ჯადოსნური ჯოხი — მიეცი სწორი ბრძანება შენს ქვეცნობიერს

ბავშმა ჯადოსნური ჯოხი იპოვა. ზედ დიდი ასოებით ეწერა: „მითხარი ერთი რამ რაც გინდა და აგისრულებო!„
„კოპლებიანი ბურთი მინდაო„ — ინატრა ბიჭმა და მართლაც აუსრულდა ოცნება.
„ვააა, რა მაგარიაო!„- თქვა გახარებულმა ბიჭმა და გადაწყვიტა სხვებიც გაეხარებინა.
გზაზე ხელჯოხიანი კაცი დაინახა.
„პაპა, ჯადოსნური ჯოხი მაქვს, ინატრე რაც გინდა და შეგისრულდებაო!„ — უთხრა თვალებგაცისკრობნებულმა ბიჭმა.
„აბა, რა ვინატრო, შვილო, არ მინდა ხელჯოხით დავდიოდეო„ — თქვა მოხუცმა და ხელჯოხი იმ წამსვე გაქრა.
ბიჭმა იქვე ჯიხურში ნაყინი იყიდა და გამყიდველს უთხრა-„ინატრე ერთი რამ რაც ახლა გინდა და შეგისრულდებათო“
„ახლა ის მინდა, რომ ამ დაწყევლილ ჯიხურში არ ვმუშაობდეო“- თქვა ქალმა და რამდენიმე წუთში ჯიხურის პატრონმა სრულიად უმიზეზოდ სამსახურიდან დაითხოვა ეს ქალბატონი.
„ვააა, მართლა რა მაგარი რამ ყოფილა ეს ჯოხიო„ — თქვა ბიჭმა და სახლში გაიქცა.
„დედი, დედი, ჯადოსნური ჯოხი ვიპოვე, თქვი რა გინდა და მაშინვე შეგისრულებს, ოღონდ მხოლოდ ერთ თხოვნას ასრულებსო„
დედას გაეცინა, მაგრამ ჩურჩულით მაინც ინატრა:
„რა უნდა მინდოდეს, შვილო, მინდა, რომ ამ ქოხში აღარ ვცხოვრობდეო“
ამის თქმა იყო და ქოხი დაინგრა და ჩვენი გმირები უსახლ-კაროდ დარჩნენ.
შეგონება:
ფოკუსირება გააკეთე იმაზე, რაც გინდა და არა იმაზე, რაც არ გინდა.
მიეცი სწორი ბრძანება შენს ქვეცნობიერს და სასწაულიც არ დააყოვნებს.
ბესო კაიშაური
ნანახია:(10831)-ჯერ
Comments
Related Articles
„წუწუნის დროს თქვენ ხდებით მაგნიტი… უსიამოვნებებისთვის“
სიყვარული – შედეგია, სიძულვილი – შედეგია, სიხარული – შედეგია, სევდა – შედეგია, სიმდიდრე – შედეგია, სიღარიბე – შედეგია, ერთგულება –
„უნდა შეეგუოთ, რომ ადამიანების დიდი ნაწილი დაუნახავია“…
დაიმახსოვრეთ, იცოდეთ, უნდა შეეგუოთ, რომ ადამიანების დიდი ნაწილი დაუნახავია. ვერ ხედავს სიკეთეს, კეთილგანწყობას, განა იმიტომ, რომ არ უნდა დაინახოს, ვერ
„განსაცდელი“ — დავსვათ მთავარი კითხვები და… ვიპოვოთ მთავარი პასუხები …
ადამიანის ცხოვრებაში დგება დრო, როდესაც მას უჩნდება ერთი მარტივი და მთავარი კითხვა: «ვინ ვარ მე?», ან «რისთვის ვარ აქ?…» არა