„ჯამბაზები“ ოპერის სცენაზე და მსოფლიოში აღიარებული გიორგი გაგნიძე | Jolo.ge


„ჯამბაზები“ ოპერის სცენაზე და მსოფლიოში აღიარებული გიორგი გაგნიძე

„ჯამბაზები“ ოპერის სცენაზე და მსოფლიოში აღიარებული გიორგი გაგნიძე

ათწლიანი პაუზის შემდეგ, თბილისის ოპერისა და ბალეტის სცენაზე ლეონ კავალოს «ჯამბაზები» ბრუნდება. სპეციალურად პრემიერისთვის, მსოფლიოში აღიარებული ბარიტონი გიორგი გაგნიძე ჩამოვიდა.

gagnidzeწარმოდგენის რეჟისორად ამჯერადაც თემურ ჩხეიძე გვევლინება. თეატრის მოწვევით, სპექტაკლის მხატვარი გახლავთ გიორგი-ალექსი მესხიშვილი, სადირიჟორო პულტთან კი დავით კინწურაშვილი და ზაზა აზმაიფარაშვილი იქნებიან.

გიორგი გაგნიძე: „თორმეტწლიანი პაუზის შემდეგ, თორმეტ აპრილს, კვლავ დავდგები ამ სცენაზე. სხვათაშორის ეს პარტია ცნობილ დირიჟორებთან ერთად, შესრულებული მაქვს მეტროპოლიტენში, ლოს ანჯელესსა და ბარსელონაში, მაგრამ ყველაზე ძალიან ახლა ვღელავ. შემოქმედებითი ჯგუფი იმხელა კომფორტს მიქმნის, რომ მეშინია პრემიერამდე არ მოვდუნდე. ზუსტად ვიცი, რომ ჩვენს მსმენელს კარგ სპექტაკლს ვაჩუქებთ“.

თემურ ჩხეიძე: „ისეთ რეჟიმში ვმუშაობთ, რომ დღეში ხანდახან სამი რეპეტიცია გვაქვს. მიხარია, რომ ყველა ძალიან მოწადინებული და მობილიზებულია, მათთან ერთად მუშაობა მიხარია“.

ნინო გონგაძე

ნანახია:(78)-ჯერ


Comments

comments


Tags assigned to this article:
გაგნიძეოპერა

Related Articles

ბაჩო რამიშვილის და ლაშა ღლონტის შემოქმედებითი საღამო

„განცდა მაწერინებს ლექსს, რომელიც ჩემშია და ხანდახან ძალიან მომეძალება, ამ დროს მხოლოდ და მხოლოდ მარტო დარჩენა მშველის საუკთარ პოეზიასთან“ —


ნამუშევრები, რომლებიც საოცარ განწყობას გიქმნიან …

თბილი ფერებით გადმოცემული სათქმელი და ნამუშევრები, რომლებიც საოცარ განწყობას გიქმნიან — ეს კესო გიორგაძის ნახატებია … პოზიტივით დამუხტული თითოეული ტილო, რომ


სალომე ჯაშის ფილმი ნიონის კინოფესტივალზე მთავარი პრიზით დაჯილდოვდა

სალომე ჯაშის ფილმმა «დაისის მიზიდულობა», რომელიც შვეიცარიაში 15-23 აპრილს ჩატარდა, ნიონის საერთაშორისო კინოფესტივალზე Visions Du Reel საკონკურსო პროგრამაში იყო წარდგენილი,


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*