იყავით არწივი და არა იხვი | Jolo.ge


იყავით არწივი და არა იხვი

იყავით არწივი და არა იხვი

ნომერი პირველი ფინანსური კონსულტანტი ევროპაში, ცნობილი მწერალი და ბიზნესმენი, ტაიმ-მენეჯმენტისა და ფინანსების მართვის უბადლო სპეციალისტი ბოდო შეფერი არაორდინარული აზროვნებით გამოირჩევა, რის გამოც მას ”ფინანსური მოცარტი” უწოდეს.

მისი სემინარები წარმატებით ტარდება, ხოლო ნაშრომები დიდი პოპულარობით სარგებლობს მთელს მსოფლიოში და ბევრისთვის სასწავლო სახელმძღვანელო გახდა ფინანსურ და დროის მართვის საკითხებში.

მცირე ექსკურსი მის ერთ-ერთ ნაშრომში, რომელიც შეიძლება თქვენთვის ბევრის მთქმელი, საინტერესო და რაც მთავარია სასარგებლო აღმოჩნდეს.

მან ადამიანები ცხოვრების წესის მიხედვით ორ ნაწილად დაყო — იხვები და არწივები. თუ ზედაპირულად შევხედავთ, იხვი ჰგავს არწივს, მაგრამ სინამდვილეში მათ შორის დიდი განსხვავებაა.

პარალელები:

იხვები ამბობენ — ”მე არ შემიძლია ჩემს თავს ამის უფლება მივცე!”, არწივები კითხულობენ-”რა გავაკეთო, რომ ჩემს თავს ამის უფლება მივცე?”

იხვები პესიმისტები, არწივები კი ოპტიმისტები არიან;

იხვები ერთმანეთს ნეგატიურ შთაბეჭდილებებს უზიარებენ, მაშინ როცა არწივები მხოლოდ პოზიტიურ, დადებით საკითხებზე საუბრობენ;

იხვები მხოლოდ სავალდებულო, აუცილებელ მოთხოვნებს და საქმეებს ასრულებენ. არწივები ნემსის ყუნწში ძვრებიან, რომ გააკეთონ იმაზე მეტიც კი, რასაც მათგან არავინ არ ითხოვს;

იხვები ნელა მუშაობენ, მათი დევიზია ”მე სამსახურში ვარ და არა მარათონზე”. არწივები ყველაფერს რაც შეიძლება სწრაფად ასრულებენ.

იხვებმა ყველაფერი ყოველთვის სხვებზე კარგად იციან და მუდამ შეუძლიათ მოძებნონ მიზეზი, რათა არაფერი გააკეთონ. არწივებს შეიძლება ყველაფერი შეასწავლო, ისინი სწრაფად ითვისებენ და აკეთებენ ყველაფერს, რაც საჭიროა;

იხვები ეძებენ მიზეზს — არწივები გამოსავალს;

იხვები არ იღებენ თავს თავზე არანაირ რისკს, არწივებს ხანდახან ეშინიათ, მაგრამ მიუხედავად ამისა მოქმედებენ. ისინი უფრო მამაცები არიან.

იხვები დილის ცხრა საათიდან საღამოს ექვს საათამდე მუშაობენ, არწივები დილის ექვსი საათიდან საღამოს ათ საათამდე;

იხვები ყველა შესაძლებლობაში პრობლემას ეძებენ, არწივები პრობლემაში შესაძლებლობას პოულობენ;

იხვები ცუდად მოიხსენიებენ მათ ვინც მათ გვერდით არ იმყოფება, არწივები მხოლოდ კარგს ლაპარაკობენ ან დუმან;

იხვებს ჩვეულებრივ ჭირდებათ დრო, გადაწყვეტილების მისაღებად, მაგრამ მათ შეუძლიათ მალევე გადაიფიქრონ. არწივები მალე იღებენ გადაწყვეტილებას რადგან მათი ღირებულებები სუფთაა, ისინი ენდობიან საკუთარ ინტუიციას;

იხვები ყურადღებას ამახვილებენ სიძნელეებზე, არწივები საძნელეების დაძლევის გზებზე;

იხვები დიდი ხნის განმავლობაში, ან საერთოდ არ ივიწყებენ უსამართლო მოპყრობას, არწივები მალე პატიობენ;

იხვები ელოდებიან როდის დააპურებენ და თუ საკმარისს ვერ მიიღებენ — ყიყინებენ. არწივები თვითონ მოიპოვებენ იმას, რაც ჭირდებათ;

იხვებს უყვართ ის, რაც უკვე გააჩნიათ, არწივები უქმნიან საკუთარ თავს იმას, რაც სურთ;

იხვები მალე აღეგზნებიან, ხშირად წვრილმანების გამო, რადგან ამ დროს გრძნობენ, რომ ცოცხლობენ. არწივები არც წვრილმანებს და არც საკუთარ თავს სერიოზულად არ აღიქვამენ;

იხვები აკრიტიკებენ გარემოებებს, არწივები ცვლიან მათ;

წყარო: aura.ge

ნანახია:(165)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

„გაუფრთხილდი დროს, იყავი ბედნიერი და დაინახე სასწაული“…

შენი მისია ყველა ადამიანს თავისი დანიშნულება აქვს დედამიწაზე. ბედნიერია ის, ვინც მიხვდება თავის მისიას. შენ მოგეცა დრო, შეიმეცნო და შეიგრძნო,


„არ უნდა აყვე ნეგატიურ ფიქრს, თორემ ჩათრევა იცის“…

ხანდახან ცხოვრებამ აზრი თუ დაკარგა, არაუშავს, ყუდაღება არ მიაქციოთ. ეს ემოცია მოსდით ხოლმე ადამიანებს. ამ დროს სული სიცარიელეს განიცდის. თუ


10 საოცარი რამ, რასაც ფინანსურად წარმატებული ადამიანები სხვაგვარად აკეთებენ

გთავაზობთ იმ საკითხების ჩამონათვალს, რასაც ფინანსურად წარმატებული ადამიანები აკეთებენ და რაც მათ საშუალებას აძლევს ცხოვრებაში ბევრს მიაღწიონ. ჩვენს საზოგადოებაში ფინანსურად


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*