იქნებ სწორედ დღევანდელ დღეს დაერქვას „ყველაზე ბედნიერი დღე თქვენს ცხოვრებაში“ | Jolo.ge


იქნებ სწორედ დღევანდელ დღეს დაერქვას „ყველაზე ბედნიერი დღე თქვენს ცხოვრებაში“

იქნებ სწორედ დღევანდელ დღეს დაერქვას „ყველაზე ბედნიერი დღე თქვენს ცხოვრებაში“

ყველა ჩვენთაგანს აქვს ოცნება, მაგრამ მხოლოდ ცოტას თუ სჯერა რომ, მათი შესრულება შესაძლებელია. ოცნებები ყოველთვის დარჩება ოცნებებად თუ მათ ფრთები არ შევასხით!

 დააკვირდით ოცნებას და მის მნიშვნელობას თქვენს ცხოვრებაში. მთავარია გჯეროდეთ რომ, ნებისმიერი ოცნება რეალობად იქცევა, თუკი მას მიზნად ვაქცევთ და მის განსახორციელებლად ყოველ დღე თუნდაც ერთ ნაბიჯს გადავდგამთ.

ცხოვრება არ არის ისეთი მკაცრი, როგორიც ჩვენ გვგონია, ჩვენ ვართულებთ ხოლმე ჩვენივე აზრებით და მოქმედებებით. დაიჯერეთ რომ თქვენ ხართ იღბლიანი ადამიანი და ცხოვრობთ იმ ლამაზ სამყაროში, სადაც ყოველ დღე ხდება სასწაულები.

 ნებისმიერ სირთულეს დადებითი მხრიდან შეხედეთ, ეს რთულია მაგრამ შესაძლებელი… მაშინაც კი როცა ფიქრობთ რომ, დასრულდა, ცდებით რადგან ყოველთვის არსებობს გამოსავალი

გახსოვდეთ რომ განწყობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.
იფიქრეთ პოზიტიურად, რაც უფრო მეტი პოზიტიური აზრი გექნებათ მით უფრო ნაკლები უარყოფითი იქნება თქვენს ცხოვრებაში. 

იყავით მადლიერები, ამისათვის უამრავი მიზეზია… მადლიერება გამოხატეთ თქვენი ოჯახის წევრების მიმართ, სახლისთვის რომელშიც ცხოვრობთ, საკვებისათვის რომელიც გაქვთ, სამსახურისთვის რომლითაც უკმაყოფილოები ხართ, თავგადასავლებისათვის, გახსოვდეთ რომ ამ პლანეტაზე უამრავი ადამიანია, რომლებსაც საერთოდ არაფერი გააჩნიათ და ამის მიუხედავათ მადლიერების განცდა არ ტოვებთ არც ერთი წუთით.

იყავით შეუპოვრები, მოიკრიბეთ გამბედაობა და პირისპირ დაუდექით იმ მოვლენებს რაც ასე გაშინებდათ და გაშინებთ. მთელი ცხოვრება შიშით ვერ იქნებით, როდესაც შიშის პირისპირ აღმოჩნდებით, მიხვდებით რომ არც ისეთი ძლიერი არაა როგორადაც გვეჩვენებოდა.

 უსმინეთ იმ ადამიანებს რომლებმაც წარმატებას მიაღწიეს, დაამსხვრიეს ყველანაირი სტერეოტიპი და არა იმათ რომლებიც გეუბნებიან რომ ეს შეუძლებელია, ის რომ უკვე გვიანია და ამისთვის საკმაოდ დიდები ხართ.

მოუსმინეთ ინტუიციას… იფიქრეთ და ისწრაფეთ იმისკენ რაც მთელი გულით გინდათ და სამყარო ამის განსახორციელებლად უამრავ შესაძლებლობას გამოგიგზავნით.

მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული ბედნიერი და წარმატებული ადამიანები ვიქნებით თუ მთელი ცხოვრება წუწუნში და იმაზე ფიქრში გავატარებთ რომ არაფერი გავაკეთეთ რათა გვეცხოვრა ჩვენი ოცნების ცხოვრებით.

არაფერი გადადოთ მომავლისათვის… რა იცით იქნებ სწორედ დღევანდელ დღეს დაერქვას «ყველაზე ბედნიერი დღე თქვენს ცხოვრებაში»

სალომე გოგეშვილი

მეორედდაბადებული

ნანახია:(413)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

„დაე ვიყო ბედნიერი «გიჟი» ვიდრე მოწყენილი «ჭკვიანი»

„ბოლო დროს ხშირად მესმის ჩემი მისამართით ნათქვამი სალომე შენ გიჟი ხარ…. არ ვიცი მართლა ასეა თუ არა, მაგრამ დანამდვილებით შემიძლია


მთავარია დავიწყოთ, თუნდაც მცირედით მაგრამ დავიწყოთ- სალომე გოგეშვილი

სანამ მიზანამდე მივალთ …მთავარი ის გზაა რომლსაც მიზნამდე მივყავართ… გზა რომელიც ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა გავიაროთ. ტკივილით, უძილობით, ოფლის ღვრით. წარმოუდგენლად დიდი


„უნდა იბრძოლო მაშინ როდესაც, არაფრის იმედი აღარ გაქვს“ — სალომე გოგეშვილი

 უნდა იბრძოლო მაშინ როდესაც, არაფრის იმედი აღარ გაქვს   უნდა გაამხნევო და დაეხმარო მაშინ, როცა თავად გჭირდება განმხევება და დახმარება….  გულში


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<