„იქ ყველაფერი ჩემია, ჩემია, ჩემი, ეს, სულ სხვა, ენით აუწერელი სამყარო“…

by admin | 17 ноября, 2016 16:55

სვანეთის მძიმე პირობებში მხოლოდ სვანეთის სიყვარული თუ გაგაჩერებს, – მეტი არაფერი…

მე ბედნიერი ვარ, რომ ამ სამოთხეში დავიბადე, როდესაც მანდ ვარ, – დაძინება არ მინდა…

მინდა, ვუყურო, უსასრულოდ ვუყურო ყველაფერს…

მინდა, ვუსმინო, უსასრულოდ ვუსმინო მდინარეს…

მინდა, დავაბიჯო, დავაბიჯო ფეხი მთის წვერზე…

მინდა, შევეხო, შევეხო ცას…

მინდა, ვისუნთქო, უსასრულოდ ვისუნთქო ცივი ჰაერი…

მინდა, მოვეფერო თითოეულ ქვას…

მინდა, ვუყურო როგორ გაათბობს და გააწითლებს მზე ცივ შხარას…

მინდა, დავლიო ცივი წყალი, სულს რომ აფხიზლებს…

მინდა, ვითამაშო, გავისვარო ხელები მიწაში, როგორც ბავშვობაში…

მინდა, ვიცინო, ხმამაღლა ვიცინო და ჩემი განწყობა ექომ გადასცეს სხვას…

მინდა, ვიტირო, როდესაც ჩემი ბებია-ბაბუის საფლავზე ვდგავარ… 

მინდა, ვუყურო ხალხის გულწრფელ სახეებს, გულწრფელ სიყვარულს, გულწრფელ გაღიმებას…

იქ ყველაფერი ჩემია, ჩემია, ჩემი, ეს, სულ სხვა, ენით აუწერელი სამყარო…

მარიამ ხაჭვანი

ნანახია:(252)-ჯერ


Comments

comments

Source URL: http://www.jolo.ge/iq-yvelaperi-chemia-chemiachemi/