„იყავით ბედნიერი დღეს “- ხათუნა მუზაშვილი | Jolo.ge


„იყავით ბედნიერი დღეს “- ხათუნა მუზაშვილი

„იყავით ბედნიერი დღეს “- ხათუნა მუზაშვილი

…ბათუმში, რედისონის უკან, ნაგვის ბუნკერების გადასწვრივ, ნანგრევებში ერთი კაცი ცხოვრობს….
…ისე, ცხოვრობს თუ ისვენებს ვერ გეტყვით, მაგრამ უკვე რამოდენიმე დღეა აქ რომ ძინავს ნამდვილად ვიცი — პატარა გადახურული აქვს მოწყობილი და მისი ბინაც ეს არის….
…საკმაოდ კარგად აწყობილი სხეული აქვს, გტძელი წვერი, ყურსასმენები უკეთია და ნაგვის ბუნკერიდან ამოღებული ნადავლით საუზმობს ხოლმე…

…დღეს სისხამ დილით ნაგავში გაუხსნელი ჩიფსების შეკვრა იპოვნა და არაჟანი, რომლის ვადასაც დიდხანს აკვირდებოდა — ცოტა ხანში აცეკვდა და ცეკვა-ცეკვით შეუდგა თავის მოპოვებულ საუზმეს……ისეთ ფანტასტიურ ხასიათზე იყო, რომ გულწრფელად მომინდა მეც მასეთ ხასითზე ვყოფილიყავი ….

..მისი «ბინის» გადასწვრივ, რედისონის მთავარი შესასვლელიდან კი ამ დროს უჟმური სახეებით და ზანტი ნაბიჯებით მიიზლაზნებოდნენ ზღვისაკენ ისინი, ვისაც ზღვაზე წასვლა არ დაეზარა დღეს….
…ასე რომ ნუ დაელოდებით, როდის გექნებათ «ბევრი ფული», 5*****ანი დასვენება, «კარგი» მანქანა, «ყველაზე მაგარი » საცურავო კოსტუმი……
…იყავით ბედნიერი დღეს ….
უბრალოდ ბედნიერი იმით რომ ხართ, რადგან თუ «საწყალი » ხარ სადაც არ უნდა წახვიდე, რაც არ უნდა ჩაიცვა, სადაც არ უნდა ისადილო, საწყალი იქნები….

P.S.
ისე თუ მოწყენაა, ჯობია ბენტლიში მოიწყინო , ვიდრე ავტობუსში….მაგრამ….

სულ სხვა რამ მინდოდა მეთქვა: —
სიხარული მინდა გისურვოთ …ხალასი, ცოცხალი, ბავშვური….როცა ყველაფერი გახარებს მზე, ზღვა , ლამაზი სახეების დანახვა….ქუჩები…
…ულევ სიხარულს გისურვებთ

ხათუნა მუზაშვილი

ნანახია:(285)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

გონებრივად ჩამორჩენილი ბიჭი დედამ გენიოსად აქცია!

ერთხელ, სკოლიდან შინ დაბრუნებულმა პატარა თომას ედისონმა, დედას მასწავლებლის წერილი გადასცა. დედა წერილის წაკითხვისთანავე ატირდა,  შემდეგ კი ბავშვს ხმამაღლა წაუკითხა:


სამასმეერთე მილიონერი და ბიძინას დილა

გიცდიათ როდესმე ცხოვრების შეცვლა და „თქვენს ჭკუაზე“ დალაგება? მოსახლეობის 88 პროცენტს ერთხელ მაინც ჰქონია მსგავსი მცდელობაო, — გვეუბნებიან სტატისტიკოსები. შედეგი?


რა განსაზღვრავს ადამიანის წარმატებასა და ბედნიერებას

«არ აქვს მნივნელობა რას ფიქრობ :თვლი, რომ რაღაც შეგიძლია, თუ თვლი რომ რაიმე არ შეგიძლიია. ორივე შემთხვევაში მართალი ხარ……» ჩვენი


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*