იყავით საკუთარი რეალობის ალქიმიკოსები! 

by admin | Февраль 7, 2019 14:02

გადარჩენა, ჯანმრთელობა, ენერგია, შეუძლებელია სიყვარულის გარეშე.

მოდის რაღაც კრიტიკული სიტუაცია, ანუ რაღაც ისე არ მიდის როგორც თვქენ გინდათ. ამ სიტუაციაში ძალიან მნიშვნელოვანია რომ შეინარჩუნოთ სიყვარული. გაუგზავნეთ თქვენს მეგობრებს, ახლობლებს , უცნობებს სიყვარული, გაიმეორეთ ხშირად გონებაში «მიყვარხარ».

ნუ დაიწყებთ განსჯას და მსჯელობას — ნახე ის როგორი ადამიანია! რა ჩაიდინა! როგორ იმოქმედა! გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი სიტუაცია რასაც ხედავთ არის იმისთვის რომ გიყვარდეთ.

უნდა გიყვარდეთ ყველა! მეგობრები, ქურდები, ყაჩაღები, მატყუარები, ყოფილი მეგობრები, ყოფილი სექსუალური პარტნიორები, საწინააღმდეგო მოსაზრების მქონდე ადამიანები, სხვა ეროვნების ადამიანები, სხვა რელიგიის ადამიანები. უკლებლივ ყველა!

სიყვარული არის კანონი, რომელიც შეიძლება დაირღვეს განსჯით, ბედის უკმაყოფილებით, სხვა ადამიანების უკმაყოფილებით, საკუთარი თავის უკმაყოფილებით, «უსამართლობის განცდით».

სიყვარული არის გაცემა, დათმობა.

გაცემა რა არის? გაცემა არის მიღება იმავწამიერ ფაქიზ დონეზე. ფიზიკურ დონეზე, მიღება შეიძლება მოხდეს გარკვეული დროის შემდეგ, რადგან აქ ეს პროცესი შენელებულია.

რა უნდა გასცეთ? რაც გაქვთ და რაც შეგიძლიათ — სიყვარული, ენერგია, ფული, ცოდნა, ფიზიკური დახმარება და ა.შ. «რასაცა გასცემ შენია».

დააკვირდით რას გასცემთ?  იმუშავეთ საკუთარ თავზე ამგვარად და რეალობა თვქენს გარშემო გადაკეთდება. იყავით საკუთარი რეალობის ალქიმიკოსები! 

Giorgi Quparashvili

ნანახია:(181)-ჯერ


Comments

comments

Source URL: http://www.jolo.ge/iyavit-sakutari-realobis-alqimikosebi/