„ის იატაკის ჯოხი რაღაც სხვანაირად ეჭირა, მტკიცედ, აი კვერთხი რომ უჭირავთ ხოლმე“… | Jolo.ge


„ის იატაკის ჯოხი რაღაც სხვანაირად ეჭირა, მტკიცედ, აი კვერთხი რომ უჭირავთ ხოლმე“…

„ის იატაკის ჯოხი რაღაც სხვანაირად ეჭირა, მტკიცედ, აი კვერთხი რომ უჭირავთ ხოლმე“…

„ეს იოანას ბაღის მეგობარი ანია და მისი დედაა. ერთი უცნაური რამ შემემთხვა ამ ქალთან დაკავშირებით, ჩემი ფიქრების პასუხად“ — წერს უცხოეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი სოციალურ ქსელში…

ania„რამდენჯერ მიოცნებია იოანას ბაღში რომ ვტოვებდი დილაადრიან, რომ რა იქნება, მეც ამ ბაღში ვმუშაობდე, არ დავეძებ რას გავაკეთებ, სულერთია, მთელი დღე ჩემს შვილთან ვიქნებოდი მეთქი. ფიქრები ფიქრებად, მაგრამ კარიერული მისწრაფებები სხვაგან მიგვაქანებს ხოლმე.

ერთხელაც, იოანა მივაბარე მასწავლებელს, ჩამოვრბივარ კიბეებზე, სინდისი ყოველ დილით მჩქმეტს ამ დროს, მაგრამ სადღაც ჯანდაბაში შეხვედრაზე მაგვიანდება, გამოწყობილი ვარ საქმიანად, და უცებ შევეჩეხე ანიას დედას, იატაკის ჯოხი ეკავა და კიბეებს წმენდდა. აქ ვმუშაობო, ანიას ბაღში, დამლაგებელი ვარო, დინჯად და მშვიდად გამიღიმა. ფარ-ხმალი დავყარე, რას ამბობ, შენი შვილის გვერდით ხარ მთელი დღე თქო?! კიო, ხანდახან ვხვდები ანიას, ეზოში სათამაშოდ რომ გამოჰყავთ ან სასადილო ოთახშიო. რომც ვერ ვხედავდე, ხომ ვიცი რომ იქ არის, ამ კედლის მიღმაო.

არ მინდა ეხლა ღრმად გავშალო, მაგრამ სადღაც გამახსენდა, რომ მოსე დედამ გაზარდა ისე, რომ არავინ იცოდა დედა თუ იყო მისი, მოახლე ეგონათ. ასე მგონია ანიას დედა განსაკუთრებული ადამიანი უნდა იყოს, ასეთ საჩუქარს უფალი დაუმსახურებლად არ უგზავნის ადამიანს.

ის იატაკის ჯოხი რაღაც სხვანაირად ეჭირა, მტკიცედ, აი კვერთხი რომ უჭირავთ ხოლმე, თითქოს ეს უბრალო ჯოხი კი არა, ეს იყო, აი, ზღაპრებში რომ არის ხოლმე, რასაც გინდა რომ გაგიჩენს. ამ ჯოხს შეეძლო სასწაულებრივად ანიას დედისთვის შვილი გაეჩინა თავისთან ახლოს.

ნინო დალი ბიწაძე ოლოფსონი

ნანახია:(58)-ჯერ


Comments

comments


Tags assigned to this article:
დედაშვილი

Related Articles

„ყველაზე დიდი და ჯადოსნური საჩუქარი“…

ჯადოქრობის , სასწაულის მოლოდინი, რომელიც ასაკის მატებასთან ერთად ქრება. ის, რაც ბავშვისთვის სასწაულია — ზრდასრულისთვის კანონზომიერებაა, რეალური მოლოდინია. გამოდის, რომ


„სად მიდიან ვარსკვლავები, რომლებიც ცას სწყდებიან“

  «სრულიად უცნობი გოგოს ფოტოებს ვათვალიერებ და ვფიქრობ, სად მიდიან ვარსკვლავები,  რომლებიც ცას სწყდებიან. იქნებ მიწაზე? ხომ შეიძლება მათაც უყვარდეთ… ვთქვათ,


თორნიკე ნაროზაული — რომანტიკოსი პოეტი ჩოხითა და პირადი განცდებით

თორნიკე ნაროზაულს ეთნოგრაფიულ მუზეუმში შევხვდი, სადაც ისეთი ბუნება, ჰაერი და გარემოა, არამხოლოდ პოეტს მოუნდება ლექსის დაწერა. ინტერვიუც ამ ლამაზ და


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*