ჟოლო დეპრესიისგან გიხსნით | Jolo.ge


ჟოლო დეპრესიისგან გიხსნით

ჟოლო დეპრესიისგან გიხსნით

ჟოლოს არა მარტო გემოსა და არომატისთვის აფასებენ, არამედ არაჩვეულებრივი სამკურნალო თვისებების გამოც. საინტერესოა, რა არის მასში ასეთი უჩვეულო?

1. შეიცავს სალიცილის მჟავას, რომელიც ანთების საწინააღმდეგო და სიცხის დამწევი ბევრი პრეპარატის შემადგენლობაში შედის.

2. გვინარჩუნებს ახალგაზრდობას მასში შემავალი A, PP და B2 ვიტამინების წყალობით, რომლებიც კანის ტონუსზე, სიმკვრივეზე, სიგლუვესა და ფერზე აგებენ პასუხს.

3. დიდი რაოდენობით სპილენძს შეიცავს. სპილენძი კი ანტიდეპრესანტების შემადგენლობაში შედის. ამდენად, ჟოლოს მირთმევა სასარგებლოა მათთვის, ვისაც დეპრესია აქვს და სტრესულ სიტუაციებში ხშირად ხვდებიან.

4. ხელს უწყობს სისხლის წარმოქმნის პროცესს, რადგან დიდი რაოდენობით რკინას შეიცავს.

5. C ვიტამინის შემცველობის ხარჯზე აუმჯობესებს პოტენციას.

6. სასარგებლოა ორსულთათვის და მათთვის, ვისაც ბავშვის ჩასახვა სურს, რადგან ფოლიუმის მჟავას შეიცავს.

7. აუმჯობესებს თირკმლების მუშაობას, ხსნის შეშუპებას, რადგან ჟოლოს ფოთლების ნახარშს შარდმდენი თვისება გააჩნია.

8. შეიცავს მთრთიმლავ ნივთიერებებს, ამდენად, ანგინის დროს სასარგებლოა მისი ნაყენის ყელში გამოვლება.

9. ასპირინისგან განსხვავებით, არ აღიზიანებს კუჭს და არ ახდენს კუჭის წყლულის პროვოცირებას.

ჟოლო, ბევრი სხვა კენკროვანისაგან განსხვავებით, თერმული დამუშავებისას სასარგებლო თვისებებს არ კარგავს. სწორედ ამიტომ ჟოლოს მურაბა ოდითგანვე სურდოსა და გაციების დროს უებარ საშუალებად ითვლებოდა.

იმისათვის, რომ ჟოლომ კიდევ უფრო მეტი სასარგებლო ნივთიერებები შეინარჩუნოს, სასურველია, მურაბის მოხარშვის პროცესში ნახევარი ჭიქა ახალგამოწრურული ჭარხლის წვენი დაუმატოთ. ასე მის შემადგენლობაში შემავალი ვიტამინები და მინერალები არ დაიშლება და პირველადი სახით შენარჩუნდება.

 

ნანახია:(172)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

„მას შეუძლია, თავისკენ მიიზიდოს რაიმე საგანი — მხოლოდ აზრის ძალით“

სულ რაღაც ორი ან სამი წლის წინ ერთმა ებრაელმა, ური ჰელერმა, რომელიც აზრის ენერგიაზე მუშაობდა, თავის შესაძლებლობებს ინგლისში, BBC-ზე აჩვენებდა.


როგორ დავმალოთ ნერვიულობა? 7 სასრგებლო რჩევა

ნერვიულობა — ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, იქნება ეს პრეზენტაციის, გასაუბრების, გამოცდის თუ რამე სხვა ჩვენთვის მნიშვნელოვანი მოვლენის წინ. ჩვენი შინაგანი


განქორწინების 9 ყველაზე გავრცელებული მიზეზი

სტატისტიკის მიხედვით ბოლო პერიოდში ევროპასა და ამერიკაში განსაკუთრებით გაზრდილია დანგრეული ოჯახების რაოდენობა. ოჯახების დაახლოებით 50% მალევე იშლება, აღნიშნული პრობლემა საქართველოშიც დგას.


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*