10 ივნისს, კლუბ „Number 13”-ში ნუკრი კაპანაძის საღამო გაიმართება

by admin | Май 21, 2017 17:52

„ვიმღერებ იმ სიმღერებს, რომელიც მიყვარს და რომელიც ასე შეიყვარა მსმენელმა“ — ამბობს ბევრისთვის საყვარელი მომღერალი ნუკრი კაპანაძე, რომელიც კონცერტისთვის ემზადება. „შეხვედრა ნუკრისთან“ 10 ივნისს, კლუბ „Number 13”-ში გაიმართება. როგორც მომღერალმა განაცხადა, რეპერტუარი მრავალფეროვანი იქნება. ცნობილ სიმღერებთან ერთად გაჟღერდება ახალი სიმღერებიც, რომლებიც საზოგადოებას ჯერ არ მოუსმენია.

ნუკრი კაპანაძე: „ჩემი ახალი რეპერტუარი ითხოვს მაყურებლის სიახლოვეს, რომელსაც ელაპარაკები და თვალებში უყურებ. დიდი სცენა რა თქმა უნდა კარგია, მაგრამ შორს როცა ხარ მაყურებლისგან თავს ცუდად ვგრძნობ. 10 ივნისს, ბევრი სიმღერა იმპროვიზირებულად იქნება შესრულებული, გაჟღერდება ახალი სიმღერები და ისეთებიც, რომლებიც მაყურებელს უყვარს. ამ საღამოს ვიქნები ძალიან გულწრფელი, ისეთი როგორიც ცხოვრებაში ვარ“.

მომღერალი თავის მრავალფეროვან რეპერტუარს, განსხვავებულ გარემოში პიანისტ ნინო გულიაშვილთან და კომპოზიტორ ნინო ჩხიკვაძესთან ერთად წარმოადგენს.

10 ივნისი, 21:00 სთ

ბილეთის ფასია 30 ლარი.

მის: .ახვლედიანი 13 (პეროვსკაია) კლუბი «Number 13»

ტელ: 555-42-42-90

 

ნანახია:(54)-ჯერ


Comments

comments

Source URL: http://www.jolo.ge/ivniss-klub-number-nukri/