კეთილი საქმე ზემო აჭარაში

by admin | 11 апреля, 2016 14:43

12 აპრილს, 12 საათზე შუახევში ჭვანის სასოფლო ბიბიოთეკა გაიხსნება. საზეიმო ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მწერლები ტარიელ ხარხელაური, ჯემალ ინჯია, ერეკლე საღლიანი, ლევან ლორია, გივი ჩიღვინაძე, ჯუბა ღებელი, გენრი დოლიძე, გიული ჩქარეული და ნინო მოდრეკილაძე დაესწრებიან.

poezia1[1]ვახტანგ ბერიძე, შუახევის კულტურის ცენტრის დირექტორი: „იმავე დღეს, 13 საათზე შუახევის კულტურის ცენტრში გაიმართება პოეზიის საღამო. შუახევის კულტურის ცენტრი აქტიურად მუშაობს მუნიციპალიტეტის გამგეობასთან, საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციასთან და საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკასთან „აირაქსთან“ სოფლად ბიბლიოთეკის აღდგენაზე.

ამ დროისთვის აღვადგინეთ სოფელ ჭვანის სასოფლო ბიბლიოთეკა, წლის ბოლოსთვის კიდევ შვიდი ბიბლიოთეკის აღდგენაა დაგეგმილი. აღსანიშნავია, რომ ჭვანის სასოფლო ბიბლიოთეკას ბათუმის საჯარო ბიბიოთეკის საბავშო განყოფილების ხელმძღვანელი ინგა გოგიბერიძე საჩუქრად წიგნებს გადასცემს. შემოგვიერთდით, სიკეთე გადამდებია“.

ნანახია:(7)-ჯერ


Endnotes:
  1. [Image]: http://www.jolo.ge/wp-content/uploads/2016/04/poezia1.jpg

Comments

comments

Source URL: http://www.jolo.ge/ketili-saqme-acharashi/