ინსტრუქცია აფირმაციის გამოყენების შესახებ | Jolo.ge


ინსტრუქცია აფირმაციის გამოყენების შესახებ

ინსტრუქცია აფირმაციის გამოყენების შესახებ

აფირმაცია, ეს არის პოზიტიური მტკიცებულება, რომლის მეშვეობითაც შეგვიძლია გავლენა მოვახდინოთ ქვეცნობიერზე და ავისრულოთ სურვილები. ის, აუცილებლად უნდა გვეხებოდეს ჩვენ და არა სხვას. ასევე უნდა იყოს კონკრეტული, რაც შეიძლება მოკლე და დასრულებული. აფირმაციამ, რომ სასურველი შედეგი გამოიღოს, მასზე მუშაობა ჩვევად უნდა ვაქციოთ და რეგულარულად ყოველდღე, ხანდახან დღეში რამდენიმეჯერაც უნდა გავაკეთოთ.

ხშირად კითხულობენ – რა მეთოდია საუკეთესო, ხმამაღლა თუ ჩუმად წაკითხვა, თუ მხოლოდ სურათზე დაკვირვება? პასუხი ძალიან მარტივია — უბრალოდ შეიგრძენი ის და საკმარისი იქნება იმისთვის, რომ სასურველი მეთოდი შეარჩიოთ, რადგანაც აფირმაციები მუშაობენ მხოლოდ ქვეცნობიერად.

კარგია მათი წარმოთქმა დღეში სამჯერ 5-15 წუთით. მოდუნდით, დაინახეთ და შეიგრძენით ის, რაც ასე ძალიან გინდათ და დაიწყეთ  აფირმაციის გამეორება.

💖 აირჩიეთ აფირმაციის ის ვარიანტი, რომელიც თქვენს განწყობას შეესაბამება. შესაძლოა ეს ვიზუალურად ლამაზი წარწერა ან მისი ხმამაღლა გამოთქმა იყოს.

💖 წაიკითხეთ, როცა კარგ განწყობას შეიქმნით მაშინ.

💖 არ წაიკითხოთ აფირმაცია მაშინ, როცა გადარბენაზე ხართ.

💖 ძალიან კარგია მისი წარმოთქმა “წათამაშებით”

💖 ყველაზე კარგად აფირმაცია იმ მომენტში მუშაობს, როცა ახალი გაღვიძებული ხართ, რადგან ამ დროს ნათელ ენერგეტიკულ სივრცეში იმყოფებით და თავს დამშვიდებულად და კომფორტულად გრძნობთ. ამ სივრცეში აფირმაციის წარმოთქმა მის სწრაფ ამუშავებას უწყობს ხელს.

💖 აფირმაციების ვიზუალური გამოსახულება ერთ–ერთი საუკეთესო საშუალებაა სურვილების მატერიალიზაციისთვის. შეგიძლიათ სურათები ან წარწერები თქვენთვის სასურველი სიტყვებით იმ ადგილებში განათავსოთ, სადაც ხშირად ხვდება თქვენი მზერა, ეს შესაძლოა ტელეფონის ან ლეპტოპის ეკრანი იყოს.
მაგალითად: «მე ფინანსები ყოველდღე სხვადასხვა წყაროდან მემატება» — ამ სურათს როცა უყურებ და ხშირად იმეორებ, შინაგანად ამის შეგრძნებას იწყებ და იჯერებ, რომ ეს ასეა.

💖 თავდაპირველად, თქვენ შეგიძლიათ მზა აფირმაციის შერჩევა. აუცილებელია შეიგრძნოთ, გადაიკითხოთ, აარჩიოთ ზუსტად ის, რომელიც თქვენს სულთან ძალიან ახლოსაა. შესაძლოა რამდენიმე დღეც კი დაგჭირდეთ იმ, საუკეთესოს ასარჩევად, რომელიც თქვენთვის იმუშავებს.

ნანახია:(1022)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

ქოუჩინგი ოქროს თევზისგან

მებადური წავიდა სათევზაოდ. ჩვეულებისამებრ, ისროლა ბადე, თუმცა უშედეგოდ. ისროლა ბადე მეორედ და მხოლოდ, ნიჟარები და ქვიშა გამოაყოლა ზღვამ. მესამე მცდელობაც… და


თქვენს სულს შეუძლია მართოს თქვენი აზრები, ემოციები და მოქმედებები. გააცნობიერეთ ეს

თუ იტყვით „მე“ და იმავდროულად დაფიქრდებით ვინ არის ეს „მე“? არც თქვენი მენტალური სხეული (აზრები), არც თქვენი ასტრალური სხეული (ემოციები)


ამით ყველაზე დიდ საიდუმლოს ახდით ფარდას, სამაყროში

მოგისმენიათ ოდესმე სიჩუმესთვის? გქონიათ თუ არა აზრების გაჩერების სურვული? გაგირჩევიათ, როდის გელაპარაკებათ ეგო და როდის შინაგანი ხმა, სად გადის ზღვარი?


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*