იყავი ბედნიერი აქ და ახლავეე! | Jolo.ge


იყავი ბედნიერი აქ და ახლავეე!

იყავი ბედნიერი აქ და ახლავეე!

ხშირად ადამიანებს არა თავად ბედნიერება სწადიათ, არამედ უნდათ რომ უბრალოდ ბედნიერ ადამიანებად მოსჩანდნენ ისინი გარედან….

„ერთი „იმის „ სახე დამანახა, როცა გაიგებს რომ —
კარგად ვარ,
გავთხოვდი, 
მანქანა ვიყიდე,
მალდივებზე ვისვენებ,
ხარისხი დავიცავი….. რეიტინგებით პირველ ადგილზე დგას სამწუხაროდ:)
ამიტომაც….
ადამიანები ფსევდო გამაბედნიერებელი მოვლენების შექმნაში, კატასტროფულად ბევრ დროს ხარჯავენ, და ამასობაში წუთითაც არ სცალიათ დაფიქრდნენ და შეიგრძნონ — იქნება და მოვიდა უკვე ფეხაკრეფით ბედნიერება???

დღეს დილიდან დავეთანხმე ჟიულ ვერნს, რომ ბედნიერების სახლის აშენებას თუ შეუდგებოდით, მის ყველაზე დიდ ნაწილს მოსაცდელი დარბაზი მოიცავდა — ბედნიერებისათვის ვითომდა აუცილებელი მოვლენების მოსაცდელი დარბაზი 🙂
სინამდვილეში კი, ბედნიერება საათივითაა — რაც უფრო მარტივია მექანიზმი, მით უფრო გამძლე და საიმედო.

იყავი ბედნიერი აქ და ახლავეე!

***

…რა ძალიან მაგარი განცდაა, როცა უცებ იღებ გადაწყვეტილებას, რომ სადაც არ მოგწონს, იქ შენი ფეხი აღარ იქნება :))))

იუ ჰუუუუუ!!!!
მაგრამ, სამწუხაროდ დროის გაწერილი განრიგით ცხოვრებისას, გავიწყდება დააფიქსირო, თუ რა გინდა და რა არა…..ჩვეულ წრეზე დადიხარ თითქოს…..

ეს ძალიან გავს რაღაც რომ გაწუხებს მთელი დღე…..და არ უგდებ ყურს…არ ყვები უარყოფით ემოციებს….
საღამოს სახლში მიდიხარ, იხდი ფეხზე და სიამოვნებისაგან დნები — თურმე ფეხსაცმელი გიჭერდა….

.აი ამის მსგავსი განცდაა, როცა ენდორფინების ჯარი მოგეახლება, რადგან, ზუსტად იცი, რომ შენ აღარ იმსახურებ იმას, რაც დღეს გადაწყვიტე, რომ აღარ გეკუთვნის: )))))

ხათუნა მუზაშვილი, ფსიქოლოგი

ნანახია:(165)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

10 საშუალება ტვინის გაზარმაცების და დეგრადაციის თავიდან ასარიდებლად

ალბათ შეამჩნევდით, რაც უფრო გემატებათ ასაკი, მით უფრო ნაკლებად ცდილობთ დაძაბოთ ტვინი და ერიდებით საქმეს, რომელსაც მიუჩვეველი ხართ. თქვენ გირჩევნიათ


ისინი დაიზარდნენ… ერთი მეფე გახდა, მეორე – მათხოვარი…

არის ასეთი იგავი ორი ბავშვობის მეგობრის შესახებ. ისინი დაიზარდნენ. ერთი მეფე გახდა, მეორე – მათხოვარი. მრავალი წლის შემდეგ ისინი კვლავ


ჭკვიანები, ძლიერები, ლიდერები! 

არწივი მონოგამიური ფრინველია, ერთ მეწყვილეს ირჩევს და ვიდრე­ ორივე ცოცხალია, ერთად არიან, მაგრამ მეწყვილე თუ მოკვდება, მის ადგილს სხვა დაიკავებს. 


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*