„იყავით ის, ვინც ხართ და გიყვარდეთ ის, რაც გიყვართ“… | Jolo.ge


„იყავით ის, ვინც ხართ და გიყვარდეთ ის, რაც გიყვართ“…

„იყავით ის, ვინც ხართ და გიყვარდეთ ის, რაც გიყვართ“…

1991 წელს, სკოლის მასწავლებელმა იულიამ სტენჰოპმა რამდენიმე წარმატებულ ადამიანს მისწერა წერილი და სთხოვა აღეწერათ ის დაბრკოლებები, რომლებიც ცხოვრებაში შეხვდათ და აეხსნათ, როგორ მოახერხეს მათი დაძლევა. ის ამავდროულად აგროვებდა მიღებულ წერილებს და თავის მოსწავლეებს უკითხავდა.

წერილი, რომელიც სტენჰოპმა რეი ბრედბერისაგან მიიღო.

ძვირფასო იულიამ სტენჰოპ,
ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება 9 წლის ასაკში მივიღე..

1929 წელი იყო, მეხუთე კლასში ვსწავლობდი და ბაკ როჯერსის კომიკური პოსტერების შეგროვებით ვიყავი გატაცებული. ჩემი განსხვავებული ქცევა ზოგიერთ თანაკლასელში უარყოფით რეაქციებს იწვევდა და ისინი დამცინოდნენ.. მე კი, ამის გამო, ერთ დღეს ავდექი და პოსტერები დავხიე.

ამის შემდეგ, ერთი კვირაც არ იყო გასული, რომ მოულოდნელად თვალებიდან ცრემლები წამსკდა. რატომ ვტირივარ? – ვფიქრობდი მე. ვინმე გარდაიცვალა? შენ – იყო პასუხი – შენ საკუთარი მომავალი მოკალი. და ახლა რა შემიძლია გავაკეთო? ისევ დავიწყო როჯერსის პოსტერების შეგროვება? შევიყვარო საკუთარი მომავალი?! ასეც მოვიქეცი და ამის შემდეგ ყურადღებას აღარ ვაქცევდი რას ამბობდნენ ჩემი წყეული და იდიოტი კლასელები.

და რა ვისწავლე აქედან? ვიყო ის ვინც ვარ და არავის და არასოდეს მივცე ნება, რომ ჩემს ცხოვრებაში ჩაერიოს. გააკეთეთ იგივე.. იყავით ის, ვინც ხართ და გიყვარდეთ ის, რაც გიყვართ.


საუკეთესო სურვილებით,
რეი ბრედბერი.

ნანახია:(533)-ჯერ


Comments

comments


Tags assigned to this article:
რეი ბრედბერი

Related Articles

გარემო, რომელიც თქვენს გარშემოა დღეს, არის სარკე იმისა, რა იქნება თქვენს ცხოვრებაში ხვალ…

არაერთი ადამიანი მწერს, რომ უჭირს გამკლავება ნეგატიურ ადამიანებთან, რომლებთანაც იძულების წესით უწევს ურთიერთობა…. ჯადოსნური ჯოხის ეფექტის მქონე რეცეპტი, მართლაც არ


როდესაც დეტალები მნიშვნელოვანია

საინტერესო ისტორია მინდა მოგითხროთ. შეიძლება ვინმეს გამოადგეს სხვების გამოცდილება. მაშ, ასე საუდის არაბეთში გაემგზავრა კოლას მსხვილი სარეკლამო კომპანიის წარმომადგენელი, რათა


ტესტი კონცენტრაციაზე

რამდენად კონცენტრირებული, დაკვირვებული და მომთმენი ხართ?   დავალება:   მოსაძებნია  რიცხვები1-დან 90-მდე, მხოლოდ ერთმანეთის მიმდევრობით.   თუ თქვენ დავალებას გაუმკლავდით  შემდეგი


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*