ჯეფ ბეზოსის წარმატების ისტორია | Jolo.ge


ჯეფ ბეზოსის წარმატების ისტორია

ჯეფ ბეზოსის წარმატების ისტორია

ჯეფ ბეზოსი, კომპანია “ამაზონის” დამფუძნებელი 1964 წლის, 12 იანვარს დაიბადა. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, ის უოლ სტრიტზე, საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტად  მუშაობდა.

 

1994 წელს მან მიიღო ურთულესი გადაწყვეტილება, ბანკი დატოვა და საკუთარი კომპანია გახსნა, რომელსაც მსოფლიო “ამაზონის” სახელით იცნობს.

 

ერთ დროს მხოლოდ წიგნებით მოვაჭრე ინტერნეტ-მაღაზიიდან,“ამაზონი” საცალო ვაჭრობის გიგანტად ტრანსფორმირდა, რომელიც თითქმის ყველა სახის პროდუქციას სთავაზობს საცალო მომხმარებელსა და ბიზნესმომსახურების პროვაიდერებს.

 

ჯეფ ბეზოსის წარმატების ისტორია

გთავაზობს 3 საინტერესო ფაქტს, რომელმაც დიდი როლი ითამაშა მის წარმატებაში.

 

  1. არასდროს ინანო არაფერი

ბანკის პრეზიდენტობის დატოვება, რა თქმა უნდა, ძალიან რთული გადაწყვეტილება იყო, მაგრამ მას ქონდა დიდი სურვილი გაეხსნა კომპანია, რომელიც მილიონობით ადამიანს მოემსახურებოდა.

ბეზოსმა  თქვა, რომ მისი ყველაზე ცუდი გადაწყვეტილება იქნება –  “ამაზონის” არ შეექმნა.

 

  1. დიდი თამაშის თამაში

1995 წელს როდესაც ჯერ კიდევ არ იყო ინტერნეტის ბედი გადაწყვეტილი, მან შექმნა ინტერნეტ მაღაზია, რომელიც თავიდან მხოლოდ წიგნებს ყიდდა. ის, რომ დღეს ამაზონი ერთ-ერთი წარმატებული კომპანიაა, სწორედ გარისკვისა და სინანულის თავიდან აცილების შედეგია.ითამაშე დიდი თამაში

 

“ამაზონის” შექმნის პირველ დღეებში, ბეზოსმა ინვესტორებს განუცხადა, რომ კომპანიის წარმატებას დაჭირდებოდა რამდენიმე წელი და თავიდან ისინი წაგებაზე იმუშავებდნენ.

 

90-იანი წლების ბოლოს, კომპანია სწაფად ვითარდებოდა და მომხმარებელი ძალიან სწრაფად იმატებდა. 2003 წელს კომპანიამ ნახა პირველი მოგება და ბეზოსის ხედვა გამართლდა. მან განაცხადა, რომ წარმატებამდე მისვლა ადვილი არ არის და ბიზნესი, რომ გახდეს მომგებიანი ამას წლები სჭირდება.

 

  1. თუ გინდა იყო ინოვატორი, მზად იყავი შეცდომებისთვის

დღეს “ამაზონი” მსოფლიოში ერთ-ერთი დიდი საცალოა. როდესაც ბეზოსმა კომპანია        დაარსა ეს ინოვაცია და ახალი გამოწვევა იყო. შეიძლება ითქვას, რომ ამ გადაწყვეტილებამ, ბეზოსის ცხორება განსაზღვრა.

 

ერთხელ, ბეზოსმა განაცხადა, რომ თავადაც არ ჯეროდა, რომ კომპანია ამხელა წარმატებას მიაღწევდა. ერთ-ერთ ინვესტორს მან განუცხადა, ”ფულის დაკარგვის შანსი 70%-ია და თუ თქვენ გეშინიათ ამ ფულის დაკარგვა ინვესტიციას ნუ გააკეთებთ”.

 

ბეზოსი ამბობს, რომ ინოვაცია რისკის გარეშე არ არსებობს.

 

დღეს კი 1995 შექმნილი კომპანია “ამაზონზე”, მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, ათობით მილიონი პროდუქტის შეძენაა შესაძლებელი.

ნანახია:(113)-ჯერ


Comments

comments


Related Articles

„მუშტი მოუღერა მას და ხმამაღლა შესძახა… ზუსტად ერთი წლის შემდეგ კი“ …

„1952 წელს ედმუნდ ჰილარის, ევერესტის დალაშქვრის უშედეგო მცდელობის შემდეგ, სთხოვეს სიტყვით გამოსულიყო ინგლისში გამართულ ერთ–ერთ ღონისძიებაზე. ჰილარი გამოვიდა სცენაზე და


„ეს ერთი მიზეზიც საკმარისია იმისთვის რომ რაც შეიძლება მეტი დრო დაუთმოთ სიცილს“

ჩვენი ავადმყოფობების აბსოლუტური უმრავლესობა პირდაპირ თუ ირიბად გამოწვეულია არასწორი სუნთვქვით. ჩვენ ჩავისუნთქვათ სიცოცხლისთვის აუცილებელ ჟანგბადს, ხოლო ამოვისუნთქავთ ნახშირორჟანგს რომელიც ერთგავრი


»ამოცანა, რომელიც ჩემს წინაშე დადგა, მაშინ მეჩვენა განუხორციელებელი» — უილ სმიტის ინტერვიუდან

უილ სმიტი ერთ-ერთ ინტრვიუში ყვება: 12 წლის ვიყავი, როდესაც  მამამ მითხრა თავიდან ამეშენებინა დანგრეული კედელი, რომელსაც უკვე წელიწადნახევარი ვაშენებდი და


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<