იქ რომ მივალ ზუსტად ვიცი რომ აბსოლუტურად  ყველაფერს შევძლებ | Jolo.ge


იქ რომ მივალ ზუსტად ვიცი რომ აბსოლუტურად  ყველაფერს შევძლებ

იქ რომ მივალ ზუსტად ვიცი რომ აბსოლუტურად  ყველაფერს შევძლებ

ფსიქოლოგიური ტრენინგ-შოუ „დისკომფორტის ზონა“ 7 სექტემბერს იწყება. როგორც უკვე „ჟოლოს“ მკითხველისთვის არის ცნობილი შოუს მონაწილეები 3 დღით ტყეში იცხოვრებენ.

5 სექტემბერს კონკურსანტებისთვის კასტინგი გაიმართა. კასტინგზე შერჩეულ მონაწილეთა შორის გახლავთ ერთი უშიშარი გოგონა, რომელიც როგორც თავად ამბობს წარმატების მოსაპოვებლად არანაირ დაბრკოლებას არ შეუშინდება. ეს კონკურსანტი ბევრისთვის კარგად ცნობილი სალომე გოგეშვილია.

-სალომე, რატომ გადაწყვიტე ამ ტრენინგ-შოუში მონაწილეობის მიღება?

 ბოლო პერიოდში შევნიშნე რომ ძალიან  კომფორტულად ვცხოვრობ და ვცდილობ რომ დისკომფორტს ავარიდო თავი, არ ვაძლევ ჩემ თავს  საშუალებას რომ დისკომფორტის ზონაში გადავიდე, არადა წინსვლისთვის ეს აუცილებელი პირობაა.

დარწმუნებული ვარ ეს თამაში მომცემს შესაძლებლობას, რომ გამოვიდე დისკომფორტის ზონიდან, გადავლახო ახალი წინააღმდეგობები, ახალი შეგრძნებები შემოვიტანო ჩემს ცხოვრებაში და ამ წინააღმდეგობებზე გავიმარჯვო.

ასევე ძალიან მინდა შიშების დაძლევა. შეიძლება უმნიშვნელო რამემაც კი შემაშინოს. ყოველთვის ვცდილობ რომ აღმოვჩნდე ჩრდილში და არა ხალხის გარემოცვაში, ყოველთვის ვარიდებ  რაღაც სიტუაციებს თავს. თუმცაღა, მქონია ისეთი შემთხვევები, როდესაც არ ამირიდებია თავი და პირდაპირ წავსულვარ შიშისკენ და მომენტალურად გაფანტულა ეს შიში, ახლა  კი ამ თამაშში ვფიქრობ ბევრად უფრო დიდი შიშების დაძლევა მომიწევს და ბევრად უფრო მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა. დარწმუნებული ვარ იქედან რომ დავბრუნდები საერთოდ არანაირი ბარიერი აღარ იარსებებს ჩემს ცხსოვრებაში …

— ანუ გამარჯვებისთვის მზად ხარ

— რა თქმა უნდა იმ განწყობით ვარ, რომ მე უნდა გავიმარჯვო, ყველაფერი  უნდა გვაკეთო ამისთვის. შემიძლია თუ არ შემიძლია. ახლა ვფიქრობ რომ რაღაცები არ შემიძლია, მაგრამ იქ რომ მივალ ზუსტად ვიცი რომ აბსოლუტურად  ყველაფერს შევძლებ.

 

ნანახია:(376)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

„თქვე შობელძაღლებო, მათი ტრაგედიის და უბედურების ფონზე თავის წარმოჩენას მაინც შეეშვით!“

„ამას წინათ ჩემს უბანში მოხუც ქალს დავეხმარე. რა სათქმელი და მოსაყოლია, მაგრამ ცოტაც წაიკითხეთ. არაფერი უთხოვია, უბრალოდ თავისთვის იჯდა, საწყლად.


„… და კარგი ბედიც გექნებაო“ — ბედობა, გოგა ჩანადირი და შალიკო პაპას რჩევა

„შალიკო პაპას, საგარეჯოელ მოხუცს ახალი წელი რომ მივულოცე, მითხრა, სიტკობოს შერჩი და კარგი ბედი გქონოდესო. ვუთხარი, კარგი ბედი ჩემზე არ


„ერთ-ორ წელიწადში ამ სამოთხიდან არაფერი დარჩება“…

ჩემო ძვირფასო მეგობრებო ! ეს უნიკალური ადგილი მღვიმე შურუბუმუს კანიონია. გაზაფხულზე და შემოდგომაზე მიწისქვეშა ტბების განმუხტვა ფანტასტიურ სანახაობას ქმნის…საუბედუროდ ამ


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<