იქ, სადაც ღიმილი და სიყვარულია, ყოველივე ლამაზდება!!! | Jolo.ge


იქ, სადაც ღიმილი და სიყვარულია, ყოველივე ლამაზდება!!!

იქ, სადაც ღიმილი და სიყვარულია, ყოველივე ლამაზდება!!!

ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რაც ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში იჩენს თავს არის ის, რომ სახლიდან გამოსულებს, ნეგატივით თუ პოზიტივით დამუხტულებს, გვავიწყდება გაღიმება, აი უბრალოდ სახეზე გამომეტყველების შეცვლა და სასიამოვნო იერის მიღება.

ხშირად ისმის უკვე გაცვეთილი ფრაზა „ჩვენ ისეთი გაჭირვებული ქვეყნის შვილები ვართ, თან იმდენი პრობლემები გვაქვს ღიმილი კი არა ჩემი არსებობაც კი მავიწყდება”.

ხშირად აღმინიშნავს ისიც თუ, რა სასიამოვნოა თუნდაც ქუჩაში შენთვის ჩაფიქრებულს , სეირნობისას შემოგხვდება ტურისტი, შეხედავ და უბრალოდ გაგიღიმებს, რაღაც დადებითს გაგრძნობინებს. პოზიტივი მოდის ამ ღიმილით და რაც არ უნდა „დაგრუზული” იყო ადამიანი შენთვის არსებული პრობლემების გამო, თუნდაც ერთი დღით შენში რაღაც იცვლება, შენც გეღიმება, გრძნობ იმედს, გრძნობ ადამიანობას, თან ისეთი უცხო და უცნობი ადამიანებისაგან, როგორებიც არიან ტურისტები… მე მომწონს მათი ეს დამოკიდებულება. იმის გათავისება, რომ სხვას რაც შეიძლება პოზიტივი შემატო და არ გახვიო შენს თავს არსებულ პრობლემების შტორმში, არ დააღონო პირიქით, რაც შეიძლება მეტი დადებითი ემოცია აჩუქე თუნდაც უბრალოდ გაღიმებით…

ამასთან დაკავშირებით მინდა შევეხო კიდევ ერთ დამკვიდრებულ აზრს, რასაც ღრმად აქვს გადგმული ფესვები ჩვენს საზოგადოებაში — „უფ, მაგათ რა ენაღვლებათ, საათივით აწყობილი აქვთ ცხოვრება, ჩვენ ვიკითხოთ, თორემ ისინი კი გაიღიმებენ რატომაც არა,  მეც გამიშვით მათ ქვეყნებში და მეც კი გავიღიმებ“…  ვთვლი, რომ არის ამ ყველაფერში სიმართლის მარცვალი, რადგან ბევრად განსხვავდება მათი ცხოვრების წესი და მექანიზმი ჩვენი ცხოვრებისაგან, მაგრამ ერთი დიდი პრობლემა გვაქვს, ჩვენ უბრალოდ ვერ ვიაზრებთ თუ რას ნიშნავს სხვა არ შევაწუხოთ ჩვენი პრობლემით, არ გავაგებინოთ და არ დავმუხტოთ ერთმანეთი უარყოფითი აურით…

ყველაფერი შედარებითია, მე თუ რაღაც ასე მაწუხებს ან დიდი პრობლემები მაქვს, ვიღაცას არც ისე. ასეა ჩვენსა და იმ ტურისტებს შორის შედარებაც… პირველ რიგიში ადამიანიები ვართ, ვარსებობთ , არსებობასთან ერთდა არსებობს პრობლემები,რაც ყველას აქვს თავის ცხოვრებაში და თუ არ ვისწავლით გაღიმებას, დარწმუნებული ვარ მათ ქვეყნებში ჩასულებს და მერე უკან დაბრუნებულებსაც არ გვეცოდინება და ვერც შევძლებთ …

უბრალოდ ჩემი სურვილია ჩემმა მეგობრებმა, ნაცნობებმა, უცნობებმა ვისწავლოთ ღიმილის ხელოვნება და შევეცადოთ ერთმანეთისთვის გავხდეთ უფრო დადებითები… მართლა რთულია პრაქტიკაში აქციო ეს სურვილი მაშინ, როდესაც პრობლმების ზღვაში ცურავ ადამიანი თან არც ქვეყანაა მთლად დაწყნარებული თავისი პოლიტიკიდან გამომდინარე, რაც საზოგადოებაზეც აისახება…

