„კაზინიკის ეფექტი“ კაფეში „144 საფეხური“ | Jolo.ge


„კაზინიკის ეფექტი“ კაფეში „144 საფეხური“

„კაზინიკის ეფექტი“ კაფეში „144 საფეხური“

მიხეილ კაზინიკი, ეს საოცარი ადამიანი არის მსოფლიოს თანამედროვე 100 საუკეთესო ადამიანთა სიაში. ცხოვრობს შვედეთში, არის მევიოლინე, ნობელის კონცერტის კომისიის ექსპერტი, სასკოლო სისტემის რეფორმატორი.

მრავალი ფილმის და გადაცემის ავტორი (მათ შორის 8 აგვისტოს ომის დამთავრებისთანავე 4 გადაცემა რუსეთის არხზე მიუძღვნა ქართულ კულტურას!!! ), მრავალი წიგნის და მათ შორის ბესთსელერის, «გენიოსთა საიდუმლოებანის» ავტორი. სექტემბერში თბილისში ჩამოსვლა უნდა, კონცერტის და მასტერკლასების გამართვა.

მის ჩამოსვლამდე გადავწყვიტე გავხსნა კაზინიკის კლუბი, სახელწოდებით «კაზინიკის ეფექტი». ეს სათაური იმიტომ ავირჩიე რომ ამ საოცარ ადამიანს მართლა აქვს ის განუმეორებელი მომხიბვლელობა და ქარიზმა, რომელსაც შეიძლება «კაზინიკის ეფექტი დავარქვათ. ეს ადამიანი ჩვენს თვალწინ აცოცხლებს იმას, რაც თითქოს უკვე ვიცით, და სულ სხვა, ახალი კუთხით გვაჩვენებს მთელს მსოფლიო ლიტერატურასა და ხელოვნებას…

დღეიდან ყოველ სამშაბათს, საღამოობით ჩემს კაფეში ვგეგმავ კაზინიკის საღამოების ჩატარებას, ყოველ შეხვედრაზე ვნახავთ კაზინიკის ერთ ფილმს, შემდეგ მოვაწყობთ გარჩევას და მოწვეული მუსიკოსის შესრულებით ცოცხლად მოვისმენთ იმ კომპოზიტორის მუსიკას, ვის შესახებაც იქნება ნაჩვენები ფილმი.

Rusiko L. Oat

ნანახია:(64)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

„არასდროს ყოფილა მილიარდერი მაგრამ 10 წელიწადში ტრილიონების საქმე გაუკეთა საქართველოს“

„მე მგონი ჯერ კიდევ არ არის ჯეროვნად შეფასებული კახა ბენდუქიძის დამსახურება საქართველოს საგანმანათებლო სისტემის დახვეწაში “ — წერს სოციალურ ქსელში


ათენის ქართულ-ბერძნული ახალგაზრდული გაერთიანება

„ათენის ქართულ-ბერძნული ახალგაზრდული გაერთიანება“ ბევრ საინტერესო და საჭირო ღონისძიებას ახორციელებს და თავადაც მონაწილეობს სხვა ორგანიზაციების მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში. ამა წლის


თამაზ ორაშვილი:„გვაბოლებენ და თან ბოლს გვაშვებინებენ“

„ქართული ფილმის“ ხმაურიანი ისტორია გრძელდება… როგორც ერთ-ერთი აქციონერის პოსტიდან ჩანს განმკითხავი კვლავ არავინ არის. თამაზ ორაშვილის თქმით უამრავი მცდელობის მიუხედავად


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*