„კარგი“ აზრებიდან, გულის კარამდე | Jolo.ge


„კარგი“ აზრებიდან, გულის კარამდე

„კარგი“ აზრებიდან, გულის კარამდე

დაკვირვებულხართ საკუთარ თავს:
რამდენი ხანი ფიქრობთ „კარგ„ რამეზე?
….
სწორედაც …
ადამიანი იმდენ „კარგს“ ღებულობს, რამდენსაც ფიქრობს.
მხოლოდ, როცა გულით ფიქრობს…

როგორ, გულს ფიქრი შეუძლია?

გულის ყური,
გულითადი საუბარი,
გულით ხედვა,
გული შეიგრძნობს განსაკუთრებით.

ეს, რომ შეძლო ამისთვის უნდა გახდე სამყაროს მოგზაური, რომელის მარშრუტი გარეგანი სამყაროდან, შინაგანისკენ გაიწერება.
როდესაც, გულის კარს შეაღებ, ჭეშმარიტებას ეზიარები, შეიგრძნობ, ხედავ, საუბრობ და გესმის სხვაგვარად…
გულის კარი უძველესია.
სიძველისგან ჟანგმორეულიც…
აუცილებლად მოარგებ გასაღებს, გახსნი და სიფრთხილით შეხვალ.

გულის კარის გასაღები – „კარგი“ აზრებია!
მისკენ გზა, უპირობო სიყვარულზე გადის.

ასე, გასაღებ მომარჯვებული მეგზური, მიადგები გულის კარს.
იქ შესული დაეწაფები პირველწყაროს…
იქ სხვა სამყაროა, სხვა ფერთა სიუხვე…
იქ ეზიარები იმ სამაყროს წესებს,
ნისლს გაყვება პასუხგაუცემელი კითხვები…
ადრინდელი შეხედულებები ქვიშის კოშკივით ჩამოიშლება
და ჩნდება ახალი სიმაღლეები…
კიდევ ახლოს ცდილობ მიხვიდე სინათლესთან…

და ეს ყველაფერი გულშია…
და ყველაფრი იწყება მხოლოდ „კარგი“ ფიქრებიდან – – კარგი აზრები საკუთარ თავზე, ადამიანებზე, გარემოებებზე და სრულიად სამაყროზე.

რამდენი ხანი ფიქრობთ „კარგ“ რამეზე?

წყარო: https://zrda.wordpress.com/

ნანახია:(1475)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

„ადამიანებს კი არასოდეს არ უნდა დაეზომო“ — ბესიკ ხარანაული

*** „ბავშვი, ზრდაში რომ შევდიოდი, თანდათან, უფრო მაკვირვებდა, ჩემი ნათქვამი დამცინავი ან უადგილო როგორ ხდებოდა, როგორ ვერ იგებდნენ ისევე მსუბუქად


ისინი იყვნენ ორნი …

ისინი იყვნენ ორნი – ქალი და კაცი. მათ სადღაც იპოვეს ერთმანეთი და ახლა ცხოვრობდნენ ერთად, ერთი ცხოვრებით, ზოგჯერ მხიარული, ზოგჯერ


„ყველა თავისუფლებაში იბადება, მაგრამ მონობაში კვდება“

ყველა თავისუფლებაში იბადება, მაგრამ მონობაში კვდება. ცხოვრების დასაწყისი აბსოლუტურად თავისუფალი და ბუნებრივია, მაგრამ შემდეგ ჩნდება საზოგადოება, ჩნდება წესები, მორალი, დისციპლინა,


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*