კარგი განწყობის რეცეპტი ფსიქოლოგისგან | Jolo.ge


კარგი განწყობის რეცეპტი ფსიქოლოგისგან

კარგი განწყობის რეცეპტი ფსიქოლოგისგან

ალბათ ადამიანთა უმრავლესობას თავი პოზიტიურად მოაზრონე და მოსაუბრე გონია 🙂

როცა ვიკითხავ ხოლმე სავსე დარბაზში «ხელი ამიწიეთ ვინ თვლის თავს პოზიტიურად» — ყველა ხელი ერთდროულად იწევა ზევით, თუმცა…. როგორც კი ვიკითხავ «აბა ახლა მითხარით რა არის კარგი თქვენს პრობლემებში» — ისევ ერთსულოვანი მაგრამ ამჯერად უკვე აღშფოთებას მოყვებიან დარბაზის დამსწრენი….

ერთია, რომ სრულიად არა მიმზიდველები ვართ მუდმივი პრეტენზიების გამოხატვის რეჭიმში :
«რას დაამგვანეს,»
«მაგათ რა ენაღვლებათ- უნამოუსოები ეგენი»,
«ხალხისთვის არავინ არაა» ( ეს ჩემი საყვარელია)))))
«არაფერი გვეშველება», «სიკეთე არ უნდა აკეთ ადამიანმა»
და ა.შ.

არის კიდევ პირადად საკუთარ თავზე მომართული ნეგატივიც:
«რას ვგავარ», «მე მაგდენი ტვინი სად მაქვს», «მაგას ნიჭი უნდა’, «სხვანაირად უნდა მეცხოვრა», «ჩემი ბრალია ღირსი ვარ» ……

მინდა გითხრათ რომ გარდა «უსიმპათიურო გამოყურებისა» ეს მომწამლავი ფრაზებია…
.ისინი აავადებს,
ბორკილებს ადებს ადამიანებს,
ოცნებებს ფრთებს უტრუსავს,
ნათელ გრძნობებს დასცინის,
ყველაფერ ღვთიურს უარყოფს……..

მაგრამ….
მათგან განთავისუფლება არც ისე მარტივიაო მეტყვით….
ხოდა… ვიცოდი ამას რომ მეტყოდით და რეცეპტით ვარ მოსული 🙂

დღე 1. დღის განმავლობაში უბრალოდ დაითალეთ რამდენჯერ იტყვით ნეგატიურს. ( ობიექტური და რეალური დაივიწყეთ — ნეგატივი ნეგატივია:)))))

დღე 2,3,4. დაიწყეთ დაკვირვება ფრაზებზე და ყოველ ნეგატიურ ნათქვამს — უნდა მოაყოლოთ 3 პოზიტიური.
ანუ.
«რა ცუდი ამინდიაააა» ( წამოგცდათ) და იქვე გაანეიტრალეთ,
. პრინციპში კარგია, როგორც იქნა ჩემს ახალ ბოტებს ჩავიცმევ,
. წვიმაში რამდენი ხანია არ მივლია და მავშვობას გავიხსენებ…
. კარგად რომ გავილუმპები, ტვინიც უკეთ ამუშავდება მანქანის ყიდვის რეჟმში:)

დღე 5. ისევ დათვალეთ რამდენი ნეგატიური ფრაზა წამოგცდებათ — გაოცდებით — ნახევარზე ნაკლები, მაგრამ მე 5 დღეს თქვენ უკვე შეამჩნევთ, რომ კონკრეტული ნეგატიური სიტყვები წამოვა წინა პლანზე, რომელსაც გაუაზრებლად ხმარობთ.
მაგ. «გავგიჟდები», «გული გამისკდება», «მათხოვრები ეგენი» და ა.შ.
თქვენი ამოცანაა ამ სიტყვებს ‘შემცვლელი» სიტყვა მოუნახოთ, მაგრამ აზრი სულაც არ არის აუცილებელი ემთხვეოდეს:
ანუ.
ნაცვლად «რა დეგენერატები არიან »
შესაძლებელია — «რა საყვარლები, გენიალურები, კუდრაჭები არიან» ( თუნდაც ირონიულად:)

გინების ნაცვლად «აგაშენათ ღმერთმა» — ფანტასტიური ალტერნატივაა…
აგრეთვე იდეალურად ცვლის სიტყვა ‘გარეწარს» — «ოხრახუში» — ანუ ეგ ოხრახუშები ეგენი:)
………………………………………………………………………………………
…ერთხელ პედაგოგი ქალბატონი მესტუმრა შემდეგი პრობლემით: — «მიშველეთ, საჭესთან როცა ვზივარ სულ ვიგინები და ბავშვის მშობელმა ან დირექტორმა რომ მოკრას ყური დავიღუპებიო….

იმ დღესვე მივიღეთ გადაწყვეტილება გინების ნაცვლად გვეხმარა „ღმერთმა გიშველოთ»….

მესამე დღეს დამირეკა სიცილით…. ე.ი დავდივარ და ვილოცები მარჯვნივ მარცხნივ საცობში და ისე მეცინება ვეღარც ვბრაზდებიო 🙂

დილა მშვიდობისას სათქმელად შემოვედი და ლექცია გამომივიდა 🙂
ზუსტად ვიცი დღეს ზეცის ყურამდე ლოცვა მეტი ავა 🙂
წარმატებები 🙂

ხათუნა მუზაშვილი, ფსიქოლოგი

ნანახია:(1047)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

„ვინც ამ საიდუმლოს ეზიარება ის მიაღწევს მწვერვალს“…

გონიერი, ინტელექტუალური და სულიერად მყარი ადამიანი არასოდეს არ ერჩის სხვას, არ ცხოვრობს სხვისი ცხოვრებით და არ განიხილავს მას. დღეს ყველა


5 შეცდომა, რომელსაც დამწყები ბიზნესმენები უშვებენ — ნუ გააკეთებთ იგივეს!

1 — არ ღის ბიზნესის დაწყება დიდი კრედიტის აღებით, დიდი კაპიტალდაბანდებებით. უმთავრესი, რითიც უნდა დაკავდეთ, მომხმარებლების მოძებნა და მოზიდვაა. 2


პრობლემები და მისი გადაჭრის გზები

„არის ფაქტორები, რაღაც მოვლენები, რომლებიც ჩვენგან დამოუკიდებლად ხდება ცხოვრებაში. მთავარია, თუ რა რეაქცია და გამოხმაურება გვექნება მოვლენის მიმართ“ — ამბობს


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*