კარმის მართვის 3 გზა | Jolo.ge


კარმის მართვის 3 გზა

კარმის მართვის 3 გზა

1.აიღეთ ვალდებულება და პასუხისმგებლობა, რომ რეგულარულად გააცნობიერებთ თქვენს არჩევანს. აიღეთ ვალდებულება, რომ შეიმუშავებთ სასარგებლო ჩვევას მუდმივად აცნობიერებდეთ აწმყოს, არ კარგავდეთ მასთან კონტაქტს და ახორციელებდეთ „აქ და ამჟამად“ პრინციპს;

2.არჩევანის გაკეთებისას შეეცადეთ  საკუთარ თავს დაუსვათ კითხვები: „ როგორი იქნება ჩემი არჩევანიდან მომდინარე ახლომდებარე და შორეული შედეგები? მომიტანს თუ არა ეს არჩევანი ბედნიერებას და მოუტანს თუ არა იგი სარგებლობასა და სიკეთეს ადამიანებს, ვინც ჩემს ირგვლივაა?“

3.დაეკითხეთ თქვენს სხეულს,  განსაკუთრებით კი გულს, ღებულობს თუ არა იგი გაკეთებულ არჩევანსა და მიღებულ გადაწყვეტილებას. სთხოვეთ მას მოგცეს კომფორტის გამომხატველი რაიმე რეაქცია ან შეგრძნება, თუკი სხეული ან  გული კმაყოფილია გაკეთებული არჩევანითა და მიღებული გადაწყვეტილებით , ხოლო მოგცეს  დისკომფორტისა და უსიამოვნების გამომხატველი რეაქცია ან შეგრძნება არ–მიმღებლობისა და უკმაყოფილების შემთხვევაში. იცოდეთ: გონება შეიძლება ტყუოდეს, მაგრამ სხეული და გული არასოდეს არ ტყუის და ყოველთვის იძლევა სწორ შეტყობინებას; ასევე, სიტყვები შეიძლება ტყუოდენ, მაგრამ შეგრძნებები უტყუარია თავიანთ შეტყობინებაში, უბრალოდ ამ უტყუარობას ამოკითხვა და აღიარება სჭირდება. თუ თქვენ მიიღეთ  დადებითი იმპულსი სხეულიდან, უყოყმანოდ დაადექით  არჩეულ გზას. თუკი სხეულმა დისკომფორტი გაგრძნობინათ, მაშინ კიდევ ერთხელ დაფიქრდით მიღებული გადაწყვეტილების ახლომდებარე და შორეულ  შედეგებზე, გადახედეთ მას, ჩაუტარეთ რევიზია ან დაუმატეთ რაიმე ახალი ინგრედიენტები სანამ არ მიიღებთ დადებით რეაქციას „სხეულის ენის“ თვალსაზრისით.

ავტორი — ნოდარ სარჯველაძე

წყარო:sarjveladze.blogspot.com

ნანახია:(4514)-ჯერ


Comments

comments


Related Articles

რასაც ე-მსახურ-ები იმას ი-მსახურ-ებ! 

იცით რატომ არის ნეგატიური აზროვნება ცუდი? იცით, რატომ არის ნეგატივზე საუბარი, მოსმენა, მასზე კონცენტრაცია — საშიში? იცი, რატომ ხდება ის


„არ შეჩერდეთ, რაც არ უნდა დაღლილი იყოთ“ — რამაზ გიგაური

რამდენად ძლიერებიც არ უნდა ვიყოთ, მაინც ადამიანები ვართ და არა ღმერთები.  ვცხოვრობთ უსასრულო კოსმოსში, ასეული მილიარდი გალაქტიკიდან ერთ-ერთში, უამრავი ვარსკვლავიდან


ჰენრი ფორდის წარმატება — ღირსეულ მამაკაცებს ქმნიან ღირსეული ქალები

ХIХ საუკუნის მიწურულს, ერთმა მექანიკოსმა, რომლის ხელფასიც კვირაში 11 დოლარს შეადგენდა და რომელიც დღეში 10 საათს მუშაობდა, ახალი ძრავის შექმნა


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*