იტალიელი ტურისტის გულისამაჩუყებელი წერილი საქართველოზე | Jolo.ge


იტალიელი ტურისტის გულისამაჩუყებელი წერილი საქართველოზე

იტალიელი ტურისტის გულისამაჩუყებელი წერილი საქართველოზე

სოციალურ ქსელში იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი იტალიელი ტურისტის მიერ საქართველოს შესახებ დაწერილ წერილს აქვეყნებს, რომელიც ნამდვილად გულისმაჩუყებელია:

 

„დღემშვიდობისა ყველა მკითხველს! მე მქვია სტეფანია და 5 თვე ვიმუშავე და ვიმოგზაურე საქართველოში, ქვეყანაში, რომელზეც თითქმის არაფერი გვსმენია და ბევრ ჩვენთაგანს გაუჭირდება წარმოიდგინოს სადაა გეოგრაფიულად, ჩემი ჩათვლით.

საქართველო ძალიან პატარა ქვეყანაა დაახლოებით 4 მილიონი მოსახლეობით, ევროპისა და აზიიის გასაყარზე, სამწუხაროდ ცნობილი 2008 წლის საქართველო-რუსეთის ომით. სიტუაცია ძალიან მშვიდია, არანაირი საშიშროება არაა ქვეყანაში და სწორედ ამიტომ გირჩევთ ნახოთ საქართველო, რომელიც ბევრი რამით ჰგავს სამხრეთ იტალიას… ადგილმდებარეობით, ტემპერამენტით. ესაა ხალხი, რომელიც სიყვარულს და პატივისცემას განახებთ.

ის, რომ იტალიელი ვიყავი, ანუ სტუმარი, ბევრ რამეში ვიგრძენი, მაგრამ ეროვნების მიუხედავად, ტურისტი საქართველოში არის მეფე. როგორც კი ჩავედი საქართველოში, ყველაფერი სხვანაირად მომეჩვენა, მოულოდნელი იყო, დაწყებული პეიზაჟებიდან.

წარმოუდგენელია, რომ ასეთ პატარა ქვეყანას, რომლის აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე გასავლელად მხოლოდ 6 საათია საჭირო, აქვს ამდენი საოცრება: კილომეტრობით სანაპიროები შავი ზღვისა, 2500 მეტრზე მაღალი მთები, მთების ჯაჭვი, ულამაზესი კავკასიონი, მდინარეები და ნაკადულები აყვავებულ ტყეებში, უდაბნო, ძალიან თანამედროვე მეტროპოლი თბილისი, ტბები და თერმული წყლები… მოკლედ,ყველაფერი, რაც შეიძლება ინატრო დასასვენებლად წასულმა ადამიანმა.

ესაა კარგი საქართველოში, საკმარისია გაიარო რამდენიმე კილომეტრი და შეიცვალო ჰაერი და სულ სხვა ადგილზე მოხვდე. მაგრამ ყველაზე უფრო რამაც მომხიბლა, ეს ისინი არიან, ჩვენი ბიძაშვილი ქართველები. ვფიქრობ, არასოდეს შემხვედრია მათნაირი კეთილი, სიმპატიური და ხელგაშლილი ხალხი. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მძიმე ეკონომიკური პერიოდი აქვთ, აბსოლუტურად ყველა ქართველი (განსაკუთრებით სოფლებში) მზადაა შესთავაზოს სტუმარს ყველაფერი: დასაძინებელი ადგილი, საკვები, ღვინო, რამდენსაც დალევთ))) მეგობრობა და დახმარება.

ხშირი შემთხვევაა სადილებზე დაპატიჟების, გთავაზობენ უამრავ ღვინოს, ჭაჭას(როგორც ჩვენი არაყი,ოჯახებში დამზადებული) , დაუსრულებელი სადღეგრძელოები და ცეკვა-სიმღერა. თუმცა, რაც იქ ღვინო ისმება, ადამიანი ეშვება და მხიარულობს. არასოდეს ცხოვრებაში ისე არ გავრთობილვარ, როგორც იქ. ენით აღუწერელია მათი მზრუნველობა და პატივისცემა სტუმრების მიმართ. ჩემი ერთ-ერთი შვედი თანამშრომელი, რომელმაც წყალი ითხოვა ერთ ოჯახში, სადილზე მიიწვიეს, მერე ავახშმეს, იქ დააძინეს და მეორე დღეს შვილის ქორწილშიც კი დაპატიჟეს)) და ეს ყველაფერი მხოლოდ ჟესტების ენაზე.

