კაცხის სვეტი მსოფლიოს ყველაზე საინტერესო ადგილებს შორის | Jolo.ge


კაცხის სვეტი მსოფლიოს ყველაზე საინტერესო ადგილებს შორის

კაცხის სვეტი მსოფლიოს ყველაზე საინტერესო ადგილებს შორის

ტურიზმის განვითარებასთან ერთად საქართველოს სხვადასხვა კუთხით უამრავი გამოცემა ინტერესდება. საბედნიეროდ, ჩვენც პატარა ქვეყანაში ბევრი ადგილია, რომლითაც შეგვიძლია ტურისტი მოვაჯადოვოთ. ამჯერად ბრიტანული გამოცემა Daily Mail-ის ფურცლებზე მსოფლიოში ყველაზე საინტერესო და უცნაურ ადგილას აშენებულ შენობებს შორის კაცხის სვეტზე აგებული მამათა მონასტერი მოხვდა.

 

„მაქსიმე ქავთარაძე 59 წლის ბერია, რომელიც უკვე 20 წელია ამ ულამაზეს სვეტზე აშენებულ ტაძარში სრულ სიმარტოვეში ცხოვრობს. როცა მას სურს დატოვოს კაცხის სვეტი დაახლოებით 20 წუთი სჭირდება კიბეზე ჩამოსასვლელად. საკვებს მას მრევლი აწვდის, და დაბლა ჩამოსვლა მხოლოდ კვირაში ორჯერ უწევს მრევლთან ერთად სალოცავად.  მისი ერთადერთი ვიზიტორები არიან სასულიერო პირები და ის ახალგაზრდა მამაკაცები, რომლებსაც სხვადასხვა გასაჭირი აწუხებთ და ეკლესიის დახმარება ესაჭიროებათ. თავდაპირველად მაქსიმეს ძველ მაცივარში ეძინა, ახლა კი კელიაში პატარა საწოლიც აქვს. კაცხის სვეტს მე-15 საუკუნემდე იყენებდნენ იმისთვის, რომ გაქცეოდნენ ამქვეყნიურ ცდუნებას“, — წერს გამოცემა.

 

კაცხის სვეტი იმერეთში, ჭიათურის რაიონში მდებარეობს. უცნობია როგორ აღმოჩნდა ეს ცადაღამრთული სვეტი ამ ადგილას, თუმცა ფაქტია, რომ ჯერ კიდევ ძალიან ადრე ის სასულიერო მიზნებისთვის გამოიყენეს და იქ მონასტერი ააგეს.

 

345F184900000578-3599115-image-a-52_1463669148691

 

 

 

ნანახია:(253)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

„დალოცე, უფალო, შენ ჩემი მტრები, და მეც ვლოცავ მათ და არა ვწყევლი“

„აი ეს სასწაულებრივი ლოცვა უნდა იკითხოს ყოველდღე ყველამ, ჩემის მოკრძალებული აზრით “ მამა გურამ ოთხოზორია  „დალოცე, უფალო, შენ ჩემი მტრები,


ღები — „ელდას არ გაუვლია, გული ისევ შეკუმშული მაქვს“…

ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი რაჭის ერთ-ერთ მაღალმთიან სოფელ ღებზე  მოგვითხრობს: რისთვისღა უნდა ჩამოვიდე ღებში? — ვეკითხები ჩემს თავს. ელდა მეცა, როცა


9 რამ, რაც თქვენს ცხოვრებას გაცილებით მარტივს გახდის

ჩვენგან დამოუკიდებლად თუ ზოგჯერ ჩვენი ჩართულობით ცხოვრება გვირთულდება/გვიძნელდება. თუმცა, იმისთვის, რომ ცხოვრება უფრო მარტივად შევძლოთ, მთავარ რაღაცებზე უნდა ვკონცენტრირდეთ. შეადგინეთ


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<