ის რაც თავდაჯერებულობას გმატებთ | Jolo.ge


ის რაც თავდაჯერებულობას გმატებთ

ის რაც თავდაჯერებულობას გმატებთ

თავდაჯერებულობა ადამიანის შინაგანი ხმაა. შინაგანი რწმენა საკუთარი შესაძლებლობების, რომელიც გამოიხატება ადამიანის გარეგნობაში, სახის გამომეტველებაში, ჟესტიკულაციაში, სხეულის პოზიციაში, მიმიკაში, საუბრის მანერაში, ხმის ტემბრში, საუბრის ტონში და ა.შ. თავდაჯერებული ადამიანი ფეხზე მყარად დგას, სამყარო მისთვის კომფორტული და მეგობრული გარემოა. აქვს თვითრწმენა, ის კონტაქტშია საკუთარ სხეულთან და ემოციებთან. სწორედ ამ თვისებებს მოაქვს მისთვის წარმატება სოციუმსა და ცხოვრებაში.

ალფრედ ადლერმა თავდაჯერებულობის ნაკლებობას, არასრულფასოვნების კომპლექსი უწოდა, რომელიც საკუთარი არასრულფასოვნების განცდიდან არის წამოსული, რაც ბავშვობაში ძლიერია. ბავშვი დამოკიდებულია სხვებზე, მას არ აქვს საკმარისი გამოცდილება, რომ ადეკვატურად შეაფასოს საკუთარი თავი, ამიტომ მისი შეფასებები მთლიანად სხვების შეფასებებიდან გამომდინარეობს. დროთა განმავლობაში თვითშეფასება უფრო მეტად საკუთარ გამოცდილებას უნდა დაეყრდნოს, მაგრამ თუ ოჯახის გავლენა დიდია, შესაძლოა ბავშვმა დასკვნები მათი უკუკავშირიდან გამოიტანოს.

თავდაჯერებულობისთვის მნიშვნელოვანია წინ გადადგმული ნაბიჯი. იმოქმედეთ! განვითარდით! გახდით იმაზე კარგი ვიდრე გუშინ იყავით და ერთადერთი ადამიანი ვისაც შეგიძლიათ შეედაროთ მხოლოდ საკუთარი თავია. დაკავდით საყვარელი საქმიანობით. როგორი რთულიც არ უნდა გეჩვენებოდეთ ბოლომდე მიიყვანეთ ყველა დაწყებული საქმე. ეს თავდაჯერებულობას მატებს.ისწავლე ნელა საუბარი, და თვალებში შეხედე თანამოსაუბრებს. კვლევებიდან ვიცით, რომ ნელა და გარკვევით მოსაუბრე ადამიანი უფრო თავდაჯერებულად აღიქმება სხვების თვალშიც.

ბედნიერება თავდაჯერებულობის განუყოფელი ნაწილია. შეეცადეთ სამყარო თქვენს გარშემო გახადოთ უფრო ლამაზი და ფერადი. გაეცით პოზიტივი. პოზიტივს ყოველთვის შეუძლია ყველაფერი შეცვალოს დადებითისკენ. გაიღიმეთ, ღიმილი არამარტო თქვენ გაგრძნობინებთ თავს უკეთესად, არამედ სხვებისთვისაც უფრო კომფორტულს გახდის თქვენთან კომუნიკაციას.

☀️😍💝✨🎊🌷🎉😇💝

დანილა გოგია — გოგსაძისა, ფსიქოლოგი

 

ნანახია:(363)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

„შენ შეგიძლია შექმნა მეტი ნათელი და სიბნელე დაიკლებს“

„ყოველი განსაცდელი — გაკვეთილია… ადამიანს, რომელსაც დღეს ვერ უთხარი „მიყვარხარ“, ხვალ შესაძლოა იყოს ძალიან გვიანი“ — ამბობს ფსიქოლოგი ხათუნა მუზაშვილი.  ხათუნა მუზაშვილი: „ცხოვრება


„302 უარიიი — სამას ორი უარიიიი!!! — და თქვენ ??? “

როცა წარმატებულ, რეალიზებულ ადამიანებს უყურებთ, წარმოდგენაც კი არ გაქვთ, რა დგას მათი გრანდიოზული განხორციელებული პროექტების უკან, რომელსაც ზარმაცი ადამიანები «გამართლებას»ეძახიან…


„დაფიქრდი შენს ყველა გადადგმულ ნაბიჯზე, შეამოწმე და გამოსცადე საკუთარი თავი“…

ადამიანები ჭკუას ვერ სწავლობენ, ვინაიდან, მეხსიერება ღალატობთ. ავიწყდებათ, რაც თავს გადახდათ. ავიწყდებათ, როგორ იტანჯებოდნენ, როგორ აყენებდნენ შეურაცხოფას, როგორ ამცირებდნენ, როგორ


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*