იოლია ჩამოყარო ყურები და დანებდე ცხოვრებას, როცა წინ არაფერი მოჩანს მაგრამ მთავარია… | Jolo.ge


იოლია ჩამოყარო ყურები და დანებდე ცხოვრებას, როცა წინ არაფერი მოჩანს მაგრამ მთავარია…

იოლია ჩამოყარო ყურები და დანებდე ცხოვრებას, როცა წინ არაფერი მოჩანს მაგრამ მთავარია…

იოლია ჩამოყარო ყურები და დანებდე ცხოვრებას, როცა წინ არაფერი მოჩანს. ეს იოლია. ძალიან იოლი.

მთავარია ის, დაინახო ამ „არაფრის“ მიღმა არსებული შენი კუთვნილი რეალობა.

დაინახო ის რეალობა, რომელსაც დღეს ქმნი შენს გონებაში შენივე ცეცხლოვანი აზრებით,

რომელიც შენს გულში ანთია როგორც მოკაშკაშე კოცონი.

აენთე და გაყარე ნაპერწკლები!

აენთე და არ დანებდე!

არ დანებდე მაშინაც კი როცა ყველა და ყველაფერი ამისკენ გიბიძგებს. დადექი მყარად ფეხზე და თქვი:

* მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ შევცვალო ჩემი თავი და შევცვალო ჩემი ცხოვრება!

* მე ეს შემიძლია!

* მე ამას ვიმსახურებ!

***

ქარი პატარა ცეცხლს აქრობს, დიდ ცეცხლს კი პირიქით, აძლიერებს.

თუ თქვენი სიყვარული დიდი ცეცხლის მსგავსად ანთია, მაშინ დრო თქვენს სიყვარულს კი არ ჩააქრობს, არამედ უფრო გააძლიერებს.

***

ყველა შედეგი რაღაც მიზეზით წარმოიშობა

და არაფერია უმიზეზო,

ყველა მიზეზი თავის შედეგს წარმოშობს

და არაფერია უშედეგო.

მიზეზ-შედეგობრიობის კანონი.

 

P.S. მიზეზ-შედეგობრიობის კანონს მეორენაირად კარმის კანონს უწოდებენ.

P.P.S. სიტყვა „კარმა“ სანსკრიტზე მხოლოდ და მხოლოდ „მოქმედებას“ ნიშნავს და არა მოსამართლეს, ჯალათს ან სულაც გამათბობელს.

ავტორი: რამაზ გიგაური

ნანახია:(1008)-ჯერ


Comments

comments


Related Articles

წარმატების ძალა — შინაგანი ძალა არ აღიარებს არანაირ წინააღმდეგობას

თითოეულ ჩვენთაგანს ებოძა სიცოცხლე. არის ცხოვრება და არის მისი დანიშნულება. სიცოცხლის აზრი, სწორედ იმაშია, იპოვო  შენი წილი საქმე და მოახდინო


“თუ გიყვარს უნდა გაუშვა, თუ შენია დაბრუნდება”- მარკესის 57 ოქროს წესი, რომელიც ყველამ უნდა წაიკითხოს

ცხოვრებისეული წესები 1, ენდე მას, ვისაც თანაგრძნობა შეუძლია 2. არასოდეს გასცე ბრძანება, თუ დარწმუნებული არ ხარ, რომ შეასრულებენ 3. ოცნებას


„ამის შემდეგ თქვენი სიტყვები და აზრები განხორციელდება“

„ჩამოირეცხეთ შინაგანი უკმაყოფილება და შიმშილი. მკაფიოდ განსაზღვრეთ ოცნებები და სურვილები, ირწმუნეთ მათი რეალობა, შეიგრძენით სურვილები და მიმართეთ ყოვლისშემძლეს მათი აღსრულებისათვის.


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<