კეთილგანწყობის მოპოვების 6 ხერხი | Jolo.ge


კეთილგანწყობის მოპოვების 6 ხერხი

კეთილგანწყობის მოპოვების 6 ხერხი

1. ადამიანები არ იჩენენ თქვენდამი ან ჩემდამი ინტერესს, ისინი უპირველეს ყოვლისა საკუთარ თავზე ფიქრობენ.

რომაელ პოეტს, სირიუსს უთქვამს: «ჩვენ ადამიანებისადმი ინტერესს ვამჟღავნებთ მაშინ, როცა ისინი იჩენენ ინტერესს ჩვენ მიმართ!»

რუზველტი მუდამ დაინტერესებული იყო იმ ადამიანების საქმეებითა და ცხოვრებით, რომლებიც მის გარშემო ტრიალებდნენ, რაგინდ უბრალო ადამიანები არ უნდა ყოფილიყვნენ ისინი.

თუ გსურთ ადამიანი საკუთარი ნებით დაგეხმაროთ, ჯერ თქვენ დაეხმარეთ მას, მის წინაშე წამოჭრილი პრობლემის გადაჭრაში. თუ პრობლემის მოგვარება არ შეგიძლიათ, საუბარი მაინც ჩამოუგდეთ ამის თაობაზე და აგრძნობინეთ, რომ მისი პრობლემა თქვენც გაღელვებთ და გაინტერესებთ.

წრფელი ინტერესი გამოიჩინეთ ადამიანისა და მისი პრობლემების მიმართ.

2. გაიღიმეთ! ადამიანებს სიამოვნებთ მომღიმარ ადამიანებთან შეხვედრა. მათზე ავს გულში იშვიათად თუ გაივლებენ.

თუ შეხვედრისას ადამიანს მუდამ უღიმით, ღირსიც რომ იყოთ, იგი გულსატკენს არაფერს გკადრებთ. გაიღიმეთ!

3. ადამიანი კარგად განეწყობა თქვენდამი, თუ მისი სახელი არ გავიწყდებათ. ნაპოლეონი მოუცლელობის მიუხედავად ადამიანის სახელსა და გვარს ყოველთვის იმახსოვრებდა.

4. რაში მდგომარეობს საქმიანი საუბრის საიდუმლო? თანამოსაუბრესადმი განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენაში. ეს უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. ისე არაფერი ეამება თანამოსაუბრის გულს, როგორც ყურადღება.

5. საუბარი წამოიწყეთ იმაზე, რაც თქვენს თანამოსაუბრეს აინტერესებს.

6. პატივი ეცით სხვათა ღირსებებს.

ლაროშფუკოს უთქვამს: «თუ გსურთ მტრები გაიჩინოთ, ეცადეთ აგრძნობინოთ, რომ ისინი უკან მოიტოვეთ, მაგრამ თუ გსურთ მეგობრები გყავდეთ, მიეცით მათ წინ გასწრების საშუალება!»

ბრძენს თავისი სიბრძნე გზაშარაზე არასოდეს გამოაქვს!

© დეილ კარნეგი

თქვენი პროფესიონალიზმისა და შემოსავლების ზრდისათვის: GT

წყარო: Business Inteleqtika

ნანახია:(1787)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

„მზად ხარ იმისათვის, რომ სხვისი ცხოვრება გამოიცხოვრო“ ?

როცა მთელი არსებით ზრუნავ სხვაზე, მისი გუნებ-განწყობა, სიხარული და ტკივილი პირდაპირ გავლენას ახდენს შენზე და შენზე გადმოდის. მზად ხარ იმისათვის,


წიგნები, რომლებიც თქვენს ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლიან

ამ წიგნების წაკითხვის შემდეგ, გამოგიმუშავდებათ ლიდერის ინსტინქტი, გახდებით გაცილებით ეფექტური მმართველი. 1. „მაღალეფექტური ადამიანების 7 უნარი“ — სტივენ კოვი 2.


„ამ დროს სიმშვიდეა საჭირო, აგრესიით და ჯიბრით ყველაფერს გააფუჭებ“…

თუ ადამიანი ყურადღებით არ მოგექცა და არ მოგიკითხა, გული არ დაგწყდეს, გაუგე. მერე შენც თავისუფლდები ვალდებულებისგან მოიკითხო და ყურადღება გამოიჩინო.


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<