კარებზე ალბათ ის ღმერთი იდგა, შენ რომ მოგაცილა სახლამდე… | Jolo.ge


კარებზე ალბათ ის ღმერთი იდგა, შენ რომ მოგაცილა სახლამდე…

კარებზე ალბათ ის ღმერთი იდგა, შენ რომ მოგაცილა სახლამდე…

სახლში დაღლილი მოვედი. შვილებმა, რა გვიყიდეო. ერთი კი გავუღიმე და უხალისოდ მივაწოდე მათთვის წამოღებული ტკბილეული… მეორე ოთახში გაიქცნენ, გადახედეს სასუსნავს და ჩემსკენ ყიჟინით გამოიქცნენ… ტუჩებით წამოიწიეს და კოცნა დამიპირეს… კარგი, მაცადეთ ახლა, დაღლილი ვართქო… თავდახრილებლი გაბრუნდნენ…
კარებზე კაკუნის ხმა შემომესმა…
დედამ საჭმელი გაგიკეთეო, დაიბანე ხელები და ვივახშმოთო. არაფერი არ მინდა, შემეშვი და ყველამ თავი დამანებეთ-თქო… გაჩუმდა, თავი დახარა და მაგიდას მარტო მიუჯდა…
ონკანი მოვუშვი, წყალი უნდა დამელია, ჭიქა ხელიდან გამივარდა და გამიტყდა… დედა წამოხტა მაშინვე, ხელი არ გაიჭრა, მე დავხვეტავო…
კარზე ისევ კაკუნის ხმა გაისმა…
ბავშვები ვამეცადინე, დავაწვინე და მეც მივუწექი…
კარზე ისევ კაკუნის ხმა იყო…
ჯანდაბა, არავინ გააღებს ამ კარებს? — ვკივივარ ბოლო ხმაზე… და დედის ნაბიჯებს ვუყურადებ… კარებს აღებს და მშვიდი ხმით გამომძახებს:
— არავინაა…
— მესმოდა ხმა… შენც ხომ გესმოდა?
— მესმოდა, მაგრამ გაღება დავაგვიანეთ…
— ჰოდა გაგეღოთ, მარტო მე ვცხოვრობ ამ სახლში?
— შვილო, შინ მშვიდობით შემოხვედი, ხატებს ჩაუარე, ერთი მადლობაც არ გითქვამს უფლისთვის, რომ დღემ მშვიდობით ჩაიარა, შვილები ბედნიერებისგან ცას ეწივნენ შენს დანახვაზე, შენ უღიმღამოდ გაუცინე და კოცნის უფლებაც არ მიეცი… განა ყველას ჰყავს სახლში დედა? საჭმელი დაგახვედრე, შემოგთავაზე, თბილად დავმსხდარიყავით და გვევახშმა… ლამის ბოლო ხმაზე მიყვირე მოხუც დედას, თავი დამანებეო… დაწექი და ისევ დაგავიწყდა, ისევ დაგავიწყდა, რომ პირჯვარი გადაგეწერა, შვილებისთვის მაინც…
…და კარები?…
კარებზე ალბათ ის ღმერთი იდგა, შენ რომ მოგაცილა სახლამდე…

/ ანა ლაშხელი-ონიანი /

ნანახია:(1822)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

ყველა ადამიანს აქვს საკუთარი ისტორია და ვიდრე მათ განსჯით …

24 წლის ვაჟი მამასთან ერთად მატარებლით მგზავრობს. ფანჯრიდან გახედვისას წამოიყვირა: -მამა, ნახე, ხეები მოგვდევენ! მამას გაეღიმა, გვერდით მჯდომმა ახალგაზრდა წყვილმა


შოკოლადი წონის დაკლებაში გვეხმარება…

ხშირად მოგისმენიათ, რომ შოკოლადი წონის მატებას უწყობს ხელს? ალბათ თქვენც გამოგირიცხავთ დიეტის დროს. თუ მასზე უარის თქმა გიჭირთ ეს დაკვნა


ცხოვრებისეული გაკვეთილები „კოსმოპოლიტენის“  ლეგენდარული რედაქტორისგან

ჰელენ გურლეი ბრაუნი გახლავთ ქალბატონი, რომელიც პირველი ალაპარაკდა საჯაროდ ქალების უფლებებსა და მოთხოვნილებებზე, ამის გამო მას ხშირად აკრიტიკებდნენ. ეს ქალბატონი


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*