„ის რაც ახლა თქვენს ცხოვრებაში ხდება – დაიწყო მაშინ“… | Jolo.ge


„ის რაც ახლა თქვენს ცხოვრებაში ხდება – დაიწყო მაშინ“…

„ის რაც ახლა თქვენს ცხოვრებაში ხდება – დაიწყო მაშინ“…

ყველაფერი ის, რაც ჩვენს ცხოვრებაში ხდება ახლა, ახლა არ დაწყებულა.
იმის ჩათვლით რაც ძალიან მოგვწონს ან ძალიან არ მოგვწონს, დაიწყო მაშინ, როცა დაიწყო ჩვენი ცხოვრება – არა დაბადებიდან არამედ ჩასახვის დღიდან.
შესაძლოა რთული გასაცნობიერებელი იყოს, მაგრამ მეცნიერებმა უკვე დიდი ხანია დაადგინეს რომ ბავშვს დედის მუცელში ყველაფერი ესმის.
ხოდა, ჩვენც გვესმოდა, ვგრძნობდით და განვიცდიდით, მითუმეტეს იმას რაც ჩვენს დაბადებას ეხებოდა.
გვესმოდა ისიც რომ , თურმე ბიჭი უნდოდათ და გოგო რომ აღმოვჩნდით – მოიწყინეს.
არც ის გამოგვპარვია დიდხანს რომ მსჯელობდნენ სიკვდილი თუ გადარჩენა?!
ანუ მოვიშოროთ თუ გავაჩინოთო…
მაგრამ საბედნიეროდ, რადგან ჩვენ ეხლა საუბარი გვიწევს, გადავრჩით
მერე უდიდესი ბედნიერების, დედის და მამის უპირობო სიყვარულის ოკეანეში მოვხვდით ახალდაბადებულნი, მაგრამ შესაძლოა დედას არ ეცალათ თქვენთვის…
ან მამას არ ეცალა და მთელი დღე სამსახურში იყო ან სულაც არ იყო მამა – ხდება ხოლმე ასე სამწუხაროდ…
მერე პირველად გადაწყვიტეს ჩვენი სერიოზულად აღზრდის დაწყება და დაგვსაჯეს…
შესაძლოა სათამაშო ჩამოგვართვეს ან კუთხეში დაგვაყენეს.. და მერე, როცა გავაპროტესტეთ , პატრულს ჩაგაბარებთო ან წავალთ და აღარ მოვალთო – გვითხრეს.
ან შეიძლება სულაც არ იყო ასეთი თქვენი ბავშვობა და პირიქით – ყოველთვის ყველაფერი გვქონდათ, ყველაფერს გისრულებდნენ, გეფერებოდნენ, მაგრამ..

მაგრამ მერე,
როცა რეალობა დიდად განსხვავებული აღმოჩნდა თქვენი “ვარდისფერი სამყაროსგან” მერე დაგემსხვრად “შუშის სასახლე”.
და საერთოდ …ამბობენ რომ ის ბავშვები, რომლებსაც მშობლები ყველაფერს უსრულებდნენ ან“დესპოტი შვილები” არიან ან უბედური ადამიანები – როგორ მინდა რომ ასე არ იყოს….
ან იქნებ არ გიფიქრიათ ამაზე არასოდეს.. და ახლაც კი, როცა ბავშვს, იმის გამო რომ თამაში უნდა, თქვენ კი გინდათ რომ მშვიდად იჯდეს, ეუბნებით – პატრულს ჩაგაბარებო?
უკვლოდ არასოდეს არაფერი ქრება მითუმეტეს ბავშვობაში. ის რაც ახლა თქვენს ცხოვრებაში ხდება – დაიწყო მაშინ. წარსული სამწუხაროდ უცვვლელია….
მაგრამ ახლა თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ ის, რაც მოხდება ხვალ. –
ნაბიჯი პირველი- ჩასახვიდან დაბადებამდე ,
ნაბიჯი მეორე- — დაბადებიდან 2 წლამდე –
ნაბიჯი მესამე — 2დან 4 წლამდე;
ნაბიჯი მეოთხე — 4დან 6 წლამდე ;
ნაბიჯი მეხუთე — 5დან 7 წლამდე.
გავიგოთ, გავიაზროთ, მივიღოთ, ვაპატიოთ, გავუშვათ )))

ტრენინგი – “ხუთი ნაბიჯი საკუთარი თავისკენ”
მშობლების და შვილების შერიგების სივრცე…

26/02 – 3 საათი
27/02 – 19:00 საათი;
28./02 – 19:00 საათი.
საფასური წინასწარი გადახდის შემთხვევაში 85 ლარი;
ადგილზე ანგარიშსწორების შემთხვევაში – 120 ლარი.
557 755 571.

ნანახია:(1088)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

ჰოლოტროპული სუნთქვა — „შინაგანი მკურნალი“

რა არის ჰოლოტროპული სუნთქვა? როგორ მუშაობს? როგორია პროცესი და რა პრობლემებს აგვარებს? სწორედ ამ ინტერესის დასაკმაყოფილებლად, გუშინ, 144 Stairs Cafe


ქალთა საერთაშორისო ფესტივალი ინგა ბლესთან ერთად

ქალთა საერთაშორისო ფესტივალი თბილისში, მხოლოდ ქალებისთვის და მხოლოდ 30 სექტემბერს ჩატარდება. ამ ფესტივალზე დასწრებით თითოეულ მსურველს შანსი ეძლევა ქალური ძალაუფლების


„ლამაზად დაანგრიეთ ჩარჩოები“

„თუ თქვენ გსურთ შექმნათ რაიმე ღირებული, უნდა მოიკრიბოთ სითამამე და გამოხვიდეთ ჩარჩოებიდან. ჩარჩოებში გენიალური არაფერი იქმნება“ — წერს წარმატების ექსპერტი


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*