კარგად დააკვირდი, შეისწავლე და გაიაზრე — განგება გასწავლის როგორი არ უნდა იყო | Jolo.ge


კარგად დააკვირდი, შეისწავლე და გაიაზრე — განგება გასწავლის როგორი არ უნდა იყო

კარგად დააკვირდი, შეისწავლე და გაიაზრე — განგება გასწავლის როგორი არ უნდა იყო

ჩაგვრა, დამცირება, დაცინვა, ცილისწამება,უსამართლობა, უარყოფა, სიღარიბე, წარუმატებლობა და ღალატი.

ეს ყველაფერი ძალიან დიდ გამოცდილებას აძლევს ადამიანს. ვინც ამას ყველაფერს გაუძლო, გადაიტანა, ის ძლიერია და ჭკვიანი. მან მიიღო გაკვეთილი, გამოცდილება, გაიცნო ამ სისაძაგლის ავტორები და ისწავლა, თუ როგორი არ უნდა იყოს.

არ დაივიწყო აგრესიული ადამიანის ქმედებები, არ დაივიწყო მისი არაადამიანური მოპყრობა, კარგად დააკვირდი, შეისწავლე და გაიაზრე. შენ განგება გასწავლის და გაჩვენებს როგორი არ უნდა იყო.

თუ შენ ასეთ გზას გაივლი, გამოხვალ ასეთი ადამიანების ჭაობიდან და იგივეს გააკეთებ, რასაც ის ნაძირალა ადამიანები აკეთებენ, მაშინ დაღუპული ხარ და ეტაპობრივად დაიწყებ დაღმასვლას უფსკრულისკენ.

გულში არ ჩაიდო ბოღმა, მაგრამ არასოდეს არ დაივიწყო. ეს გამოცდილებაა. თუ სწორად წარმართავ აზროვნებას, ეს სულის გამობრძნედვაა. აპატიე, ნუ დაიმძიმებ სულს.

ნუ შეებრძოლები ბოროტს, დაგაზარალებს.
ყველაზე კარგი მეთოდი მათთან ბრძოლისა, იგნორია, რომელიც ამარცხებს მათ.

,,ხარის ტყავი აქვს» ,,ცხვრის ტყავში გახვეული მგელი» ,,შუბლის ძარღვი აქვს გაწყვეტილი» ფარისეველია, აგრესიული და შურიანი.

არ დაემსგავსო მათ, ნუ იმოქმედებ მათი მეთოდებით თორემ, შენზეც იტყვიან ზურგსუკან საშინელებებს, ზოგი შეგაგინებს, ზოგი დაგწყევლის.

არ თქვა, რომ უნებლიეთ დააშავე, არ თქვა უნებლიეთ გამოგივიდა ბოროტება, თორემ უნებლიეთ გაუბედურდებით და არ შეგრჩებათ სხვისი ტკივილი.

გისურვებთ გამძლეობას და გონიერებას.

გიორგი ჯაჯანიძე

ნანახია:(311)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

6 გადაწყვეტილება, რომელიც აუცილებლად უნდა მიიღოთ ცხოვრებაში

ადამიანის ბუნების განუყოფელ ნაწილს შეცდომების დაშვება წარმოადგენს. ჩვენ შეცდომებზე ვსწავლობთ, ვვითარდებით და ვყალიბდებით ისეთ  პიროვნებად როგორებიც ვიყავით, დღეს ვართ ან


წარმატების ოქროს წესები სკუტერ ბრაუნისგან

სკუტერ ბრაუნი ჟურნალი Time-ის 100 ყველაზე გავლენიანი ადამიანის სიაში შევიდა. ეს გახლავთ ადამიანი, რომელიც რამდენიმე სუპერვარსკვლავის მენეჯერი გახლავთ, მათ შორის:


ლიდერისთვის შეუფერებელი ფრაზები…

კარგი ლიდერი, პირველ რიგში, საკუთარი გუნდის წევრებთან დამოკიდებულებით იცნობა. ალბათ ხშირად შეგხვედრიან ადამიანები, რომლებიც გაოცებულნი და გაბრაზებულნი არიან თავიანთი მენეჯერების


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*