ქეთი მელუას ემოციური მესიჯი პოლონეთიდან | Jolo.ge


ქეთი მელუას ემოციური მესიჯი პოლონეთიდან

„კონცერტის დროს, სიმღერებს შუა ვიღაცამ დარბაზიდან, აშკარად პოლონური აქცენტით დაიძახა: «საკარტველოს გაუმარჯოს!»… ქეთიმ სიხარულისგან გულიანად გაიცინა და დაუბრუნა: «გაუმარჯოს!“ — წერს ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი და ქეთი მელუას ევროპულ ტურნესა და პოლონელთა აღფრთოვანებაზე გვიყვება.  ასევე სამშობლოს მონატრებული მომღერლის მიერ გამოხატულ თანადგომას გვამცნობს.

„ქეთი მელუა, ბრწყინვალე მომღერალი, შესანიშნავი ადამიანი და საამაყო ქართველი. დღეს პოლონეთის ქალაქ ტორუნში ჰქონდა ძალიან წარმატებული კონცერტი. ქართული სიმღერებიც იმღერა გორის ქალთა ძალიან მაგარ გუნდთან ერთად (ხელმძღვანელი — თეონა ცირამუა).

სიმღერებს შუა ისეთი სითბოთი იხსენებდა თავის სამშობლოს, საქართველოს, რომ კაცს გული ყელში მოებჯინებოდა. კონცერტის შემდეგ გავისაუბრეთ. მენატრება საქართველო, რამდენი ხანია არ ვყოფილვარო. უზომოდ შეწუხდა, როცა გაიგო ვარძიაში გაჩენილი ხანძრის შესახებ. წინა წლებში, ვარძიის ფრესკების გადარჩენაში მასაც მიუძღვის წვლილი.

28 ოქტომბრიდან ევროპულ ტურნეში ვარ და როგორ ვერ გავიგე ეს ამბავიო. მთხოვა, უფრო დაწვრილებითი ინფორმაცია გამომიგზავნეთ და აუცილებლად ჩავერთვები ფრესკების აღდგენის საქმეში, რითაც შემეძლებაო.

მადლობა ქეთის და წარმატებები!

P.S. კონცერტის დროს, სიმღერებს შუა ვიღაცამ დარბაზიდან, აშკარად პოლონური აქცენტით დაიძახა: «საკარტველოს გაუმარჯოს!». ქეთიმ სიხარულისგან გულიანად გაიცინა და დაუბრუნა: «გაუმარჯოს!»

ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი

ნანახია:(66)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

მასწავლებელი „პიჟამოში“

ამერიკის ერთ-ერთი სკოლის მასწავლებელი ერთი კვირის განმავლობაში გაკვეთილებზე პიჟამოებში გამოწყობილი მიდიოდა. ამ საქციელით ის პროტესტს უცხადებდა სკოლის დირექციის გადაწყვეტილებას, რომლის


„აქ, ახლოს არის ცა, ტაძართან დაჩოქილი ღმერთს ელაპარაკები“…

„მამაჩემი ამბობს » მიყვარს უშგული , მაგრამ ზამთარში ცხოვრება ძალიან ძნელიაო»არ მესმოდა მისი. მე ხომ სიგიჟემდე მიყვარს უშგული, მე ხომ


ლიტერატურული ფესტივალი „ზე–კართან“ აჭარაში

წელს, 27-30 აგვისტოს, აჭარის მაღალმთიანეთში ლიტერატურული ფესტივალი „ზე–კართან“ გაიმართება, რომლის მიზანია თანამედროვე ლიტერატურული პროცესების ხელშეწყობა, აჭარის მაღალმთიანეთის პოპულარიზაცია მწერლებსა და


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*