„იქ ყველაფერი ჩემია, ჩემია, ჩემი, ეს, სულ სხვა, ენით აუწერელი სამყარო“… | Jolo.ge


„იქ ყველაფერი ჩემია, ჩემია, ჩემი, ეს, სულ სხვა, ენით აუწერელი სამყარო“…

„იქ ყველაფერი ჩემია, ჩემია, ჩემი, ეს, სულ სხვა, ენით აუწერელი სამყარო“…

სვანეთის მძიმე პირობებში მხოლოდ სვანეთის სიყვარული თუ გაგაჩერებს, – მეტი არაფერი…

მე ბედნიერი ვარ, რომ ამ სამოთხეში დავიბადე, როდესაც მანდ ვარ, – დაძინება არ მინდა…

მინდა, ვუყურო, უსასრულოდ ვუყურო ყველაფერს…

მინდა, ვუსმინო, უსასრულოდ ვუსმინო მდინარეს…

მინდა, დავაბიჯო, დავაბიჯო ფეხი მთის წვერზე…

მინდა, შევეხო, შევეხო ცას…

მინდა, ვისუნთქო, უსასრულოდ ვისუნთქო ცივი ჰაერი…

მინდა, მოვეფერო თითოეულ ქვას…

მინდა, ვუყურო როგორ გაათბობს და გააწითლებს მზე ცივ შხარას…

მინდა, დავლიო ცივი წყალი, სულს რომ აფხიზლებს…

მინდა, ვითამაშო, გავისვარო ხელები მიწაში, როგორც ბავშვობაში…

მინდა, ვიცინო, ხმამაღლა ვიცინო და ჩემი განწყობა ექომ გადასცეს სხვას…

მინდა, ვიტირო, როდესაც ჩემი ბებია-ბაბუის საფლავზე ვდგავარ… 

მინდა, ვუყურო ხალხის გულწრფელ სახეებს, გულწრფელ სიყვარულს, გულწრფელ გაღიმებას…

იქ ყველაფერი ჩემია, ჩემია, ჩემი, ეს, სულ სხვა, ენით აუწერელი სამყარო…

მარიამ ხაჭვანი

ნანახია:(251)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

„არცერთი ექიმი არ იჯერებდა რომ ამ კაცმა ამოძრავება შეძლო“…

მამის დღეა და გეტყვით ❤ მამაჩემი ჩვენთან ერთად დაიმტვრა ავარიაში. ოღონდ მართლა დაიმტვრა. არცერთი ძვალი არ დარჩა მთელი. მთელ ტანში ლითონით აუწყვეს


«ჰელერბო»-ზღაპრული ტყე

ეს მისტიკური ტყე “ჰელერბო”  ნამდვილად არსებობს და ის ბელგიაში მდებარეობს. მიზეზი, რის გამოც ტყე ზღაპრული სიუჟეტიდან გადმოტანილს ჰგავს, მაჩიტების სქელი ხალიჩაა. ეს


„ყველაზე დიდი და ჯადოსნური საჩუქარი“…

ჯადოქრობის , სასწაულის მოლოდინი, რომელიც ასაკის მატებასთან ერთად ქრება. ის, რაც ბავშვისთვის სასწაულია — ზრდასრულისთვის კანონზომიერებაა, რეალური მოლოდინია. გამოდის, რომ


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<