კარგი განწყობის რეცეპტი ფსიქოლოგისგან

by admin | Август 15, 2018 10:48

ალბათ ადამიანთა უმრავლესობას თავი პოზიტიურად მოაზრონე და მოსაუბრე გონია 🙂

როცა ვიკითხავ ხოლმე სავსე დარბაზში «ხელი ამიწიეთ ვინ თვლის თავს პოზიტიურად» — ყველა ხელი ერთდროულად იწევა ზევით, თუმცა…. როგორც კი ვიკითხავ «აბა ახლა მითხარით რა არის კარგი თქვენს პრობლემებში» — ისევ ერთსულოვანი მაგრამ ამჯერად უკვე აღშფოთებას მოყვებიან დარბაზის დამსწრენი….

ერთია, რომ სრულიად არა მიმზიდველები ვართ მუდმივი პრეტენზიების გამოხატვის რეჟიმში :
«რას დაამგვანეს,»
«მაგათ რა ენაღვლებათ- უნამოუსოები ეგენი»,
«ხალხისთვის არავინ არაა» ( ეს ჩემი საყვარელია)))))
«არაფერი გვეშველება», «სიკეთე არ უნდა აკეთო ადამიანმა» და ა.შ.

არის ასევე საკუთარ თავზე მომართული ნეგატივიც:
«რას ვგავარ», «მე მაგდენი ტვინი სად მაქვს», «მაგას ნიჭი უნდა’, «სხვანაირად უნდა მეცხოვრა», «ჩემი ბრალია, ღირსი ვარ» …

მინდა გითხრათ, რომ გარდა «უსიმპათიურო გამოყურებისა», ეს მომწამლავი ფრაზებია…
ისინი აავადებს,
ბორკილებს ადებს ადამიანებს,
ოცნებებს ფრთებს უტრუსავს,
ნათელ გრძნობებს დასცინის,
ყველაფერ ღვთიურს უარყოფს…

მაგრამ …
მათგან გათავისუფლება არც ისე მარტივიაო მეტყვით….
ხოდა… ვიცოდი ამას რომ მეტყოდით და რეცეპტით ვარ მოსული 🙂

დღე 1. დღის განმავლობაში უბრალოდ დაითვალეთ რამდენჯერ იტყვით ნეგატიურს. ( ობიექტური და რეალური დაივიწყეთ — ნეგატივი ნეგატივია:)))))

დღე 2,3,4. დაიწყეთ დაკვირვება ფრაზებზე და ყოველ ნეგატიურ ნათქვამს იმ წამსვე მიაყოლეთ 3 პოზიტიური.
ანუ
«რა ცუდი ამინდიაააა» ( წამოგცდათ) და იქვე გაანეიტრალეთ —
. პრინციპში კარგია, როგორც იქნა ჩემს ახალ ბოტებს ჩავიცმევ,
. წვიმაში რამდენი ხანია არ მივლია და ბავშვობას გავიხსენებ…
. კარგად რომ გავილუმპები, ტვინიც უკეთ ამუშავდება მანქანის ყიდვის რეჟმში 🙂

დღე 5. ისევ დათვალეთ რამდენი ნეგატიური ფრაზა წამოგცდებათ — გაოცდებით — ნახევარზე ნაკლები, მაგრამ მეხუთე დღეს უკვე შეამჩნევთ, რომ კონკრეტული ნეგატიური სიტყვები წამოვა წინა პლანზე, რომელსაც გაუაზრებლად ხმარობთ.
მაგ. «გავგიჟდები», «გული გამისკდება», «მათხოვრები ესენი» და ა.შ.
თქვენი ამოცანაა ამ სიტყვებს ‘შემცვლელი» სიტყვა მოუნახოთ, მაგრამ აზრი სულაც არ არის აუცილებელი ემთხვეოდეს:
ანუ
ნაცვლად «რა დეგენერატები არიან »
შესაძლებელია — «რა საყვარლები, გენიალურები, კუდრაჭები არიან» ( თუნდაც ირონიულად:)

გინების ნაცვლად «აგაშენათ ღმერთმა» — ფანტასტიური ალტერნატივაა…
აგრეთვე, იდეალურად ცვლის სიტყვა „გარეწარს» — «ოხრახუში» — ანუ ეგ ოხრახუში, ეგა:)
………………………………………………………………………………………
… ერთხელ პედაგოგი ქალბატონი მესტუმრა შემდეგი პრობლემით: — «მიშველეთ, საჭესთან როცა ვზივარ სულ ვიგინები და ბავშვის მშობელმა ან დირექტორმა რომ მოკრას ყური, დავიღუპებიო….

იმ დღესვე მივიღეთ გადაწყვეტილება გინების ნაცვლად გვეხმარა „ღმერთმა გიშველოთ»….

მესამე დღეს დამირეკა სიცილით… ე.ი დავდივარ და ვილოცები მარჯვნივ მარცხნივ საცობში და ისე მეცინება ვეღარც ვბრაზდებიო 🙂

დილა მშვიდობისას სათქმელად შემოვედი და ლექცია გამომივიდა 🙂
ზუსტად ვიცი დღეს ზეცის ყურამდე ლოცვა მეტი ავა 🙂
წარმატებები 🙂

ხათუნა მუზაშვილი, ფსიქოლოგი

ნანახია:(7078)-ჯერ


Comments

comments

Source URL: http://www.jolo.ge/kargi-ganwyobis-recepti-fsiqologisgan/