არ მიყვარს, როცა სხვას ვუთითებ ან უბრალოდ ვურჩევ, იმას რასაც თავად არ ვაკეთებ ან არ ვცდილობ რომ გავაკეთო და ამიტომ პირველ რიგში საკუთარ თავს ვასწავლი ღიმილს, მის სწორად შესწავლას და გამოყენებას. მიყვარს მარტოს ხალხმრავალ ქუჩებში სეირნობა, ხალხზე დაკვირვება. როდესაც ქუჩაში ვსეირნობ და ვხედავ მოღუშულ სახეებს, სწორედ მაშინ მახსენდება ეს მორალი, თითქოს მათი მოღუშული სახეები სარკეებია სადაც ჩემს თავს ვხედავ და ვიწყებ ამ წესის შესრულებას, უბრალოდ ვიღიმი. სახის გამომეტყველებას ვიცვლი. ვივიწყებ იმ პრობლემებს, რაც ჩემს გონებაში იმ დროს ტრიალებს… ეს მიდგომა პირველ რიგში მე მეხმარება, მე მიცვლის განწყობას და ვცდილობ სხვასაც გადავდო, სხვაც ჩემსავით შევცვალო. ერთი მარტივი ხერხი, არის ის, რომ სანამ სახლიდან გამოვალთ სარკეში ჩვენს თავებს გავუღიმოთ და კიდევ რამე დადებითი სიმღერა წავიღიღინოთ გულში, თუნდაც ქუჩაში სეირნობისას, ან ყველგან სადაც კი საჭიროა. მართლა დადებითი ეფექტი აქვს, რაღაც მაგიურია და სულ სხვა განწყობაზე გაყენებს ადამიანს…

ერთი სიმღერა მქონდა ამოჩემებული სადღესასწაულო, რომელიც ჩემებურად შევცვალე და სულ ამას ვღიღინებ :
რა ლამაზიი დღეაა
რა ნათელი დღეაა
იმიტომ, რომ დღეს
დღევანდელი დღეაა!!!

რაც მართლა გვჭირდება არის ის, რომ ვისწავლოთ „ღიმილის ხელოვნება”, რაც ცხოვრებას გაგვიადვილებს და სხვასაც გავუადვილებთ. ჩემი დიდი სურვილია ქუჩაში ადამიანებს გაღიმებულებს ვხედავდ, მინდა გაგვაჩნდეს ერთმანეთის თანაგრძნობა, სიყვარული და პატივისცემა. პირველ რიგში საკუთარ თავებს გავუღიმოთ და მივხვდებით, რომ ცხოვრება არც თუ ისე რთულია, როცა შეგიძლია პოზიტივის შექმნა ღიმილით!

P.S. არისტოტელეს აზრით, ადამიანს ცხოველისაგან სიცილის უნარი განასხვავებს.
მეცნიერები ამტკიცებენ, რომ სიცილი სიცოცხლეს ახანგრძლივებს, ჰო და ნუ დავივიწყებთ ღიმილს !!!!!
ნუ დავკარგავდ დროს ნეგატივის შექმნაში, რაც შეიძლება მეტი პოზიტივი!

რამაზ ხიზანიშვილი

 

ნანახია:(458)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

„დიდ ქვებზე იზრუნეთ, რადგან მხოლოდ მათ აქვთ ფასი, დანარჩენი ყველაფერი ქვიშა და მტვერია“…

ერთხელ, ერთმა ბრძენმა მოწაფეების თვალწინ მინის ჭურჭელში დიდი ქვები ჩაალაგა. ეს რომ გააკეთა, მოწაფეებს ჰკითხა, სავსეა თუ არა ჭურჭელიო. ყველამ


რწმენის ძალა

მინდა რწმენის ძალაზე გაგიზიაროთ ორი ნამდვილი ამბავი. ერთ-ერთი თავად მე გადამხდა, დაახლოებით რამდენიმე ათეული წლის წინ, მაშინ როცა საბავშვო ბაღში


„მოდით ერთად გავაღვიძოთ მიძინებული შესაძლებლობები“

რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ საკუთარ თავში ვიყოთ დარწმუნებულნი, როგორ აღვიდგინოთ ან შევიძინოთ ის მატერიალური თუ სულიერი კეთილდღეობა, რომლის მოძიებაც


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*