„სკიჯი“ – ის რაც დაგემოვნების შემდეგ „ჩვევაში გადადის“ | Jolo.ge
Something went wrong with the connection!


„სკიჯი“ – ის რაც დაგემოვნების შემდეგ „ჩვევაში გადადის“

„სკიჯი“ – ის რაც დაგემოვნების შემდეგ „ჩვევაში გადადის“

„სკიჯის“ უგემრიელესი და საკუთარ საკარმიდამო ნაკვეთში მოყვანილი ქართული ნატურალური ნუგბარი ძალიან მალე გახდა ბევრისთვის სასურველი. „მთავარია მხოლოდ ერთხელ დააგემოვნო, მერე ვერანაირად შეეშვები, „სკიჯი“ ჩვევაში გადადის“ – ასეთია იმ კლიენტის განმარტება, რომელსაც „სკიჯის“ ნაწარმის შესაძენად სადღესასწაულო თარიღები ნამდვილად არ სჭირდება.

სკიჯი ხმელი ყურძნის ძველქართული სახელწოდებაა. “სკიჯის“ საწარმო მდებარეობს გურიაში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში. იგი დაფინანსდა სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში, მიკრო და მცირე მეწარმის ხელშემწყობი პროექტის თანხით.
„სკიჯის“ მიერ წარმოებული პროდუქცია უნიკალურია. ის, საკუთარ საკარმიდამო ნაკვეთში მოყვანილი და სოფლის მოსახლეობისგან ნაყიდი უწამლი ხილითაა დამზადებული. გამშრალია სპეციალურ აპარატში, მწერებისაგან და მტვრისაგან დაცულად.
chiriსაწარმოს მიზანია, ხელი შეუწყოს ადგილობრივი, ნატურალური ნედლეულის ათვისებას და ბაზარზე ქართული, ჯანსაღი პროდუქტის დამკვიდრებას.
ჩირი და დაშაქრული ხილი: ვაშლი, ხურმა, კივი, ლიმონი, მანდარინი;
ტყლაპი: ქლიავი, ფეიხოა, კივი, ტყემალი ქოქოსის ფატელებითა და დაქუცმაცებული ნიგვზით;
ჯანჯუხა: თხილის და ვაშლის ჩირის. ცოლიკაურის, ადესის ტკბილით და მჭადის ფქვილით დამზადებული;
ჩურჩხელები: ნიგვზის და ქიშმიშის. რქაწითელის ბადაგითა და პურის ფქვილით დამზადებული;
მიქსი: თხილი, ნიგოზი, მიწის თხილი, ფორთოხლის კანის ცუკატები, თეთრი და შავი სკიჯი;
სხვა შემადგენლობა: შაქარი, ვანილი, ლიმონმჟავა.
შეინახეთ სუფთა მშრალ, მკვეთრი სუნისგან დაცულ ადგილას. შენახვის ტემპერატურა 10-20 გრ. ჰაერის ფარდობითი ტენიანობა მაქსიმუმ 70%. შენახვის ვადა 6 თვე.

 

„სჯიკი“ ასევე გთავაზობთ ოჯახური ტიპის სასტუმროს ჩოხატაურის რაიონში.

 

სახლი, რომელშიც განთავსდება ეს სასტუმრო, თანამედროვე დიზაინითაა გარემონტებული ტრადიციული, სოფლისთვის დამახასიათებელი ინტერიერითა და ავეჯით: სამი საძინებელი, სასადილოები, ღია აივნები, სველი წერტილები. ეზოში გურული „ქუხნა“ შუაცეცხლითა და კეცებით.
13669615_541620809358485_5850369357427883410_n

სახლთან ახლოს (200 მეტრში) ჩამოდის პატარა მდინარე „ლუგუბა“ ბუნებრივი „ჯაკუზით“ ე.წ. – ჭურისწყალათი. 400 მეტრში კი დიდი მდინარე „გუბაზოული“, ლამაზი სანაპიროთი და საბანაოებით. ამავე სოფელშია ნოდარ დუმბაძის, მოსე გოგიბერიძის, ანა კალანდაძის სახლ-მუზეუმები; რამდენიმე ეკლესია-მონასტერი; (უდაბნოს მამათა მონასტერი, ერკეთის დედათა მონასტერი, გორთაფონის მამათა მონასტერი, სამების ეკლესია) რამდენიმე კილომეტრში კი კურორტები – ნაბეღლავი და ბახმარო.

ნანახია:(19)-ჯერ


Share on FacebookShare on Google+Tweet about this on TwitterShare on LinkedIn

Comments

comments



Related Articles

როგორ შევარჩიოთ საბავშვო ტორტი?

ნამცხვრის სახლი „AZZATO” მომხმარებლებს სთავაზობს საბავშვო ტორტების დამზადებას მათთვის სასურველი დიზაინით. ტორტები მზადდება 100%-ით ნატურალური ინგრედიენტებისაგან და დახვეწილ ვიზუალთან ერთად,


Share on FacebookShare on Google+Tweet about this on TwitterShare on LinkedIn

გსურთ იყოთ მუდამ ახალგაზრდა? – ესტუმრეთ “ჰებე”-ს

“თუ გსურს იყო მუდამ ახალგაზრდა და კარგად გამოიყურებოდე იარე “ჰებეში””, – ამ სიტყვებით და 10-დან 10 ქულით აფასებს საკუთარ სილამაზის


Share on FacebookShare on Google+Tweet about this on TwitterShare on LinkedIn

„მაშინ ამის ახდენა აბსურდად მიმაჩნდა, თუმცა გავიდა ერთი წელი და“…

„ერთ-ერთი დაბრკოლების შემდეგ მივხვდი, ეს რომ არ ყოფილიყო მე ვერ გავიზრდებოდი“ – ამბობს მარი ბეკურიშვილი, ბიზნესლედი, რომელმაც წლების წინ თავისი


Share on FacebookShare on Google+Tweet about this on TwitterShare on LinkedIn

No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*