10 ივნისს, კლუბ „Number 13”-ში ნუკრი კაპანაძის საღამო გაიმართება | Jolo.ge


10 ივნისს, კლუბ „Number 13”-ში ნუკრი კაპანაძის საღამო გაიმართება

10 ივნისს, კლუბ „Number 13”-ში ნუკრი კაპანაძის საღამო გაიმართება

„ვიმღერებ იმ სიმღერებს, რომელიც მიყვარს და რომელიც ასე შეიყვარა მსმენელმა“ — ამბობს ბევრისთვის საყვარელი მომღერალი ნუკრი კაპანაძე, რომელიც კონცერტისთვის ემზადება. „შეხვედრა ნუკრისთან“ 10 ივნისს, კლუბ „Number 13”-ში გაიმართება. როგორც მომღერალმა განაცხადა, რეპერტუარი მრავალფეროვანი იქნება. ცნობილ სიმღერებთან ერთად გაჟღერდება ახალი სიმღერებიც, რომლებიც საზოგადოებას ჯერ არ მოუსმენია.

ნუკრი კაპანაძე: „ჩემი ახალი რეპერტუარი ითხოვს მაყურებლის სიახლოვეს, რომელსაც ელაპარაკები და თვალებში უყურებ. დიდი სცენა რა თქმა უნდა კარგია, მაგრამ შორს როცა ხარ მაყურებლისგან თავს ცუდად ვგრძნობ. 10 ივნისს, ბევრი სიმღერა იმპროვიზირებულად იქნება შესრულებული, გაჟღერდება ახალი სიმღერები და ისეთებიც, რომლებიც მაყურებელს უყვარს. ამ საღამოს ვიქნები ძალიან გულწრფელი, ისეთი როგორიც ცხოვრებაში ვარ“.

მომღერალი თავის მრავალფეროვან რეპერტუარს, განსხვავებულ გარემოში პიანისტ ნინო გულიაშვილთან და კომპოზიტორ ნინო ჩხიკვაძესთან ერთად წარმოადგენს.

10 ივნისი, 21:00 სთ

ბილეთის ფასია 30 ლარი.

მის: .ახვლედიანი 13 (პეროვსკაია) კლუბი «Number 13»

ტელ: 555-42-42-90

 

ნანახია:(53)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

ზურა ყიფშიძე, ლევან უჩანეიშვილის სპექტაკლში ბროდვეიზე

თეატრმა ნოსტალგია იცის, წყურვილი… თქვა მსახიობმა და ალბათ, სწორედ ეს არის მთავარი „დამნაშავე“ იმაში, რომ ლევან უჩანეიშვილი სპექტაკლს დგამს, ამ


თხუთმეტი წლის პიანისტი სანდრო ნებიერიძე გრან-პრის მფლობელი გახდა

ახალგაზრდა პიანისტთა პირველი საერთაშორისო კონკურსის «Grand Piano Competition» გრან-პრის მფლობელი თხუთმეტი წლის პიანისტი და კომპოზიტორი სანდრო ნებიერიძე გახდა. სანდრო ნებიერიძე


„ეს იქნება თავიდან ბოლომდე ცოცხალი შესრულება“ — 30 ივნისს, გიგი ადამაშვილის სოლო კონცერტი

30 ივნისს, „თბილისის არტ-ჰოლში“ მომღერალ გიგი ადამაშილის სოლო კონცერტი გაიმართება. პროგრამა მრავალფეროვანი იქნება, მომღერალი საათნახევრის განმავლობაში შეასრულებს როგორც უცხოურ, ასევე


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*