთში მომსახურების სფერო არ არის კარგი (რბილად რომ ვსთქოთ). ამიტომ ჩემო ძვირფასო ქობულეთელებო, გაიღიმეთ, ცხოვრება მშვენიერია 🙂

ადამიანი, რომ შემოდის თქვენს რესტორანში, კაფეში და სულ ერთია სად, სადაც ფული უნდა დახარჯოს, ის არ არის თქვენი მტერი, ოპონენტი, მეზობელი — რომელმაც წყალი ჩამოგიშვათ, მევალე და ა. შ.

სასტუმროს და კაფეების მეპატრონენო, ნუ აიყვანთ სამსახურში „პროფესორებს“, აიყვანეთ სამსახურში ახალგაზრდა, ენერგიული და მომღიმარი გოგო-ბიჭები. ნუ ივლიან ისინი მჟავე სახეებით და ისეთი გამომეტყველებით, რომ ისინი სულ ყავას კი არ ადუღებდნენ ან მაგიდას კი არ წმენდნენ, არამედ სახლში ორი (ან მეტი) დიპლომი აქვთ და მათი ბებია ახვლედიანი, აბაშიძე, ჩოლოყაშვილი, ნაკაშიძე ან სხვა თავადური წარმოშობისაა.

მომეწონა კაფე „სან-სეტის“ ერთ-ერთი მიმტანი ბიჭი, მომღიმარი და კომუნიკაბელური და ძალიან მომეწონა ერთ ტაქსის მძღოლი ბაბუ, გვარად ცეცხლაძე. ეს კაცი საერთოდ წმინდანი იყო“…

ნანახია:(415)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

„ბობ დილანის ნობელის პრიზმა გადარია პლანეტა… გაუმარჯოს ბობ დილანს“- დავით დეფი

ერთნაირად ბოღმებისა და ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარი შურიანების თუ რა ვიცი კიდევ როგორიანების საზოგადოებაა, მთელს მსოფლიოში ქსელივით მოდებული. ბობ დილანის ნობელის


»მარტო ასეთი რაღაცებისთვის ღირს სიცოცხლე»

სოციალური ქსელის კიდევ ერთი გულისამაჩუყებელი ისტორია. მომხმარებელი თიკო კვალიაშვილი გულის გამათბობელ წერილს აქვეყნებს:   „დღეს ავტობუსში რომ ვიჯექი ვიღაც გაძვალტყავებული


ქართული საგანძურის მსახური — ახალი გამოწვევები, მიზნები, გამარჯვებები…

როდესაც ჩვენი ქვეყნის ისტორიაზე ვსაუბრობთ, ყოველთვის იმ გმირებს ვიხსენებთ, რომელთა სიმამაცით, ვაჟკაცობითა თუ დამსახურებით ამ ღვთიურ მიწაზე დღესაც დავაბიჯებთ; რომელთა


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*