„იქნებ ერთმანეთის თვალებმა რაიმე გვასწავლოს, რაიმე შეცვალოს“… | Jolo.ge


„იქნებ ერთმანეთის თვალებმა რაიმე გვასწავლოს, რაიმე შეცვალოს“…

„იქნებ ერთმანეთის თვალებმა რაიმე გვასწავლოს, რაიმე შეცვალოს“…

ხანდახან მინდება, რომ ფეისბუქი გავაუქმო, მერე უცებ შუქი ჩაქრეს, ცოტა დიდი ხნით, რომ ყველას დაუჯდეს ტელეფონი და ისინიც გაითიშოს…

მინდა, ხალხი გარეთ, ცხოვრებასა და სამყაროში გამოვიდეს და ერთმანეთს თვალებში ჩახედოს…

იქნებ აღარ იყოს ამდენი მარტოსული და მხოლოდ ფოტოებზე სხვების დასანახად მომღიმარი ადამიანი…

იქნებ აღარ იყოს ამდენი ფარული აგრესიის ფრქვევა პოსტებსა და კომენტარებში…

იქნებ ერთმანეთის თვალებმა რაიმე გვასწავლოს, რაიმე შეცვალოს…

იქნებ ქმრებმა დაინახონ ცოლები, ცოლებმა — ქმრები, მშობლებმა — შვილები, შვილებმა — მშობლები… მეზობლებმა — მეზობლები, მეგობრებმა — მეგობრები და არა «ფრენდები»…

იქნებ ძალიან დაბნეულებმა ჯერ უხერხულად გაუღიმონ ერთმანეთს, მერე ნელ-ნელა ეს ღიმილი სიცილში, სიცილი კი გულიან ხარხარში გადაიზარდოს…

იქნებ მერე მოეწყოს საყოველთაო ჩახუტება და საყოველთაო დაბრუნება ერთმანეთთან და საკუთარ თავებთან…

ყოველ საღამოს მეფიქრება… რა იქნებოდა, რომ…

შეიძლება არაფერიც არ ყოფილიყო, მაგრამ მჯერა, სადღაც ვიღაცის თავს რაიმე განსაკუთრებული აუცილებლად მოხდებოდა…

ან მინდა, მჯეროდეს…

ნატა თვალაძე

ნანახია:(96)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

„ადამიანი სიკეთისთვის გაჩენილი ქმნილება მგონია”

მთავარი პრობლემა იმაშია თეი, რომ მიუხედავად იმისა, თუ რამდენ ადამიანს ვიცნობ, რამდენისგან ღალატი მიგემია, რამდენს გავუყიდივარ, თუ ასე შემდეგ არ


»დღეს, სიკვდილს ან უკეთეს შემთხვევაში დასახიჩრებას გადავურჩი»…

«მოგმართავთ კატეგორიული მოთხოვნით! სამარშუტო ტაქსების მძღოლებს ასწავლეთ მოძრაობა და მგზავრებთან მოქცევის წესები!!!…დღეს, სიკვდილს ან უკეთეს შემთხვევაში დასახიჩრებას გადავურჩი… გავაჩერებინე გაჩერებაზე-ვაკის


„ორი დღე რამდენჯერაც ამ ფრაზას გავიხსენებ გული მიჩუყდება და მიტირის“

ერთ არაჩვეულებრივ ფბ მეგობარს შევხვდი ამასწინათ, მისსავე კაფეში არ ვიცოდი მისი ეროვნების შესახებ.. ვკითხე რატომ იქ არ ხარ იერუსალიმში ჩემი


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<