„ბრავა!“ — „კარმენი“ სრული ანშლაგით წარიმართა | Jolo.ge


„ბრავა!“ — „კარმენი“ სრული ანშლაგით წარიმართა

„ბრავა!“ — „კარმენი“ სრული ანშლაგით წარიმართა

ჭოლას დებიუტი საოპერო რეჟისურაში შედგა. თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ლევან წულაძის მიერ განსხვავებული სცენოგრაფიითა და ქორეოგრაფიით გადმოცემული ბოშა ქალის სიყვარულის ისტორია ულამაზეს სანახაობად იქცა. მაყურებელი კმაყოფილია. 

სპექტაკლს ია ფარულავა და ხელოვნებათმცოდნე კახი ლაზარიშვილი ესწრებოდნენ. ია ფარულავამ „კარმენს“ პოსტი მიუძღვნა და თავისი აღფრთოვანება სოციალურ ქსელში დააფიქსირა.

ia kaxiია ფარულავა: „პირველი აქტის მერე დასკვნები — ჭოლას (ლევან წულაძე) დადგმა მომწონს, კარმენი — ირინა ალექსიძე. ულამაზესია და უმაგრესი ხმა აქვს, ძლიერი მაღლები, სავსე ცენტრი და ორღანივით ჟღერადობის დაბლები! ბრავა!“

ჟ. ბიზეს „კარმენის“ საპრემიერო კვირეულის ბოლო სპექტაკლი იმღერეს — ირინა ალექსიძემ, გიორგი ონიანმა, ირინა თაბორიძემ, კახაბერ თეთვაძემ და თეატრის სხვა სოლისტებმა.

ლევან წულაძის სადებიუტო სპექტაკლში ასევე მონაწლეობდა თბილისის ოპერის გუნდი, ბავშვთა გუნდი, ორკესტრი — დირიჟორი ზაზა აზმაიფარაშვილი. „კარმენი“ სრული ანშლაგით წარიმართა, სპექტაკლს ესწრებოდა დედაქალაქში სტუმრად მყოფი უამრავი ტურისტი, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ქართული კინოს, თეატრისა და ტელევიზიის ცნობილი სახეები.

ნანახია:(247)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

მანჰეტენზე გაყიდული ახალგაზრდა ქართველი მხატვრის ნამუშევარი — Madatart-ის კიდევ ერთი გამოფენა

ქართველი მხატვრების ამერიკული წარმატება გრძელდება. Madatart-მა მანჰეტენზე Jadite Galleries ში ათი ქართველი მხატვარი გამოფინა. ამერიკული არტპრომოუშენ კომპანია მედეთარტი ამერიკაში ქართული ხელოვნების


ზურაბ ნიჟარაძის საიუბილეო ალბომის პრეზენტაცია

24 დეკემბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში, გამოჩენილ მხატვარ ზურაბ ნიჟარაძეს ხელოვნებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის კულტურის სამინისტროს სპეციალური ჯილდო


15 თებერვალს ივენთ ჰოლში Kenny Garrett-ი დაუკრავს (ვიდეო)

თბილისის ჯაზ-სერიას გახსნის ამერიკელი საქსაფონისტი, ფლეიტისტი და  გრემის მფლობელი Kenny Garrett-ი. Washington City Paper-ის მიხედვით  Kenny Garrett-ი  დაახასიათეს, როგორც მისი თაობის


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*