…დაუჯერებელია. ქართველები დიდ პატივისცემას გამოხატავენ ქალების მიმართ. მარტო ვმოგზაურობდი ქვეყანაში და არასოდეს მიგრძვნია თავი ასე დაცულად და მშვიდად. სტუმრებს ფულს არ ახდევინებენ, მიწევდა ხოლმე კინკლაობა ამის გამო, მაგრამ ბოლოს მაინც ისინი იმარჯვებენ და შენ არასოდეს არ იხდი.


საოცარია, როგორ ატარებენ მანქანას… რამდენჯერ შემშინებია, როცა მიმგზავრია მაქნანით, მაგრამ მადლობა ღმერთს, ცოცხალი ვარ. ავტობუსით მგზავრობაც პოტენციურად საშიშია… ჩვენს შორის ითქვას, არ იციან მანქანის მართვა))))) არასოდეს გამოთქვათ საყვედური, თორემ უარესად ატარებენ. ნამდვილი გიჟები არიან საჭესთან. „ლადა“ და „ვოლგა“, 50 წლის მანქანები ახლაც გამოიყენება, საყვირის ხმა ისმის განუწყვეტლივ…. მუხრუჭის ნაცვლად კლაქსონს იყენებენ. მიუხედავად ამისა, ავარია არსად მინახავს.


საბჭოთა კავშირის პერიოდში საქართველოს რუსეთის ბაღს ეძახდნენ, რადგან აქ ყველაფერი მოდიოდა: ციტრუსი, ჩაი, სხვადასხვა ბოსტნეული, რომელსაც როგორც იქნა ნამდვილი გემო აქვთ, ღვინო, თაფლი, ლიქიორები, სიმინდი…

 

იტალიაში დაბრუნება მძიმე იყო, მაგრამ ნაოცნებარი. საქართველოში მუშაობა ნიშნავს დიდ საქმეს: კომუნიზმის წლების შემდეგ, ქართველებს არ აქვთ თვითინიციატივა, კონკრეტული უნარები და ეს ყველაფერი მათთვის ძალიან რთულია. საინტერესო ტური მქონდა. ყველას გირჩევთ საქართველოს ნახვას რომ იცხოვროთ ყოველდღიურ ემოციებსა და სიგიჟეებში ჩვენს გადარეულ ქართველ ბიძაშვილებთან. დასთანხმდით აურაცხელ მიწვევებს აბსოლუტური სიმშვიდით. არ ინანებთ.»

 

თარგმანის ავტორი: მანანა გიგანი

ნანახია:(87)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

ტაილანდის სამი კუნძული ტურისტებისთვის დაიკეტა

  ცოტა ხნის წინ ტაილანდის მთავრობამ განცხადება გააკეთა, რომლის თანახმად უნიკალური თეთრი ქვიშის განადგურებისგან დაცვის მიზნით ტაილანდის სამი კუნძული ტურისტებისთვის


რა შედეგი აქვს ღამით ერთი ჭიქა წყლის დალევას?

აუცილებლად წასაკითხი! ყოველთვის არსებობს ისეთი რამ, რის შესახებაც არაფერი ვიცით… იცით თუ არა რატომ უნდებათ ადამიანებს ჭარბი რაოდენობით შარდვა ღამის


3 მიზეზი, რაც ახალი სიყვარულის პოვნაში ხელს გიშლით

საყვარელ ადამიანთან დაშორების შემდეგ ახალი სიყვარულის პოვნის ბევრ ადამიანს ეშინია. გადის წლები და მამაკაცი თქვენს ცხოვრებაში არ შემოდის, რასაკვირველია ეს


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*