კადრი გულის მეხსიერებიდან | Jolo.ge


კადრი გულის მეხსიერებიდან

კადრი გულის მეხსიერებიდან

კიდევ ერთი ძველი ამბავი

ქავთარაძის ქუჩაზე იზოტოპების ინსტიტუტია, ძალიან მაღალი შენობა და იქვე, ახლოს სკოლა, რომელიც დავამთავრე. ვინაიდან ჩემი მშობლები გვიანობამდე მუშაობდნენ, იძულებული ვიყავი გაკვეთილების შემდეგ გახანგრძლივებულ ჯგუფში დავრჩენილიყავი, მაგრამ არ მიყვარდა იქ დარჩენა და ხშირად გარეთ ვიპარებოდი.

სკოლის გვერდით საცხოვრებელი კორპუსების შენება იყო დაწყებული და ამ სამშენებლო მასალებსა და სამშენებლო ნაგვის გროვებზე დავძვრებოდი და ვმღეროდი. თუ სახლში ვინმე მივიდოდა, დახურული ფარდები გადაიწეოდა და ეს იყო ნიშანი, რომ შემეძლო სახლში დავბრუნებულიყავი. თან დავბოდიალობდი, თან ჩემი კორპუსისკენ ვიხედებოდი ხშირად და დღესაც არ ვიცი, მიხაროდა თუ არა, როცა ფარდა გადაიწეოდა და მეძახდა სახლი.

ამ გახანგრძლივებულ ჯგუფში გავიცანი ჩემზე პატარა გოგო, ელისო. რაც გავიგე, რომ დედა არ ჰყავდა, ვერიდებოდი მასთან ურთიერთობას, რადგან ყოვლად აუხსნელი შიში მქონდა უდედო ბავშვების მიმართ. უცხოპლანეტელების ნახვა არ მაბნევდა ისე, როგორც უდედო ბავშვების სიახლოვე. ელისო კი სულ მე დამდევდა, მიყვებოდა უამრავ უცნაურ ისტორიას და ამით კიდევ უფრო მაფრთხობდა.

ჩემი კარადის უკან მოჩვენება ცხოვრობს და ყოველ ღამე მწვანილებს ვაჭმევო — მიყვებოდა. თუ კარადა ბოლომდის არაა კედელზე მიდგმული, მოჩვენებები იბუდებენ იქო — და გაოცებულ დედაჩემს ყველა კარადა მაქსიმალურად მივაწევინე კედლისაკენ… მკვდარი ჭიამაია რომ ვიპოვე ეზოში, ისიც ელისომ დამამარხინა და წითელ პასტას რომ სხვანაირი სუნი აქვს, ესეც მან აღმომაჩენინა. დღემდე თვალდახუჭულს შემიძლია მივხვდე წითელი პასტითაა დაწერილი ფურცელზე, თუ ლურჯით…

ერთხელ საიდუმლოდ მითხრა: იზოტოპების ინსტიტუტში შევიპარე, ბოლო სართულზე ავედი, სახურავზე ავძვერი და იცი, იქ რა ვნახე? მუხლებამდე მკვდარი ჩიტები ყრიაო… ამ იზოტოპების ინსტიტუტზე ისედაც სულ საშინელებები მესმოდა: რომ საიდუმლო რაღაცეები მზადდებოდა იქ და რომ კვამლი, რომელიც მისი საკვამურიდან ამოდიოდა, საშინლად მომწამლავი იყო. ამიტომ მაშინათვე დავიჯერე, რომ სავსებით შესაძლებელი იყო ინსტიტუტის სახურავი ამ შხამიანი გამონაბოლქვის გამო დახოცილი ჩიტებით ყოფილიყო სავსე. მუხლებამდე მკვდარი ჩიტების წარმოდგენამ ისე შემზარა და შემაძულა ეს ისედაც უცნაური შენობა, რომ ჩვენი მეზობელი მარინაც კი მაფრთხობდა, რომელიც ამ ინსტიტუტში მუშაობდა.

ერთ ზამთარს, როცა უმზეო, ჩამობურული და ყოვლად უსიხარულო დღე იდგა, საოცრება მოხდა. ვხედავ, ამ საზარელი იზოტოპების ინსტიტუტიდან გამორბიან და გამორბიან ბავშვები ფერადი ბუშტებით ხელში. თურმე, იქ ჰელიუმი ჰქონიათ და ბავშვებს ჩვეულებრივი ბუშტები საჰაერო ბუშტებად გადაუქციეს. ეს ულამაზესი კადრი იყო — რამდენიმე წუთში გავრცელდა ხმები რა ჯადოქრობაც ხდებოდა იზოტოპების ინსტიტუტში და ბავშვების უსასრულო ნაკადი შეედინებოდა შენობაში და იქიდანაც უსასრულო ნაკადი გამოედინებოდა, ოღონდ ფერადი ბუშტებით ხელში. ზოგს გაექცა კიდეც ბუშტი და უფერული ცა საოცრად აჭრელდა. არავინ ღელავდა, რომ გაკვეთილები ცდებოდა.
ვერ გავბედე მეც მეყიდა ბუშტი ჯიხურში და ჰელიუმით გამებერა, მაგრამ გაოგნებული ვიდექი და ვხვდებოდი, რომ აღარასოდეს შემეშინდებოდა ამ შენობის, რომელსაც მუხლებამდე მკვდარი ჩიტებიც კი ვაპატიე წამით და ვხვდებოდი, რომ ვუყურებდი კადრს, რომელიც სამუდამოდ ჩამრჩებოდა გულის მეხსიერებაში…

 მაია სარიშვილი

ნანახია:(50)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

ქართველი ''მურთხები'' ''მშიერი თვალებით''

თავდაპირველად ღმერთმა შექმნა კაცი, შემდეგ კი მისი ნეკნიდან — ქალი. ასე რომ, მამაკაცი იყო პირველი. თუმცა, ეს არ უნდა ნიშნავდეს


“SMS” — გულწრფელი ქართული პორნო

13 მარტს რეჟისორი გიო მგელაძე კინოთეატრ “ამირანში” თავის სტუმრებს საკმაოდ საინტერესო საღამოზე იწვევს. ჯერ სადებიუტო კრებულის “SMS”–ის პრეზენტაცია მოეწყობა, შემდეგ


ეს სიტყვა არ არის სიტყვისთვის, ეს გრძნობაა რასაც განვიცდი…

ენგურს იქით ბებიას და ბაბუას სასაფლაოა… ერთხელ ვიყავი იმ ტკივილიან დღეს , გავიარე ენგურის ხიდი, გულში აღმრზდელი ბებიის ტკივილით სავსე,


istanbul escortistanbul escortistanbul escortistanbul escortistanbul escortistanbul escort
ataşehir escortataşehir escortataşehir escortataşehir escortataşehir escortataşehir escortataşehir escort
dubai escortsdubai escortsdubai escortsdubai escortsdubai escortsdubai escortsdubai escortsdubai escorts
ataşehir escortataşehir escortataşehir escortataşehir escortataşehir escortataşehir escortataşehir escort
london escortslondon escortslondon escortslondon escortslondon escortslondon escortslondon escorts
istanbul escortistanbul escortistanbul escortistanbul escortistanbul escortistanbul escort
london escortslondon escortslondon escortslondon escortslondon escortslondon escortslondon escorts
istanbul escortistanbul escortistanbul escortistanbul escortistanbul escortistanbul escort