ის დღე, წიგნად შემიძლია გამოვცე, იმდენი რამ მომცა, გამააზრებინა და დამანახა…. | Jolo.ge


ის დღე, წიგნად შემიძლია გამოვცე, იმდენი რამ მომცა, გამააზრებინა და დამანახა….

ის დღე, წიგნად შემიძლია გამოვცე, იმდენი რამ მომცა, გამააზრებინა და დამანახა….

…ერთხელ ( ლამის ბავშვობაში) გადავწყვიტე რიგი პოეტებისათვის მეკითხა აზრი ჩემი ლექსების შესახებ. ასე მოვხვდი ოტია იოსელიანთან სახლში სტუმტად ჩემი «ფურცლებით»

ახლა მეცინება — რა უცნაური მიდგომაა, როცა სხვას ეკითხები აკეთო თუ არა ესა თუ ის საკეთებელი და იმ სხვას კიდებ შენი ცხოვრების არჩევანის პასუხილმგებლობას….მაგრამ მაშინ ამდენი არ მიფიქრია…..და საერთოდ, ბავშვობიდან მეგონა, რომ ვინც უფროსი იყო, იმან აუცილებლად ჩემზე მეტი იცოდა და არავინ არ მითხრა, რომ ამ მოსაზრებას დაძველების ვადაც გააჩნია და ა.შ.

არც იმაზე მიფიქრია, როგორ მდგომარეობაში აყენებ ადამიანს, რომელსაც ურეკავ და ეკითხები „უკაცრავად, მე ლექსები ვწერო?“ — და მან უნდა გიპასუხოს წერო თუ არა ლექსები შენ საკუთარ ცხოვრებაში….

ვუბრუნდები ოტიას

სანამ წავიდოდი, დილიდანვე შევუდექი ფურცლებზე ამობეჭდილი ლექსების მნიშვნელოვნების და «სიკარგის» მიხედვით დაწყობას….

ვიფიქრე ყველას ხომ არ წაიკითხავს და თავში უკეთესები მოვათავსე….

მერე ოჯახში გამიკომენტარეს: «რამე პატრიოტული გააქვს საერთოდ დაწერილი ? თუ გაქვს ზევიდან დაალაგეო» — ხოდააა

მეც ეს «ძალით პატრიოტული» ლექსები ზევიდან დავაწყე და წავედი..

რატომ «ძალით პატრიოტული » და ….აქციებში მონაწილე ბავშვების არ იყოს ყველაფერს თავისი დრო აქვს….

კი,

არიან გენიალური ადამიანები, ვისაც შეუძლია 15 წლის ასაკშიც ისე ტკიოდეს სამშობლო, როგორც ბუმბერაზ მსახურებს ქართლის ცხოვრების…..მაგრამ

მე ერთ-ერთი მათგანი არ გახლდით….

ის დღე, წიგნად შემიძლია გამოვცე, იმდენი რამ მომცა, გამააზრებინა და დამანახა….

ჯერ დავიწყოთ იმით, რომ ამ ჩემი დავრთიდან 6 ფურცელი გადათალა და მეშვიდედან დაიწყო კითხვა;

მერე ღალატზე აღმოაჩინა ლექსი და საუბრის ტონიც კი შეეცვალა — ნუ გეშნია შვილო ღალატის…ღალატი გაგზრდის თუ დიდი ხარ და თუ ჩია ხარ დაგაჩაჩანაკებს….

ყველაზე მტკივნეული ისაა, როცა გულით იცი რომ გღალატობენ და ტვინით არ გინდა დაიჯერო…..როგორც კი ღალატი გაცხადდება — ღალატი ხსნანაო….

მერე დავთარი გადადო და მთელი საღამო ვსაუბრობდით და ვსაუბრობდით.

პოეტობა იცი რას ნიშნავს?

როცა დაუწერლად არ შეგიძლია…

როცა ვინც არ უნდა აგიკრძალოს მაინც დაწერ,

როცა მხოლოდ წერით ნაშოვნი ფულით გინდა პური ჭამო და სხვა ფულით ნაშოვნ პურს არ შეჭამ….

მერე დიდი პაუზა გააკეთა და მრავალმნიშვნელოვნად მკითხა -„ შენ მზად ხარ მხოლოდ პოეზიით ჭამო პური? ისე ნამეტანსაც ვერ შეჭამ, იმიტომ რომ გამაძღარზე კარგი ლექსი არ იწერება.’’

ხათუნა მუზაშვილი

ნანახია:(96)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

ეს მოხუცები ყოველ სეზონზე იღებდნენ სურათებს თავიანთ ბაღში… ნახეთ ისტორიის დასასრული

ასეთი გამონათქვამი არსებობს ,,სურათი ათასობით სიტყვად ღირსო’’. ზოგიერთი მათგანი რაღაც მესიჯს ატარებს. ზოგიერთი ჩვენს ემოციებსა და განწყობას ინახავს.ეს მოხუცები ყოველ


წერილი, რომელიც მძარცველმა მაღაზიის მეპატრონეს დაუტოვა

წერილი, რომელსაც ქვემოთ წაიკითხავთ ნეშვილში ერთ–ერთი მცირე მაღაზიის მეპატრონეებმა მიიღეს უცნობი კაცისგან, კონვერტს თან 400 დოლარიც ახლდა. „დაახლოებით 11–12 წლის


მარტივი სიმართლე ადამიანების შესახებ…

ადამიანის ემოციები და საქციელი მის შესახებ ძალიან ბევრ რამეს გვეუბნება. ნამდვილი და ყალბი ემოციის განსხვავება სულაც არ არის ისეთი რთული,


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<