კეთილი საქმე ზემო აჭარაში | Jolo.ge


კეთილი საქმე ზემო აჭარაში

კეთილი საქმე ზემო აჭარაში

12 აპრილს, 12 საათზე შუახევში ჭვანის სასოფლო ბიბიოთეკა გაიხსნება. საზეიმო ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მწერლები ტარიელ ხარხელაური, ჯემალ ინჯია, ერეკლე საღლიანი, ლევან ლორია, გივი ჩიღვინაძე, ჯუბა ღებელი, გენრი დოლიძე, გიული ჩქარეული და ნინო მოდრეკილაძე დაესწრებიან.

poezia1ვახტანგ ბერიძე, შუახევის კულტურის ცენტრის დირექტორი: „იმავე დღეს, 13 საათზე შუახევის კულტურის ცენტრში გაიმართება პოეზიის საღამო. შუახევის კულტურის ცენტრი აქტიურად მუშაობს მუნიციპალიტეტის გამგეობასთან, საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციასთან და საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკასთან „აირაქსთან“ სოფლად ბიბლიოთეკის აღდგენაზე.

ამ დროისთვის აღვადგინეთ სოფელ ჭვანის სასოფლო ბიბლიოთეკა, წლის ბოლოსთვის კიდევ შვიდი ბიბლიოთეკის აღდგენაა დაგეგმილი. აღსანიშნავია, რომ ჭვანის სასოფლო ბიბლიოთეკას ბათუმის საჯარო ბიბიოთეკის საბავშო განყოფილების ხელმძღვანელი ინგა გოგიბერიძე საჩუქრად წიგნებს გადასცემს. შემოგვიერთდით, სიკეთე გადამდებია“.

ნანახია:(7)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

შუახევის კულტურის ცენტრში ფოლკლორის განყოფილება გაუქმდა

„ნებისმიერი ცვლილება მიზნად უნდა ისახავდეს სიახლის დანერგვას ან წარმატებისაკენ სწრაფვას“ — ამბობს კულტურის ცენტრის ყოფილი დირექტორი ვახტანგ ბერიძე, რომელიც 5 მაისს


24 მომავალი მწერალი საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან

კავკასიურ სახლში, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით დამწყები პროზაიკოსების კონკურსის „ჩვენი თავგადასავალის“ ფარგლებში გამოცემული წიგნის პრეზენტაცია გაიმართა. წიგნში 24 ნიჭიერი


„აჭარული დღეები“ თელავივში

რეგიონის ტურისტული პოტენციალისა და პროდუქტების პოპულარიზაციის მიზნით აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ისრაელის დედაქალაქ თელავივში „აჭარის დღეს“ უმასპინძლა. ოფიციალურ საღამოზე, რომელსაც წამყვანი


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<