«ჯუზეპე მოსკატი — მკურნალი სიყვარული» (ფილმი) | Jolo.ge


«ჯუზეპე მოსკატი — მკურნალი სიყვარული» (ფილმი)

«ჯუზეპე მოსკატი — მკურნალი სიყვარული» (ფილმი)

„უფალმა მოგვცა ყველაფერი და ის აუცილებლად გვკითხავს როგორ გამოვიყენეთ მისგან ნაბოძები შესაძლებლობები…

მუდამ გახსოვდეთ რომ პაციენტების სახით თქვენს წინაშე არიან არა უბრალოდ სხეულები არამედ სულები, უკვდავი, ღვთიური სულები. ასე რომ შეიყვარეთ ისინი როგორც საკუთარი თავი. იღვაწეთ სიყვარულით და იყავით ყრუ ქების და გაკიცხვის მიმართ…

ცხოვრება წამია. სახელი, დიდება, სიმდიდრე, მეცნიერება წარმავალია ისევე როგორც ამქვეყნიური ყველა ცდუნება. მარადიული მხოლოდ სიყვარულია. იმიტომ ის არის ყველა კეთილი საქმის მიზეზი, იმიტომ რომ სიყვარული არის თავად ღმერთი…

გიყვარდეთ ჭეშმარიტება. იყავით ის ვინც ხართ. ყოველგვარი მოჩვენებითობის და შიშის გარეშე. თუ ჭეშმარიტებისთვს დევნას დაგიწყებენ — მიიღეთ ის. თუ ტანჯვა გერგებათ — დაითმინეთ. თუ ჭეშმარიტებისთვის მოგიწევთ თავის გაწირვა — იყავით მამაცი და მტკიცე თავგანწირვაში. სიკვდილი არ არის დასასრული. სიკვდილი მხოლოდ დასაწყისია.“

© რომის კათოლიკური ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხული იტალიელი ექიმი ჯუზეპე მოსკატი.

მოსკატი არასდროს არ იღებდა მკურნალობის თანხებს ღარიბებისგან, ხოლო განსაკუთრებით შეჭირვებულებს იქით ეხმარებოდა წამლის და საკვების ფულით, რომელსაც სხვადასხვა კუპიურების სახით მათთვის გამოწერილ რეცეპტებში დებდა. ის ღიად ქადაგებდა ქრისტიანობას პაციენტებში და მოუწოდებდა მათ ეკლესიური ცხოვრებისკენ. რის გამოც უამრავი მტერი გაიჩინა მაშინდელი სამეცნიერო წრეების ანტიქრისტიანულ ნაწილსა და მატერიალისტებს შორის.

გარდაიცვალა მოულოდნელად 1927 წელს, 46 წლის ასაკში. გარდაცვალების მიზეზი უცნობია.

მისი დასფლავების დღეს თანაგრძნობის წიგნში ერთმა მოხუცმა ჩაწერა: „ჩვენ ვგლოვობთ იმიტომ რომ სამყარომ დაკარგა წმინდა ადამიანი, ნეაპოლმა — კეთილშობილების სიმბოლო, ხოლო ღარიბმა ავადმყოფებმა დავკარგეთ ყველაფერი“

ჯუზეპე მოსკატის კანონიზაცია მოხდა 1987 წლის 25 ოქტომბერს რომის პაპის იოანე პავლე II -ის მიერ.

ხვიჩა მებონიას პოსტი

ფილმი «ჯუზეპე მოსკატი — მკურნალი სიყვარული»

ნანახია:(162)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

ყველაზე შთამბეჭდავი წერილი, რომელიც ქალმა საყვარელთან გაქცეულ ქმარს მისწერა

ხანდახან ადამიანური გრძნობები, სიყვარულიც არ არის ხოლმე მარადიული. დღეს თუ სიყვარულის ფრთებით დაქრის ვიღაც, ჰგონია, რომ უყვარს და ოჯახს ქმნის,


წაიკითხეთ, ეს აუცილებლად გამოგადგებათ! – რას გვირჩევენ გენიოსები

1. წარუმატებლობა – მხოლოდ თავიდან დაწყების შანსია, თუმცა უფრო ჭკვიანურად დაწყებისა.  /ენრი ფორდი/ 2. თუ პრობლემის გადაწყვეტა შესაძლებელია, მაშინ ნერვიულობა


გამოცდილებამ საბოლოოდ დამარწმუნა, რომ არავისზე გავბრაზდე, საკუთარი თავის გარდა…

გამოცდილებამ საბოლოოდ დამარწმუნა, რომ არავის ვენდო, ყველას მეგობარი არ ვუწოდო, სხვის მოსაწონად ნაბიჯი არ გადავდგა, სათქმელი გულწრფელად ვისაუბრო, ჭორებს არ


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*