ინფორმაციას, რომელსაც წაიკითხავთ, შეუძლია გადაგიტრიალოთ აზროვნება

by admin | 7 мая, 2016 07:18

დაკვირვებულხართ თუ არა, რაზე ფიქრობთ ძილის წინ?

…..

მინდა დასაწყისშივე გაგაფრთხილოთ, რომ ინფორმაციას, რომელსაც წაიკითხავთ  შეუძლია გადაგიტრიალოთ აზროვნება. ამიტომ კარგი იქნება თუ კითხვის დროს იქნებით გულისხმიერი.

მაშ ასე, თავში რა აზრები გიტრიალებთ ძილის წინ?

რადგანაც, ეს მეც არ ვიცოდი და ამის გააზრება რამდენიმე წლის წინ მოვახერხე, შემიძლია დამაჯერებლად ვთქვა: უმრავლესობამ არ იცის, რომ დილის განწყობა დამოკიდებულია იმ აზრებზე, რომლებსაც ძილის წინ ატრიალებს თავში.

ის აზრები, რომლებიც უტრიალებს ადამიანს დაძინებამდე – განსაზღვრავს მომავალ დღეს და ახდენს მის მოდელიერებას.

ეს არის მიზეზ-შედეგობრივი კანონი, ჯაჭვური რეაქცია: აზრები – შესაბამისი რეალობა.

აზრები თავის ტვინში ქმნიან ნეირონულ ბილიკებს. ნეირონული ბილიკები კი ტვინს ანთავისუფლებენ ზედმეტი ფიქრისგან და მექანიკამდე დაჰყავთ მოქმედებები. როდესაც ადამიანს სძინავს ჯანსაღი 8 სთ-იანი ძილით, ტვინში ხდება ისეთი ინფირმაციის დამუშავება რომელიც მას ვერც კი წარმოუდგენია. სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ ადამიანს სანამ სძინავს ტვინში ლაგდება პროცესები, რომელიც განაპირობებენ ხვალინდელი დღის ყოფას.

ამ პროცესზეა დამოკიდებული:9d39e0aa237163d53e8161fdc8b13a31[1]

– როგორ იგრძნობს თავს;

– იქნება თუ არა გამოძინებული;

– რა ხასაითზე გაიღვიძებს;

– რამდენი ენერგია ექნება;

– თუ როგორ აღიდგენს ძალებს ოგანიზმი – ნელა თუ სწრაფად;

– რას გააკეთეს დილით/დღისით/საღამოს.

როდესაც დილით ადამიანი იღვიძებს, ჰგონია აკეთებს არჩევანს, იღებს გადაწყვეტილებებს, გეგმავს. თურმე, სინამდვილეში ცდება. მის მაგივრად, უკვე ყველაფერი გააკეთა 8 სთ-იანმა ძილმა – ჩაწერა პროგრამა, რომელსაც სრულად მიჰყვება დღის მანძილზე. მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში არღვევს მას, თუ ცხოვრებაში შემოიჭრა მოულოდნელი მოვლენა, რომელიც არ ჰქონია პროგრამას გათვალისწინებული. ამ დროს, უხეშად რომ ვთქვათ, ის „ჭედავს“ . თუმცა წამის მეასედებში ახდენს გადაპროგრამირებას.  უჩვეულო შემთხვევიდან  ეძებს გამოსავალს და ტვირთავს ახალ პროგრამას.

დავუბრუნდეთ თემის საკითხს…

ხვალინდელი დღის უმთავრესი აზრი მდგომარეობს – თუ რას ფიქრობს ადამიანი ძილის წინ, ის მნიშვნელოვანია რადგან, ჯამში მოქმედებს მომავალზე.

ადამიანების უმეტესობას ცხოვრებაში ყველაფერი თვითდინებაზე აქვს მიშვებული. ძილის წინ, უბრალოდ აანალიზებენ თავიანთ პრობლემებს, ეძებენ გამოსავალს და ოცნებობენ აუხდენელზე. დილით კი დგებიან და იწყებენ ახალს ისე, არც კი ეჭვბობენ – მოცემული დღე უკვე ღამით იქნა მოდელირებული.

მაგ: ძილის დროს, თავის ტვინი ააწყობს ხვალინდელ დღეს წვრილმანებამდე, გამოითვლის
უმცირეს ნიუანსებამდე, წვრილმანებამდე — შეხვედრა ყოფილ შეყვარებულთან, დენის გათიშვა, მეტეორიტის ჩამოვარდნა, სოკოთი მოწამვლა და შემთხვევით სიტუაციებსაც კი… ამ დროს, ეყრდნობა შესაძლო/სავარაუდო სიტუაციებს (ვარიანტებს), შეხედულებებს, მტკიცებულებებს.   დილით კი მიართმევს შესაბამის განწყობა-მდგომარეობას.

 – თუ კი პროგრამა იგრძნობს, რომ ადამიანისთვის მნიშნელოვანია, იყოს გაფანტული – იქნება დაბნეული.

 – თუ პროგრამას სჭირდება, რომ იყოს ჯანზე – იქნება სიცოცხლისუნარიანი.

და ეს არ არის დამოკიდებული – ადამიანის ცნობიერს რა უნდა მოცემულ მომენტში.

