„ჯეოსელი არის ყველაზე თაღლითი კომპანია, საქართველოს ბანკთან ერთად“ — მიშა ქირია | Jolo.ge


„ჯეოსელი არის ყველაზე თაღლითი კომპანია, საქართველოს ბანკთან ერთად“ — მიშა ქირია

„ჯეოსელი არის ყველაზე თაღლითი კომპანია, საქართველოს ბანკთან ერთად“ — მიშა ქირია

„ჯეოსელი არის ყველაზე თაღლითი კომპანია, საქართველოს ბანკთან ერთად, ვისთან შეხებაც ოდესმე მქონია!“ — წერს სოციალურ ქსელში ცნობილი საოპეო მომღერალი მიშა ქირია.

მიშა ქირია: „ინტერნეტპაკიტი შევიძინე 10 ოქტობერს 4 გბ, (ამოწურვისას ყოველთვის მატყობინებენ სმს-ის სახით, რომ პაკეტი ამოიწურა) თუმცა ამ შემთხვევაში 60 ლარი იყო ბალანსზე და მათთვის მომგებიანი იყო, არ შეეტყობინებინათ და წუხელის 3 საათიდან დილამდე, როცა მეძინა ეს 60 ლარი გაანულა. სირცხვილია, მე ეს 60 ლარი არ დამღუპავს, მაგრამ რამდენი წელია ამათი კლიენტი ვარ, მხოლოდ როუმინგები რომ დავითვალო საკმარისია ერთი კარგი კლიენტისთვის დაკარგვისთვის. აუცილებლად გადავალ სხვაგან.

რაც შეეხება საქართველოს ბანკს, იტალიაში ჩემს სააგენტოში გადავრიცხე 1220 ევრო, გარანტირებული გადარიცხვით, ანუ 40 ევროთი, რაც მთელს სამყაროში არარეალური საკომისიოა, უკან დამიბრუნეს გადარიცხული თანხიდან 1205 ევრო, და მითხრეს ინვოისი არ ახლდა და ვერ გადავრიცხეთო, ანუ 55 ევრო წაიღეს, არაფერში და ხელმეორედ მომიხდა გადარიცხვა, 15 ევროს და ისევ 40 ევროს დამატებით, ანუ ბანკმა 1220 ევროს გადარიცხვისთვის, ამ კონკრეტულ შემთხვევაში გადამახდევინა 110 ევრო. ამ ორივე ფაქტს ქვია ბიზნესის კეთება ქართულად… გამოხედვა არ მინდა აქეთკენ!

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტიდან რამდენიმე წუთში მომღერალს შემდეგი გზავნილი მისდის მობილურზე.

misha

„ჯეოსელი,მაინც თაღლითები ხართ ::)) და მაინც დაგტოვებთ ::)) ხმა რომ არ ამომეღო, არ დააბრუნებდნენ ::))“ — პასუხობს გზავნილს მიშა ქირია.

ნანახია:(666)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

„მე ვარ მუშა!“ — მენეჯმენტი ქართულად…

ახალგაზრდა პოეტი ნიკა ნორიელი სოციალურ ქსელში საინტერესო სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც „ჟოლო“ უცვლელად გთავაზობთ:   „მე ვარ მუშა ! ხო უკვე


გოგონა ფერადი ნახატებითა და ემოციური ლექსებით

ეს ნიჭიერი ადამიანი ჩემი მეგობარია. კარგად ხატავს და წერს, მაგრამ მხოლოდ ვიწრო წრემ იცის მასზე. ჩრდილში ყოფნა ურჩევნია. მე კი


ნინო მაჩაიძე და ნინო სურგულაძე — ოპერის ყველაზე ლამაზი მომღერლები

ათეულთა სიას სათავეში ქართველი სოპრანო, ნინო მაჩაიძე უდგას. ამავე ათეულში მოხვდა ქართველი მეცო-სოპრანო ნინო სურგულაძე. ოპერის ყველაზე ლამაზი მომღერალი ესპანელი ბლოგერების მიერ ჩატარებული


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*