ტვინი (ქვეცნობიერი) ირჩევს ევოლუციას:

ტვინისთვის  და იმ პროგრამისთვის რომელიც განაპირობებს მომავალს, ყველაზე მნიშვნელოვანია – საუკეთესოს გადარჩენა. ეს ხდება ერთი პირობით – თუ თავად ადამიანი ჩათვლის(იპოვის დანიშნულებას) და თავს გრძნობს საჭიროდ ევოლუცისთვის. თ20140513065543უ ტვინი ჩათვლის საჭიროდ, რომ ადამიანი უკვე აღარ სჭირედბა ევოლუციას, ის ჩართავს თვითგანდგურების პროგრამას. ადამიანი იწყებს საკუთარი ცხოვრების განადგურებას.

სხეულს არ შეუძლია უცებ მოკვდეს, რადგან ტვინისთვის ბიოლოგიური დრო სხვა პარამეტრების გამოითვლება. განადგურების პროგრამის ჩართვის მანიშნებელია – სწარფად დაბერება, ბევრი ავადმყოფობა.

რა განაპირობებს ავადმყოფობას და სწარაფ დაბერებას, როგორ ხდება ეს?

ძალიან მარტივად. ადამიანს ხშირად (გამუდმებით) აქვს ცუდი განწყობა, არის უიღბლო (აღმოჩნდება ხოლმე არა საჭირო დროს არასაჭირო ადგილას), ეტანება სასმელს, ნერვიულობს წვრილმანებზე, ხშირად ავადმყოფობს

აი, ასე ტვინი ნელ-ნელა კლავას.

უფრო ადვილი იქნებოდა ტვინს მიეღო გადაწყვეტილება მოეკალა ადამიანი სწრაფად, ხომ ასეა?

მაგ: მანქანების გადასასვლელლზე, ძილში, აგური თავში…

მაგრამ ევოლუცია საჭიროებს რესურსებს და ეს ადამიანები ამისთვის ფასდაუდებელია. ევოლუციას სჭირდება, ასე რომ ვთქვათ, საწვავი – საჭიროა დაეხმაროს შვილიშვილების აღზრდაში, ვიღაცამ უნდა გააკეთოს შავი სამუშაოები. ვიღაცამ თავის თავზე უნდა აიღოს ყველა შავი/ნეგტიური ენერგია გარემო/სივრცეში. საჭიროა გახდეს დამცავი აგრესიულ სივრცესა და ფასეულ რესურს შორის, სხვა სახეობის განვითარებისთვის.

ეს ყველაფერი ძალიან ჩახლართული გეჩვენებათ?

საქმე იმაშია, რომ ჩვენ არავინ მსგავს თემებზე არ გვესაუბრება და ამიტომ არ გვაქვს წარმოდგენა. საქმე უვიცობასთან გვაქვს და კარგი იქნება (ადამიანები ნაკლებად უყურებდნენ სერიალებს და სოციალურ ქსელებში ატარებდნენ ცოტა დროს…) ჩაიხედონ თავიანთ შინაგან სამყაროში, მოაწესრიგონ იქაურობა, რათა ყველაფერი გახდეს ნათელი და გაიაზრონ – რა რიგ მნიშვნელოვანია ყ ვ ე ლ ა ფ ე რ ი. მნიშვნელოვანია ყველა წვრილმანი და მცირედი აზრიც კი, რომელიც გაუელვებთ თავში. აბსოლუტურად ყველა!

ჩემთვის პირადად, ეს საკითხი ძალიან აქტუალურია და ვაკვირდები რა  საკუთარი ახლობლების, თუ უცხოთა ცხოვრებას რაც ზემოთ დავწერე ზუსტად ესადაგება იმ მოცემულ რეალობას რომელშიც ვცხოვრობთ და რაც გარშემო ხდება.

თუ კი დაგაინტერესებთ  თემა – ძილის წინ აზრებს როგორ შეუძლიათ შექმნას ადამიანის ყოველდღიურობა[2], შემიძლია შემოგთავაზოთ გაგრძელება:

საიდან იღებს სათავეს ყოველდღიურობა? როგორ იქმნება რელობა? რა უნდა გავაკეთოთ?

თემის გაგრძელებაზე ინტერესი და სურვილი მაცნობეთ კომენტარებში.

წინასწარ მადლობა.

 

პატივისცემით, პერსონალური ქოუჩი

თამარ კვარაცხელია

წყარო: https://zrda.wordpress.com/[3]

ნანახია:(3304)-ჯერ


Endnotes:
  1. [Image]: https://zrda.wordpress.com/2015/01/12/%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%9b%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%ae%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90/
  2. ილის წინ აზრებს როგორ შეუძლიათ შექმნას ადამიანის ყოველდღიურობა: https://zrda.wordpress.com/2016/05/04/%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%96%e1%83%94-%e1%83%95%e1%83%a4%e1%83%98%e1%83%a5%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%97-%e1%83%ab%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%ac%e1%83%98%e1%83%9c/
  3. https://zrda.wordpress.com/: https://zrda.wordpress.com/

Comments

comments

Source URL: http://www.jolo.ge/informacias-romelsac-waikitxavtt-gadagitrialebt-azrovnebas/